ყველა დროის საუკეთესო მუსტანგი?
ყველა დროის საუკეთესო მუსტანგი?
17.03.2015
ახალი Ford Mustang, შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი მუსტანგი იყოს

როგორც იქნა, ამის დროც მოვიდა: AUTO BILD-მა ახალი ”ფორდ მუსტანგით” გასეირნების უფლება მიიღო. ეს ერთ-ერთი უპირველესი ეგზემპლარია, რომლის საჭესაც ჟურნალისტი უნდა მიუჯდეს, მერე კი, როცა სტატიას დაწერს, ”მუსტანგის” ფანები ან უნდა დაამშვიდოს, ანაც კიდევ უფრო მეტად აანერვიულოს.

”მუსტანგის” სიყვარული სხვანაირად დასაფასებელი ამბავია. იმიტომ, რომ ”მუსტანგი” ჩვეულებრივი ავტომობილი არ არის. თუმცა ამ მანქანის ფენომენზე საუბარი ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს და უმჯობესია, მხოლოდ საქმეზე ვილაპარაკოთ. რა ანერვიულებდათ მის ფანებს? ეშინოდათ, რომ კოვბოის ჩექმების სამუდამოდ შენახვა მოუწევდათ. რატომ? იმიტომ, რომ ამბავმა სათაურით ”ფორდი მუსტანგს ევროპისთვის ამზადებს” მათში ეჭვები გააჩინა - ეჭვები იმის შესახებ, რომ ეს ”ის” ”მუსტანგი” აღარ იქნებოდა.

Auto Bild
ახალი ”ფორდ მუსტანგი” ზუსტად თავის იუბულეზე გამოვიდა. ეს ავტომობილი ნახევარი საუკუნეა, მსოფლიოს აღაფრთოვანებს

ნერვიულობის უპირველესი მიზეზი 2,3-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი EcoBoost-ძრავის (314 ცხ. ძ.) დაანონსება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი (კოდური სახელწოდება: S550) პირველი 4-ცილინდრიანი ”მუსტანგი” არ არის, მაინც ბევრმა შეხედა ეჭვის თვალით - საქმე იმაშია, რომ მთავარი სენსაცია გაუჭრელ უკანა ხიდზე უარის თქმა გახლდათ. ახალი ”ფორდ მუსტანგი” გაცილებით თანამედროვე, მოქნილი დაკიდებით გამოვიდა. ამრიგად, კითხვა ასე დაისვა: ნუთუ ”ფორდი” ”მუსტანგს” თავის ერთ-ერთ უმთავრეს სავიზიტო ბარათს ართმევს და ამით მის ხასიათს კლავს?

ახლა უნდა დაგამშვიდოთ: პონი-Car-ის მეხუთე თაობას 5-ლიტრიანი V8 ძრავა არ წაართვეს! ამ აგრეგატითაც გამოდის და სწორედ ამ ძრავით აღჭურვილი ”მუსტანგი” წამოვიყვანეთ ფოტოსესიაზე და ისეთ მოდელს შევახვედრეთ, რომელიც ნებისმიერი მომდევნო ”მუსტანგისთვის” მისაბაძი მაგალითია: 1967 წელს გამოშვებული GT 390 Fastback.

ეს არის ძალიან მაგარი Big-Block-მუსტანგი 60-იანი წლებიდან, რომელიც 2015 წლის მოდელის გვერდით ზედმეტად ფილიგრანულად გამოიყურება. ახალი მოდელის სიგრძე 4,78 მეტრია, სიმაღლეში კი მხოლოდ 1,39 მეტრია და ძალიან რთულია, ისე ჩაჯდე ან გადმოხვიდე, რომ თავი არ მიარტყა.

Auto Bild
Auto Bild

როცა კლასიკური მოდელი და 2015 წლის ქმნილება გვერდიგვერდ დგანან, ბევრ სენსაციას აღმოაჩენ: ახალ ”მუსტანგში” მხოლოდ მისი სავალი ნაწილი როდია რევოლუციური - მნიშვნელოვანი სიახლეა ინტერიერიც, რომელიც ისევ და ისევ კოვბოებსა და მათ გოგონებს უხმობს. ახალი მოდელის ინტერიერი უძვირფასესია, რაც ყოველთვის ასე ნამდვილად არ იყო.

წინამორბედში მასალების ხარისხის ვაკრიტიკებდით - თითქმის ყველა ავტოჟურნალისტი ”პლასტმასის ლანდშაფტზე” წერდა. ახალ ”მუსტანგში” კი პირველ რიგში შესანიშნავი სპორტული სავარძლებიც ძალიან მოგვწონს და ქრომირებული ჩამრთველებიც. აღარაფერს ვამბობთ ტყავით გაწყობილ დეტალებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი სრულყოფილად ზის და, რაც მთავარია, არასასურველ ხმებს არცერთი დეტალი აღარ გამოსცემს. ამ ყველაფრის მისაღწევად ნახევარი საუკუნე რომ არ ყოფილიყო საჭირო, დავწერდით, რომ ”პონი გაიზარდა”, მაგრამ ნახევარი საუკუნე ზედმეტად დიდი პერიოდია.

Auto Bild
Old School: ”მუსტანგის” შესანიშნავი V8 აგრეგატი, რომელსაც კიდევ უფრო დიდი სყვარულით გავიხსენებთ მაშინ, როცა ავტოპილოტიანი მანქანები მასობრივად შემოვა

„Engine on“, გვატყობინებს კომბიინსტრუმენტი იმის შესახებ, რომ 5-ლიტრიანმა V8 ძრავამ გაიღვიძა, თუმცა რა საჭიროა ეს ინფორმაცია, როცა 8-ცილინდრიანი სუპერ-ძრავის ხმა კაციშვილს არ გამოეპარება? თუმცა, მაინც მადლობა ამ შეტყობინებისთვის! თუმცაღა კლასიკური გაგებით სპორტული მანქანის შთაბეჭდილებას არც 2015 წლის მოდელი ტოვებს - მიუხედავად იმისა, რომ მეტ სიმძლავრეს ამ ფასად სხვა არცერთი სერიული მოდელი არ გვთავაზობს.

Mustang-GT-ს მყიდველები ერთ ცხენის ძალაში დაახლოებით 111 ევროს იხდიან და სანაცვლოდ იღებენ სპორტული სულისკვეთების ლეგენდარულ Muscle Car-ს, რომელიც ქალაქში არ დაგღლით. ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როცა საჭეს ნეიტრალური პოზიციიდან დაატრიალებთ. ამრიგად, ”მუსტანგის” ახალი ვერსიაც გასართობ ავტომობილად რჩება, რომელიც 60-იანი წლების ველურ სტილს აცოცხლებს და რომელიც ისეთი ტიპებისთვის განკუთვნილი ცხენია, ბრიუს სპრინგსტინს რომ უსმენენ და ბურგერები რომ უყვართ - ბეკონით და ბევრი ყველით.

...და რა ეშველებათ იმ ბიჭებს, მოსახვევები რომ უყვართ? ახალი ”მუსტანგი” ჯერ კიდევ ძალიან ამერიკულად დადის, მაგრამ თამამად უნდა ვთქვათ, რომ სვლის მანერის თვალსაზრისით ეს ყველაზე აქტიური ”მუსტანგია” მათ შორის, რაც აქამდე გვინახავს და გაგვიტესტია. თავად ნახეთ და ძველი სავალი ნაწილი და მთელი ის ანაქრონიზმი ნამდვილად არ მოგენატრებათ.

Auto Bild

მართალია, ევროპული ბაზრისთვის ”ფორდი” სავალ ნაწილს კიდევ დახვეწს, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკული ვარიანტიც ძალიან კარგი გასართობია. ამისათვის საკმარისია, რომ ქრომირებულ ჩამრთველი ”Track”-რეჟიმში გადაიყვანოთ და ასფალტის შავად მოხატვა არა მარტო შესაძლებელი, არამედ ძალიან სასიამოვნო საქმიანობა გახდება. 8-ცილინდრიანი ძრავა ისე გუგუნებს, როგორც ”მუსტანგის” ყველაზე ველურ ხანაში. გამოცდილი მძღოლი მის საჭესთან თავს თავს ისე იგრძნობს, როგორც ლეიტენანტი ბულიტი გრძნობდა თავისი მწვანე Fastback-ით სანფრანცისკოს ქუჩებში - გეცოდინებათ ფილმი ”ბულიტი”, სადაც სტივ მაკქუინი ლეიტენანტის როლში კინოს ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო რბოლაში დაქრის.

ახალ მუსტანგს 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის 4,9 წამი სჭირდება. AUTO BILD-ის ტესტში მისმა საწვავის ხარჯმა 100 კილომეტრზე საშუალოდ 13,9 ლიტრი შეადგინა და ვინც ახლა იმას იტყვის, ეგეც თქვენი მორიგი ამერიკელიო, შევახსენებთ, რომ BMW M4 Coupe-მ ჩვენს ტესტში 100 კილომეტრზე საშუალოდ 12,0 ლიტრი ლიტრი დაწვა. ფასზეც აქვე ვთქვათ: 441 ცხენის ძალის მქონე Mustang GT 5.0-ის საწყისი ფასი დაახლოებით 45 000 ევროა.

Auto Bild
1967 წლის Fastback 2015 წლის მოდელში კარგადაა გადმოტანილი. უკანა მაშუქები ახლა სამგანზომილებიანია.

დასკვნა
ფასთან შესაბამისობის კრიტერიუმში ახალ ”ფორდ მუსტანგს” საუკეთესო შეფასება ეკუთვნის. მისი ახალი სავალი ნაწილი კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯია, ინტერიერი კი - უკვე ძალიან დახვეწილი და ხარისხიანი. პირადად ჩემთვის ორი აზრი არ არსებობს: 2015 წლის ”მუსტანგი” საუკეთესო ”მუსტანგია” მათ შორის, რაც აქამდე გვინახავს.
ლუკას ჰამბრეხტი


Ford Mustang 5.0 Ti-VCT GT
ძრავა: V8; მოცულობა: 4951 სმ3; სიმძლავრე: 324 კვტ (441 ცხ. ძ.)/6500; ბრუნის მომენტი: 542 ნმ/4250; მაქსიმალური სიჩქარე: 240 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,9 წამში; ამძრაობა: უკანა; გად. კოლოფი: 6-საფ. ავტომატიკა; ავზის მოცულობა: 61 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4783/1915/1394 მმ; ბაზა: 2720 მმ; საწვავის ხარჯი (EU): 12,4 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 294 გ/კმ

3 000-ევროიანი მუსტანგი

Auto Bild

Ford Mustang GT 390 Fastback-ის ფასი დაახლოებით 43 000 ევროა. 2015 წლის GT 5.0 50th Anniversary Edition კი 50 000-ს უკაკუნებს. თუმცა ”მუსტანგის” ყიდვა გაცილებით იაფადაც შესაძლებელია - რა თქმა უნდა, მეორად ავტომობილს ვგულისხმობთ. AUTO BILD-ის თანამშრომელი და ”მუსტანგის” თავგადაკლული ფანი ლუკას ჰამბრეხტი ინტერნეტში ეძებდა და 1996 წლის წითელი Ford Mustang GT 4,6-ლიტრიანი ძრავით, 4-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და 56 000-მილიანი გარბენით 3 350 ევროდ იპოვნა. მაშინვე იყიდა და მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა, რაც მანქანას აღმოაჩნდა, ის იყო, რომ კომბი-ინსტრუმენტმა გაუჭედა. ბეჯითი V8 ძრავა შვეიცარიული საათივით მუშაობს.

ასევე იხილეთ:

"ამერიკული ფერარი": ახალი Ford GT
Auto Bild

ამერიკული მონსტრი 860 ცხენის ძალით
Auto Bild

ამერიკელთა ოცნების პიკაპი: Ford F-150 Raptor
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ოჯახის მეგობარი BMW
2015-04-17 11:48:27
Active Tourer დააგრძელეს და ესეც ასე: BMW-ს პირველი ვენი მზადაა!
სრულად
Cat Image
ბრიტანელი გერმანული აქცენტით
2015-04-15 15:09:09
”იაგუარი” საშუალო კლასში? ასეთი რამ ერთხელ უკვე იყო
სრულად
Cat Image
აუდის ბოროტი კომპაქტი (+ VIDEO)
2015-04-09 12:46:16
აუდის სუპერ-A3 ამიერიდან თავისი კლასის ყველაზე ძლიერი მოსწავლეა
სრულად
დიდი სხვაობა! - NBA-ს ყველაზე დაბალი და მაღალი კალათბურთელები (+8 PHOTO)
ზენა, მეომართა დედოფალი - რას საქმიანობს დღეს წარსულში ცნობილი მსახიობი (+15 PHOTO)
ერთი ლამაზმანი კარგია, ორი უკეთესი! - ტყუპები სინქრონულ ცურვაში (+20 PHOTO)
რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრები ფინეთთან მატჩში სსრკ-ის ფორმით წარდგა
მათეგოლი - ვაწაძემ "ორჰუსის" უმნიშვნელოვანეს მატჩში გაიტანა [VIDEO]
სხვა სიახლეები
ბრიტანელი გერმანული აქცენტით
15.04.2015
”იაგუარი” საშუალო კლასში? ასეთი რამ ერთხელ უკვე იყო
სრულად
აუდის ბოროტი კომპაქტი (+ VIDEO)
09.04.2015
აუდის სუპერ-A3 ამიერიდან თავისი კლასის ყველაზე ძლიერი მოსწავლეა
სრულად
კარგი სუბარუ მისაღებ ფასად
08.04.2015
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ასეც ხდება: ავტომობილი იზრდება, ფასი კი მცირდება!
სრულად
საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი
ნავთობის გაძვირება დროებითია და მალე ისევ გაიაფდება
იუსტიციის სამინისტრო მიწის რეგისტრაციის ახალ კანონზე მუშაობს
N66 აპრილი 2015
ახალი ნომერი
არქივი
თბილისი 19°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ძალიან ეკონომიური. ფ-2700 პატარა გარბენით,
Toyota Passo 2800 $
Volkswagen Passat CC 100 $
Opel Vectra 500 $