მუსიკალური სიზმარი კადილაკში
17.03.2015
სადარბაზოსთან ტაქსი მელოდებოდა. ”მერსედესი”. C კლასი . გარედან მოვლილი, თითქმის იდეალურ კონდიციაში. მძღოლმა თავაზიანად გადმომხედა - რომ მოვწიო, ხომ არ შეგაწუხებთო? ”არ ვეწევი და თუ არ შეწუხდებით, არ მოწიოთ,” - იყო ჩემი პასუხი. მძღოლის კეთილგანწყობა ეგრევე გაქრა.

მანქანაში რაღაც უცნაური სუნი იდგა. გამოუძინებელი მძღოლის და ბევრი დაუბანელი მგზავრის სუნი. ალბათ, პაპიროსის სუნიც. ალბათ, შაურმაც. ალბათ, ჩახოხბილი ან ხინკალიც. ეს იყო კლასიკური ქართული ტაქსი კლასიკური ქართული სუნ-მენიუთი. მძღოლი დახეულ ”დუტიში” და ფეიქი ”კენგოლით”. იქვე ეგდო ”ელემის” კოლოფი და ასანთი. მძღოლმა კიდევ ერთხელ, უკვე ნაკლებად თავაზიანი ტონით გადაამოწმა: ”ესე იგი, შეგაწუხებთ ხო, რომ მოვწიო?”

”დიახ!” - ვუპასუხე. კაი, ძმაოო, ჩაილაპარაკა. მუსიკა რომ ჩავრთო, ხომ არ შეგაწუხებთ, მეკითხება ენერგიული ტაქსისტი? კი ბატონო, ჩართეთ. დინამიკებიდან წამოვიდა ”მე ვზივარ ნავში”...

მე ვიჯექი ტაქსიში. და ჩამეძინა.

გამეღვიძა ლურჯ ”კადილაკ ელდორადოში”. მძღოლი ქალია. სტანდარტული ვარცხნილობით. ”კარე”. გადმომხედა, გამიღიმა, ოდნავ წინ, ჩემსკენ გადმოიწია. დეკოლტე. ღრმა დეკოლტე. ერთი მოძრაობით გავიცანი ჩემს პრაქტიკაში პირველი ტაქსისტი-ქალი და მისი მკვრივი, ლამაზი მკერდი.

დინამიკებიდან წამოვიდა ფრენკ სინატრა. ფრენკი ყველა მანქანას, ყველა დინამიკს, ყველა ქალს, ნებისმიერ მკერდს უხდება. ფრენკი იყო მეფე. რეჟისორი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გადავიღებდი ფილმს ფრენკ სინატრაზე. გამოვაცხადებდი ქასთინგს და ალბათ, მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიოს მივცემდი.



დიდ მომღერლებზე ბევრი ფილმია გადაღებული. ყველა არ მინახავს. ყველას ვერ გავიხსენებ. მაგრამ რამდენიმე მახსოვს. გავიხსენოთ? ”კადილაკი” გაჩერდა, დეკოლტემ კიდევ ერთხელ გადმომხედა, გამიღიმა და ეს იყო მისი ნებართვა. ჰა, წავედით, გავიხსენოთ...

ალბათ, გამახსენდება ”რეი”. ფილმი რეი ჩარლზე. ფილმი, სადაც ჯეიმი ფოქსი იდეალური რეია. გადაირბენს მოქნილი თითებით კლავიშებზე და იწყება I Can’t Stop Loving You. ან I Got A Woman.

კარგად გავხსენით ექსკურსია? - ვეკითხები საკუთარ თავს. დეკოლტემ კიდევ ერთხელ გადმომხედა. ბედნიერმა, მშვიდმა გადმომხედა. არაჩვეულებრივად გახსენი, მეუბნება დეკოლტე. შენც არაჩვეულებრივი ხარ, გავიფიქრე და ექსკურსიის შემდეგ, იქნებ შენც გაგხსნა.

ვაგრძელებთ ვოიაჟს. ალბათ, გამახსენდება ფილმი კიდევ ერთ პიანისტზე. უსახელო პიანისტზე, რომელიც ტიმ როტმა გამაცნო. რომელიც ერთ გემზე ცხოვრობს და ის გემი მისი სამყარო, მისი უბანი, მისი საწოლია. დაუჯერებელი ისტორია, რომელსაც უჯერებ. მუსიკალური ისტორია, რომელიც ტიმ როტის თითებით გესაუბრება.

ალბათ, გამახსენდება ფილმი La Vie En Rose. ედიტ პიაფზე. ტრაგიკული, არაამქვეყნიურად პოპულარული ფრანგი მომღერალი, რომელსაც უყვარდა ერთი მოკრივე და რომელიც ტკივილს სიყვარულის ნოტებით ფარავდა. მარიონ კოტიარის და ჟერარ დეპარდიეს გენიალური პერფორმანსით.

დეკოლტემ კიდევ ერთხელ გადმომხედა. ზედაზე ერთი ღილი შეიხსნა.



გამახსენდება ფილმი ”როკ-ტალღა”. ძველ, განსაკუთრებულ და თავისუფალ ეპოქაზე. ძელი, განსაკუთრებული, თავისუფალი სიმღერებით. ის მუსიკა არ გძაბავს. იმ მუსიკაში არ არის სუიციდი და ტკივილი. ის მუსიკა შენი ბავშვობის გახსენებაა. იმ ფილმის საუნდტრეკი ყველა როკ-გურმანის პრივატული როკ-ოპერაა.

ალბათ, უნდა გამახსენდეს ფილმი ”ამადეუსი”. ანტონიო სალიერის ტრაგიზმი. ანტონიო სალიერის ცხოვრების ეტაპები. ანტონიო სალიერის ბრძოლა ღმერთთან ღმერთის სტატუსისთვის. ანტონიო სალიერის მუსიკა. დეკოლტე ოდნავ დაიძაბა. ”ამადეუსიდან” შემდეგ გვერდზე გადავდივართ.

ალბათ, გამახსენდება ფილმი Cadillac Records. ფილმი გვიყვება ჩაკ ბერის, უილი დიქსონის, როლინგების ისტორიებს და ფილმში არის ედრიან ბროუდი. დიდი პიანისტი და დიდი იმპროვიზატორი. დეკოლტეზე კიდევ ერთი ღილი შეიხსნა.

ალბათ, უნდა გამახსენდეს ”8 მილიც”. ემინემი იზრდება. დრამა, სადღაც, ზედაპირული, მაგრამ მომენტებში იმდენად რეალური, რომ ემინემი როლში არ შედის. ის, უბრალოდ საკუთარ თავს თამაშობს. ის, უბრალოდ ემინემია. ნიჭიერი მუსიკოსი ღრმა ლირიკით.



...და გამახსენდება ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმი, Crossroads. ახალგაზრდა გიტარისტზე, რომელიც ვილი ჯონსონის დაკარგულ მელოდიას ეძებს. ახალგაზრდა გიტარისტზე, რომელმაც დუელში გამოიწვია ვირტუოზი. და მან უნდა მოიგოს ეს დუელი, ან მისი მოხუცი მეგობარი, რომელმაც თავის დროზე კარიერისთვის ეშმაკს სული მისცა, ამ სულს სამუდამოდ დაკარგავს. რეი კუდერის არაამქვეყნიური მუსიკა და ვირტუოიზის როლში... რეალური ვირტუოზი სტივ ვაი. დეკოლტე ბოლომდე შეიხსნა, მიახლოვდება...

და გამეღვიძა.

”კადილაკი” ”მერსედესმა” შეცვალა. დეკოლტე... იმ ტაქსისტსაც დეკოლტე აქვს. ცოტა ბალნიანი, მაგრამ მაინც დეკოლტეა.
თქვენზე 7 ლარია, მითხრა ტაქსისტმა და სანამ ჩემგან, ათლარიანს მიიღებდა, პაპიროსს მოუკიდა. ვერ მოითმინა...

იმ მომენტში მეც დაკარგულ მელოდიას ვეძებდი. ბავშვობის დაკარგულ მელოდიას.
ზურა თალაკვაძე
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
2007 BMW 335
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ჯანო ანანიძე: მინდა, მოედანზე ვიფრინო!
კრიშტიანო რონალდოს ახალი მეგობარი გოგონა ულამაზესი ფიტნეს-მოდელია [PHOTO]
"დინამოს" ფან-კლუბ "ელიტის" განცხადება ფეხბურთელებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
სხვა სიახლეები
გოგონა არ ჩამოდიოდა
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა
სრულად
ზაპოები
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად
პირველი სიყვარული
08.03.2015
ოოო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს რა იყო – 80-იანი წლების დასაწყისში
სრულად
კონგოს რესპუბლიკამ დეფოლტი გამოაცხადა
Samsung-მა ბაზარზე ახალი თაობის Galaxy Note წარმოადგინა
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Tiida 3200 $
იყიდება ბე-ემ-ვეს ფარები.
ქირავდება მ/ა "ფორდი" ნებისმიერი სახის
Mercedes-Benz S 500 60 $