რითი დადის მსოფლიო? (+ინფოგრაფიკა)
რითი დადის მსოფლიო? (+ინფოგრაფიკა)
20.03.2015
საქართველოში ახალი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლებით Toyota Land Cruiser Prado წლების მანძილზე ლიდერობას არ თმობს და ალბათ თქვენთვის უინტერესო არ უნდა იყოს, ახალი ავტომობილებიდან რომელი მოდელები იყიდება ყველაზე კარგად სხვა ქვეყნებში. აი, მაგალითად გერმანიაში ლიდერი, რა თქმა უნდა, ”ფოლკსვაგენ გოლფია”, რომელიც 34 წელია (!), გერმანიაში გაყიდვების მაჩვენებლებით მუდმივად პირველ ადგილზეა.

ის, რაც გერმანელებისთვის ”გოლფია”, ამერიკელებისთვის ”ფორდის” ლეგენდარული პიკაპი F 150 გახლავთ, რუსეთში კი ლიდერი, რა თქმა უნდა, ”ლადაა” - ამჯერად Lada Granta. მექსიკელებს ყველაზე მეტად Chevrolet Aveo უყვართ, ბრაზილიელებს - Volkswagen Gol (დიახ, სწორედ Gol და არა Golf). ინდოეთში ყველაზე კარგად Maruti Alto იყიდება, ხოლო ჩინეთში კი - Wuling Hong Guang, თუ როგორც ჰქვია...

მოდით, ერთად გადავხედოთ რამდენიმე ქვეყნის ბესტსელერებს:

აშშ ► Ford F-150

Auto Bild

ამერიკელების საყვარელი საავტომობილო კლასი რომ პიკაპია, ეს ბავშვმაც კი იცის. რაც შეეხება ყველაზე გაყიდვად მოდელს მთელი აშშ-ის მასშტაბით: ეს გახლავთ Ford F-150. უკვე 28 წელიწადია, რაც ეს პიკაპი ამერიკაში პირველობას არ თმობს და ამ 28 წლის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა მეორე ადგილზეა. ეს პიკაპი 1948 წელს დაიბადა და დღემდე 11 თაობა გამოვიდა.

რუსეთი Lada Granta

Auto Bild

45 წელია, რაც რუსეთში ”ლადა” დომინირებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა დიდი ხანია, გაიგეს სხვა ავტომობილების გემო, ”ლადა” ახალი ავტომობილების გაყიდვებში მაინც დიდი უპირატესობით ლიდერობს, გასულ წელს კი ყველაზე მოთხოვნადი ახალი ავტომობილი Lada Granta გახლდათ. ეს კომპაქტური სედანი 2011 წელს გამოვიდა და დაახლოებით 8 500 ევრო ღირს.

საბერძნეთი Toyota Yaris

Auto Bild

საბერძნეთში უკვე ექვსი წელია სერიოზული კრიზისი მძვინვარებს და ამ ხნის განმავლობაში ახალი ავტომობილების გაყიდვები კატასტროფულად შემცირდა: თუკი 2007 წელს იქ 280 000 ახალი მანქანა გაიყიდა, 2013-ში ეს მაჩვენებელი 59 000 იყო. 2014 წელს საბერძნეთში ახალი ავტომობილების გაყიდვის მხრივ ვითარება ოდნავ გამოსწორდა, ყველაზე მოთხოვნადი მოდელი კი Toyota Yaris გახლდათ. ცნობისათვის, მეორე ადგილზე Opel Corsa გავიდა.

ავსტრალია Toyota Corolla

Auto Bild

2014 წელს ავსტრალიაში ყველაზე გაყიდვადი მოდელი Toyota Corolla გახლდათ, რომელმაც ოდნავ აჯობა Mazda 3-ს (422 მოდელით).

გერმანია VW Golf

Auto Bild

საავტომობილო თვალსაზრისით გერმანიას გერმანულად დოიჩლანდი კი არა, გოლფლანდი უნდა ერქვას. 34 წელია, რაც ”გოლფი” გერმანიაში ლიდერობას არ თმობს და თან ისე ლიდერობს, რომ კონკურენტებს შანსი ფაქტობრივად არ აქვთ. თავად განსაჯეთ, ”ფოლკსვაგენმა” გერმანიაში თითქმის 4-ჯერ უუფრო მეტი ”გოლფი” გაყიდა, ვიდრე მეორე ადგილზე გასული მოდელია, რომელიც, სხვათა შორის, ასევე ”ფოლკსვაგენი” გახლავთ - ოღონდ, ”პასატი”.
ცნობისათვის, ”გოლფი” მთელი ევროკავშირის მასშტაბითაც ბესტსელერია - ოღონდ ”გოლფი” კონკრეტულად დიზელის ძრავით.

ჩინეთი Wuling Hong Guang

Auto Bild

ამ ავტომობილს არავინ იცნობს, არადა ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი მოდელია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ჩინეთში იყიდება, Wuling Hong Guang მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ახალი ავტომობილების საუკეთესო ათეულშია.

მექსიკა Chevrolet Aveo

Auto Bild

მექსიკელებსაც ჰყავთ თავიანთი უპირობო ფავორიტი: ეს გახლავთ Chevrolet Aveo. ცნობისათვის, მეორე და მესამე ადგილებზე იქ ”ნისანის” მოდელები არიან - Versa (იგივე Note) და Tsuru, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, იწარმოება.

იაპონია Toyota Aqua

Auto Bild

იაპონიაში პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, ”ტოიოტაა”, თანაც, Aqua. თუ ეს სახელწოდება ბევრს არაფერს გეუბნებათ, არა უშავს - გეტყვით, რომ ჩვენ ამ მანქანას Toyota Prius-ის (Prius c) სახელით ვიცნობთ.

ბრაზილია VW Gol

Auto Bild

ბრაზილიელებს ყველაზე მეტად Volkswagen Gol მოსწონთ, რომელიც იქვე იწარმოება. ეს გახლავთ ”ფოლკსვაგენის” სხვადასხვა მოდელებისგან (მათ შორის Polo და Golf) შემდგარი ავტომობილი.

ინდოეთი Maruti Alto

Auto Bild

უკვე 10 წელია, რაც ინდოეთში Maruti Alto ლიდერობს. ეს მწარმოებელი Suzuki-ს შვილობილი კომპანიაა და ინდოეთში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

Auto Bild
article image
როცა მანქანა ჯობია სახლს: გერმანული საცხოვრებელი მანქანები
2015-06-01 09:14:07
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში
სრულად
Cat Image
1500 კილომეტრი ბუგატით
2015-06-01 06:24:01
დაუვიწყარი მოგზაურობა რეკორდსმენი მანქანით - AUTO BILD-ის ავტორ იოახიმ შტაატის საოცნებო ტური
სრულად
Cat Image
8 ცილინდრი და ალილუია
2015-05-27 07:28:54
Downsizing-მა უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ”ფორდი” ახალ F-150-ში V8-ს არ ღალატობს
სრულად
ბედნიერი მამები და მათი შვილები (+15 PHOTO)
ევა მენდესი "მე სახლში შიშველი დავდივარ" (+10 PHOTO)
ლესბოსელების 5 სექს-რჩევა მამაკაცებს
დღის კარიკატურა: ლევან მჭედლიძის ორი გასროლა
U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - ტაში, ნაკლი და პერსპექტივა [VIDEO]
პირველი არხის კომენტატორის შეცდომამ "ქართული ინტერნეტი" დაიპყრო [VIDEO]
სხვა სიახლეები
აი, ეს არის ახალი ოპელ ასტრა!
01.06.2015
ახალი ”ოპელ ასტრას” ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგება, მაგრამ ინტერნეტში უკვე გავრცელდა მისი პირველი ოფიციალური ფოტოები
სრულად
01.06.2015
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში
სრულად
გასართობი ტანკი
01.06.2015
”პორშე”, ”ფერარი”, ”ლამბო”? თავგადასავლების მოყვარული მდიდრები ამ მანქანასაც იყიდიან
სრულად
17 ივნისიდან იაფფასიან სატელევიზიო პაკეტებში თანხა გადასახდელი აღარ იქნება
სკანდალი: ტენდერებში გაყვლეფილი საქართველო - გუბერნატორის მოადგილე კორუმპირებულ ჩინოსნებს ამხელს
10 უმდიდრესი ქართველი პოლიტიკოსი
N67 მაისი 2015
ახალი ნომერი
არქივი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Teana 4000 $
Lexus LX470 85 $
Nissan X-Terra 50 $
Mercedes-Benz C 240 4200 $