სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
20.03.2015
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს . ეს ავტომობილი როდსტერებს შორის მისტერ სრულყოფილებაა

”აუდი” თავის ახალ თავღია TT-ს როდსტერს უწოდებს. როდსტერი? რატომაც არა?! სახურავი ელექტრონულად იხსნება, კოკპიტის შოუ საჭის უკან დიდი ეკრანით ისეთივე თავგადასავლებით აღსავსეა, როგორც ჰოლივუდი, Quattro-ამძრაობა კი თითოეულ ბორბალს აკონტროლებს - კაბრიოლეტში ამაზე მეტი რა უნდა გვინდოდეს? ეს არის ავტომობილი, რომელიც სუფთა ჰაერზე სრულყოფილ მგზავრობას გვთავაზობს. ახალი TT მაღალტექნოლოგიური კაბრიოლეტია. Open Air 3.0!

მესამე თაობის TT როდსტერი უფრო განიერი, უფრო ველური და ამავდროულად, უფრო ათლეტურია, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. ისეთი რამე-რუმეები, როგორებიცაა კლიმატკონტროლი, სპორტული სავარძლები, Xenon-მაშუქები, LED-მაშუქები უიკან და ელექტრონული სახურავი, ავტომობილს ახლა უკვე სერიულად მოყვება. აქედან გამომდინარე, 2.0 TFSI Quattro S-tronic-ით წინამორბედზე 1500 ევროთი ძვირი ღირს: 42 400 ევრო ისევე ხისტად ჟღერს, როგორიც თავად ეს ორადგილიანი როდსტერია. სახურავი 10 წამში იხსნება; საბარგულის მოცულობა 280 ლიტრამდე გაიზარდა და ეს მოცულობა გახსნილი სახურავის დროსაც უცვლელი რჩება.


მანქანა ქუდის მოხდას 10 წამს ანდომებს - ამისათვის ჩამრთველზე თითის დაჭერა საკმარისია. მარჯვენა ღილაკი ქარისგან დამცავისაა




ინჟინრების თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ ავტომობილის წონა უცვლელი, 1425 კილოგრამი დარჩა, რითაც კუპეზე 90 კილოგრამით მძიმეა. TT-ს ქვეშ ახლა ”გოლფის” უფრო მსუბუქი ტექნიკაა, რომლითაც ”ფოლკსვაგენის” კონცერნი ძალიან ამაყობს. ამ ტექნიკამ წონის მხრივ ბევრი არაფერი შეცვალა, აი, MQB-ს წყალობით მიღწეული პროგრესი კი ყოველ გავლილ მეტრზე იგრძნობა.

ბენზინის 2-ლიტრიანი ტურბო-აგრეგატი, რომელიც TT-მ Golf GTI-სგან მიიღო, 230-ცხენისძალიანი სიმძლავრითა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, 370-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით გამოირჩევა. ამ ძრავის წყალობით მანქანა 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5,6 წამში ახერხებს, მაქსიმალური სისწრაფე კი განგებ დარეგულირებული 250 კმ/სთ-ია, თუმცა კაბრიოლეტს სახურავის გადახდის შემდეგ ასე სწრაფად ხომ არავინ გააქროლებს. თუ ჩამოწეული გვერდითა მინებით ივლით, ქარი საშუალო სისწრაფეზეც კი შეგაწუხებთ და ამიტომაც არსებობს სპეციალური დამცავი, რომლითაც 100 კმ/სთ-საც უპრობლემოდ განავითარებთ.

რაც უფრო მაღალია სიჩქარე, მით უფრო ფხიზლადაა TT. პროგრესული მოხვევის სისტემა კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაშიც პრაქტიკულად დავრწმუნდით, თავის საქმეს ორდისკიანი გადაბმულობაც ძალიან კარგად აკეთებს, თუმცა ესეც ისეთი როდსტერია, რომელშიც ძრავის ხმის ჟღერადობა სალონში ხელოვნურადაა გაძლიერებული. რაც შეეხება საწვავის ხარჯს: პასპორტში ჩაწერილი 6,7 ლიტრი საშუალო ხარჯად გადასარევი დაპირებაა, მაგრამ როგორც კი აღმართებს შევუყევით, კომპიუტერმა საშუუალოდ 11,5 ლიტრი გვიჩვენა - ცეცხლი საწვავის გარეშე არ არსებობს.


გადაცემათა კოლოფის ბერკეტის მარცხნივ სტარტის ღილაკია. მარცხენა საჰაეროში ვხედავთ რეგულატორს...


...რომელიც ზურგის ”ფენს” (460 ევრო) არეგულირებს. ამ უკანასკნელს მხოლოდ გათბობადი სპორტული სავარძლების პაკეტში (1040 ევრო) მიიღებთ

სვლის მანერის თვალსაზრისით ამ ავტომობილის უდიდესი უპირატესობა მისი სრული ამძრაობაა. სვლის დინამიკის კუთხით ”აუდის” ამ კლასში ვერავინ დაჩაგრავს. სრულ ამძრაობას არც BMW Z4 გვთავაზობს და არც Mercedes SLK.

იმისათვის, რომ კომპაქტური როდსტერების პოპულარობის ვარდნა შეაჩეროს, TT Roadster 2.0 TFSI გვთავაზობს ყველაფერს, რაც დამატებით ოფციებად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: დისკები 20 დუიმამდე, სპორტული პაკეტი ან ახალი LED-Matrix-განათება Audi A8-დან. დამატებით 460 ევროს გადახდის შემთხვევაში იმასაც მიიღებთ, რომ ქარისგან დამცავი ელექტრონულად ამოიწევა. ამავე ფასად სპორტული სავარძლები კისრამდე გაგათბობენ. მოკლედ, ერთი ის აკლია, რომ მანქანას ხელი ჰქონდეს, რომელიც დრო და დრო თავზე მოგეფერება.

ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ გაგვიკვირდებოდა. სხვამხრივ, ამ ”აუდის” ინტერიერი სპორტული საჭით, ხარისხიანი მასალებითა და ალუმინის დეტალებით ისევ ძალიან კარგადაა მორთული. იმდენად კარგად და ხარისხიანად, რომ კარგად დაფიქრდები, ღირს თუ არა პლაჟზე ამ მანქანის თავღია დატოვება. ერთის მხრივ, გინდა, თავი მოიწონო, მეორე მხრივ კი წინასწარ დარდობ, სალონში მტვერი და მარილიანი ჰაერი რომ იბატონებს. თუმცა ეჭვი გვაქვს, რომ ”აუდის” სალონი არაერთ ზაფხულს გაუძლებს.


მაყუჩები ისევ შუაშია - ზუსტად ისე, როგორც 1998 წლის TT-ში. ”აუდი” TT-ს 1998 წლიდან აწარმოებს და ყოველი მეოთხე TT-ს კაბრიოლეტი იყო. მათ შორის ერთი მესამედი სრული ამძრაობითაა, დიზელს კი მყიდველების 20 პროცენტი ირჩევდა.

გაყიდვების სტარტისთვის ყველაზე მძლავრი ვერსია 310-ცხენისძალიანი TTS-ია. მოგვიანებით გამოვა საბაზო მოდელი 1.8 TFSI 180 ცხენის ძალით. ტოპ-სპორტული ვერსია კი TT-RS იქნება, რომლის სიმძლავრეც 367 ცხენის ძალა უნდა იყოს (5-ცილინდრიანი ძრავა). ეს უკანასკნელი უკვე საბოლოოდ ყველაზე ექსცენტრული როდსტერი იქნება, რომელიც ნებისმიერს თავგადასავლების სურვილს აღუძრავს. TT უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური კაბრიოლეტია, მაგრამ ხანდახან პერფექციონიზმი ემოციას ჩრდილავს. ამიტომაც მიხარია, რომ 5-ცილინდრიანი ძრავითაც გამოვა.

დასკვნა
ამდენ ტექნიკას არცერთი სხვა კომპაქტური კაბრიოლეტი არ გვთავაზობს: სრული ამძრაობა, დიზელის ძრავა, ორდისკიანი გადაბმულობა ან ადაპტური სავალი ნაწილი - ამ ყველაფრით თავღია TT-მ უმთავრეს კონკურენტებს, Mercedes SLK-ს და BMW Z4-ს უკვე გაასწრო. სამაგალითო როდსტერია. მისტერ სრულყოფილება.
იოახიმ შტაატი

► Audi TT Roadster 2.0 TFSI Quattro
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1984 სმ3; სიმძლავრე: 169 კვტ (230 ცხ. ძ)/4500; მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ; 0-100 კმ/სთ: 5,6 წამში; ამძრაობა: სრული 4x4/6-საფეხურიანი-S-tronic; ავზი: 55 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4177/1832/1355 მმ; საწვავის საშუალო ხარჯი (EU): 6,7 ლიტრი S/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 154 გ/კმ; ფასი: 42 400 ევრო
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
ოპელის ახალი ელექტრომობილი
2016-08-24 11:19:51
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
სრულად
Cat Image
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
ნინო გაჩეჩილაძის დახვეწილი თანამედროვე ბინა
სამი დიდი სახლი, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი - ვლადიმერ ჟირინოვსკის ქონება (+ფოტოები)
ამ ქალაქებში ხალხს იმაში უხდიან ფულს, რომ იქ იცხოვრონ!
იყიდება კერძო სახლი წყნეთში
ბიგლის ლეკვები იმპორტი ხარისხის
ქირავდება სასაწყობე და საწარმოო ფართი გლდანში
იყიდება 2-ოთახიანი დიდ დიღომში
უმაღლესი ლიგა. IV ტური: "ტორპედო" ქუთაისში შერცხვა
ჟამი შედეგების დათვლისა - როგორ უნდა შეფასდეს რიოში საქართველოს გამოსვლა
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
სხვა სიახლეები
BMW-ს გიგანტი
16.06.2015
X6 ჯერ ისე რა არის და, წარმოიდგინეთ, რა იქნება M-პაკეტით, 575 ცხენის ძალით
სრულად
8 ცილინდრი და ალილუია
27.05.2015
Downsizing-მა უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ”ფორდი” ახალ F-150-ში V8-ს არ ღალატობს
სრულად
მეორადები: რამდენად გამძლეა Volvo XC90?
11.05.2015
”ვოლვოს” ავტომობილები ადრე სამაგალითო გამძლეობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შვედურ კომპანიას იმიჯი შეელახა
სრულად
ყველაზე კითხვადი
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
ოქროს საჭე 2016: მიეცით ხმა თქვენს ფავორიტებს!
რა პრობლემებს აწყდებიან ყველაზე ხშირად აჭარაში ჩასული ტურისტები
საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ
სინგაპურში პირველი უპილოტო ტაქსი ჩაუშვეს
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
ოქროს საჭე 2016: მიეცით ხმა თქვენს ფავორიტებს!
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება სასწრაფოდ! ტოიოტა რავ ჩიტირი
მოვემსახურები ნებისმიერ დამკვეთს მისაღებ ფასებში,
გვაქვს ნებისმიერი მანქანის ნებისმიერი მეორადი
Mazda 323. 1000 $