შკოდას ახალი ფლაგმანი
03.04.2015
საინტერესო დიზაინი, თანამედროვე ტექნიკა, მისაღები ფასი - ახალი Superb შეტევაზე გადადის! გაიცანით ”შკოდას” ახალი დიდი სედანი

SUPERB - ეს სიტყვა ფრანგულიდანაა და შესანიშნავს, ჩინებულს ნიშნავს. შესაბამისად, ეს არის ზედგამოჭრილი სახელი ისეთი მოდელისთვის, რომელიც მარკის ფლაგმანი უნდა იყოს. ტექნიკური თვალსაზრისით ”შკოდა” ასეთ მაღალ მოთხოვნას აქამდე სრულყოფილად ვერ აკმაყოფილებდა: Superb-ის პირველი თაობა (2001-დან 2008 წლამდე) გასხვანაირებული ჩინური ”პასატი” იყო, Superb-ის მეორე თაობა კი ”ფოლკსვაგენის” გაგრძელებულ პლატფორმაზე იდგა, ჩვეულებრივი დიზაინი და პროვინციული კომფორტი ჰქონდა.



მიუხედავად ამ ყველაფრისა, ”შკოდამ” Superb-ის პირველი და მეორე თაობა ჯამში 750 000 ეგზემპლარად გაყიდა, რაც საკმაოდ დიდი წარმატება და საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ მომავალი ზაფხულიდან ამ ავტომობილის მესამე თაობა გამოვიდეს. ”შკოდას” შეფები კი თამამად ამბობენ, რომ მესამე თაობა გაცილებით უკეთ უნდა გაიყიდოს, ვიდრე პირველი და მეორე ერთად. შედარებისთვის, მარტო გერმანიაში ”შკოდამ” შარშან 14 000 Superb გაყიდა, მშობელმა ”ფოლკსვაგენმა” კი - 74 000 ”პასატი”.

აი, ახალ Superb-ს კი საკმაოდ კარგი შანსები აქვს, რადგან ”შკოდამ” სრულიად ახალი მოდელი შექმნა. მართალია, ტექნიკური ბაზა ისევ ”ფოლკსვაგენისგან” მიიღო (სხვანაირად ვერც იქნებოდა), მაგრამ მისი ახალი პლატფორმაა ისეთი კი არაა, რომელსაც VW-ში აღარ იყენებენ, არამედ ახალ ”პასატშიც” გამოიყენება. ახალი Superb ტრადიციისამებრ დიდი სედანია. სიგრძე 4,85 მეტრი დარჩა, სამაგიეროდ, ”შკოდას” ახალი ფლაგმანი წინამორბედ მოდელზე მნიშვნელოვნად ბრტყელი და უფრო განიერი იქნება.


მშვენიერი კოკპიტი კარგი ხარისხის მასალებითა და იდეალური მულტიმედიით


სრულიად ახალი, კომფორტული სავარძლები. ექსტრა-რბილი ტყავი დამატებითი ოფციაა

ბაზა 8 სანტიმეტრით, 2,84 მეტრამდე გაიზარდა. ამავდროულად, წინა განაკიდი უკვე 61 სანტიმეტრით მოკლეა. შედეგად, ძალიან საინტერესო და მოხდენილი პროპორციები მივიღეთ, ახალი Superb არნახულად თავდაჯერებული ჩანს და არანაირად არ არის აგრესიული.

პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მოდელი წინამორბედზე გაცილებით უკეთ გამოიყურება და მიუხედავად უფრო მძაფრი დიზაინისა, სალონის ტევადობა არ შემცირებულა. პირიქით, სალონის უკანა ნაწილში მუხლების წინ უფრო მეტი სივრცეა და ახალი Superb ამ კრიტერიუმში ფაქტობრივად Mercedes ”S-კლასის” მასშტაბს უახლოვდება. დიახ, ოდნავადაც არ ვაჭარბებთ! თანაც, ინტერიერის სიგანეც სრულყოფილია მას მერე, რაც 4 სანტიმეტრით მოიმატა. გაიზარდა საბარგულის მოცულობაც და ახლა 625 ლიტრია. ხოლო თუ უკანა სავარძლის საზურგეს გადასწევთ, სულაც 1760 ლიტრ მოცულობას მიიღებთ - სედანში! ეს ხომ კომბის ხარისხია!



პრაქტიკული დეტალები: პარკების სამაგრები და გამოსაღები ფანარი უდიდეს საბარგულში

თუმცა ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რომ Skoda Superb ყოველთვის პრაქტიკული იყო და არც სივრცე აკლდა. სამაგიეროდ, ეს ”შკოდა” აქამდე გულისცემას ვერ აჩქარებდა. ინტერიერში გამოყენებული მასალები ზედმეტად მშრალი იყო, გარნირად კი 80-იანი წლების პლასტმასი მოყვებოდა. დამთავრებულია: ”შკოდამ” ასეთი მიდგომა ისტორიას ჩააბარა. მასალები ახლა უკვე რბილია, ასევე შეხვდებით არაერთ ქრომირებულ დეტალს და მოხდენილ ასპექტებს. ნუთუ მართლა ”შკოდაზე” ვსაუბრობთ? გარეგნულად არაგამომწვევი დიზაინი კი ამ ბრენდის ხასიათში ზის.

გარდა ამისა, ჩეხებმა ინტერნეტკავშირისა და გასართობი სისტემების მხრივაც არნახული პროგრესი განიცადეს და არა მარტო ჩამორჩენა ამოქაჩეს, არამედ უკვე ბარე ორ კონკურენტსაც სჯობნიან. ახლა უკვე ”შკოდაც” გვთავაზობს თანამედროვე მულტიმედიას და სწრაფ ინტერნეტს. პროგრამა SmartGate განუმეორებელია და ნებისმიერ თანამედროვე სმარტფონს ემეგობრება - გნებავთ ანდროიდი იყოს და, რაც გნებავთ ის. ასეთი რამით კი დღეისათვის არც ”აუდი” გამოირჩევა, არც BMW და არც Mercedes. თავის თავად, არც ”ფოლკსვაგენი”. რაღა გვეთქმის: ბრავო, ”შკოდა”!


ცოტაოდენი მდიდრულობა ”შკოდაში”: ქოლგები წინა კარებში და უკნიდან ელექტრონულად რეგულირებადი გვერდითა სავარძელი (ქვემოთ)



ამასთან, ”შკოდას” ინჟინრებმა კლასიკური კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლადაც ბეჯითად იმუშავეს. მიუხედავად ზომაში გაზრდისა, ახალი მოდელი წონაში 75 კილოგრამით შემცირდა, 8 ახალი ძრავიდან კი ყველა უფრო ეკონომიურია - ჩეხები საწვავის ხარჯის 30 პროცენტამდე შემცირებას გვპირდებიან. ამრიგად, მწარმოებლის დაპირებით, Greenline, რომელიც მოგვიანებით გამოვა, 120-ცხენისძალიანი სიმძლავრის მიუხედავად, 100 კილომეტრზე საშუალოდ 3,7 ლიტრით უნდა დაკმაყოფილდეს. ბენზინის საბაზო აგრეგატის გარდა, ყველა ძრავა ორდისკიან ტრანსმისიასთან კომბინირებს.

ასე რომ, პირველად ნახვისა და დამდგარ მდგომარეობაში დათვალიერების შემდეგ ახალ Superb-ს ფაქტობრივად ვერაფერში გავაკრიტიკებთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფასი, ამ შესაძლებლობების მქონე ავტომობილისთვის, აბსოლუტურად მისაღები რჩება. ”შკოდას” ახალი დიდი სედანის საწყისი ფასიც დაახლოებით 24 000 ევრო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბრენდი არა მარტო ”ფორდისა” და ”ოპელის” კლიენტურას უმიზნებს, არამედ შესაძლოა, უფრო მაღალი კლასის კონკურენტებსაც გადასწვდეს. თანაც, შემოდგომაზე Superb-ის კომბი-ვერსიაც გამოდის...

დასკვნა
ეს ”შკოდა” შესანიშნავ ფორმაშია: ახალი Superb ჩინებულად გამოიყურება, პრაქტიკულია, დიდ სივრცეს გვთავაზობს და ”ფოლკსვაგენის” კონცერნისგან თანამედროვე ტექნიკაც მიიღო. თანაც, მიუხედავად ამისა, ფასი არ ემატება და მე უკვე ძალიან მაინტერესებს, როგორ ივლის ახალი Skoda Superb.
შტეფან ფოსვინკელი



ახალი Superb უკნიდანაც მოხდენილია. LED-მაშუქები სერიულია
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
შკოდა, Skoda,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ვლადიმირ ვაისი: დროა, ჯანო ანანიძე "სპარტაკის" წამყვანი ფეხბურთელი გახდეს
გიორგი ქვილითაია ავსტრიაშია და "რაპიდის" მატჩს დაესწრება
დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი
სხვა სიახლეები
ექსკლუზივი: როგორი ავტომობილია ახალი Mercedes GLE?
25.05.2015
”მერსედესმა” M-კლასი გადაამუშავა და GLE დაარქვა. სიახლეა Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც
სრულად
ოჯახის მეგობარი BMW
17.04.2015
Active Tourer დააგრძელეს და ესეც ასე: BMW-ს პირველი ვენი მზადაა!
სრულად
ჯერ არასდროს არ ყოფილა კია ასე იტალიური
31.03.2015
გაიცანით ”კიას” სტუდიური მოდელი Sportspace
სრულად
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
Nike-ის გენერალური დირექტორის ხელფასი 47,6 მილიონამდე გაიზარდა
როგორ გამოიყურება ახალი 7–ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Toyota Vitz 2000 $
მერსედესი სპრინტერით მოგემსახურებით როგორც საქართველოს
Mitsubishi Colt Plus 1750 $
Mercedes-Benz C 180 5000 $