ამერიკის ყველაზე საშიშ უბანში...
ამერიკის ყველაზე საშიშ უბანში...
06.04.2015
ნახევარი საუკუნე სიცარიელეში - პაკარდის ქარხნის ნანგრევები დეტროიტში

დეტროიტის ავტოშოუ გრანდიოზული რამ არის, მაგრამ იქვე ახლოს ერთ დროს მდიდრული ავტომობილების მწარმოებლის, ”პაკარდის” ქარხანა მდებარეობს, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ მიატოვეს

თუ აქ საღამოს მოხვდი, მეთვალყურის გარეშე, მხოლოდ ფოტოგრაფთან ერთად, მიხვდები, რა არის ნამდვილი ჰორორი. თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში გეგონება. სახურავიდან წყალი ისეთი პერიოდულობით წვეთავს, მარტო ამის ხმა დაგაწყვეტს ნერვებს. ქარი ისე დაქრის, ალაგ-ალაგ ამოვარდნილი ხის იატაკის ჭრაჭუნის, ჭრიალის, წრიპინის და ზუილის ხმა პირდაპირ ტვინში გირტყამს. ამ დროს შენს უკან, გაუბედურებულ კიბეზე კოკა-კოლას ქილა ჩამოგორდება, გესმის, როგორ მოხტის საფეხურებზე, თვალებს დახუჭავ და ლოცულობ, ამ კიბეს ბევრი საფეხური არ ჰქონდეს. ქილა ოდესმე გაჩერდება და ფიქრობ, რა ბედნიერებაა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ქარის ბრალი რომ იყო, მაგრამ ქილა მოგზაურობას აგრძელებს. ისევ ის ხმა. ისევ ნერვების წყვეტა.

Auto Bild
კიბე , რომელიც იმ შენობაშია, სადაც ”პაკარდის” ბოსების კაბინეტები იყო

წინ მოზრდილი ოთახია. ერთ დროს აქ საშხაპე იყო. ზემოთ რამდენიმე დაჟანგული მილია, კაბელები აქეთ-იქით ქანაობენ, იატაკზე კი ვაზნები ყრია.

6540, ისტ პალმერ ავენიუ, დეტროიტი, აშშ. ერთი ჩვეულებრივი მისამართივით ჟღერს, არა? ეს ადგილი მხოლოდ 9 კილომეტრშია იმ გრანდიოზული დარბაზიდან, სადაც ჩრდილოეთ ამერიკის ავტოშოუ ტარდება. ჰო, ჩვეულებრივი მისამართივით ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ჯოჯოხეთის მისამართია.

ჩვენ ახლა აშშ-ის ყველაზე საშიში ქალაქის ყველაზე საშიშ უბანში ვიმყოფებით. დეტროიტში უფრო ცოტა ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მაგალითად კიოლნში, მაგრამ დეტროირში ხუთჯერ მეტი მკვლელობა ხდება, ვიდრე მთელ გერმანიაში!

69 წლის ალან ჰილი ძალადობის, ნარკოტიკებისა და უიმედობის სწორედ ამ კოშმარულ სიზმარში ცხოვრობს. ალანის საცხოვრებელი ადგილი ”პაკარდის” ქარხანაა. უფრო სწორად, მისი ნანგრევები.

Auto Bild
ალან ჰილს ცხოვრება წაუხდა და მას მერე ქარხნის ნანგრევებში ცხოვრობს

ვინც არ იცის, მათთვის უნდა ვთქვათ: ”პაკარდი” მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ყველაზე მდიდრული ამერიკული ავტომწარმოებელი გახლდათ და აშშ-ში დიდხანს იყო დომინანტი. ”პაკარდი” ამერიკაში ”კადილაკზე” და ერთად აღებულ ყველა სხვა კონკურენტზე მეტ ავტომობილს ყიდდა. ქარხნიდან, რომელიც გერმანიაში დაბადებულმა არქიტექტორმა ალბერ კანმა 1903 წელს ააშენა, ისეთი ძვირფასი მოდელები იწარმოებოდა, როგორებიც იყო Packard Six ან Packard Eight.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანიის მენეჯმენტმა აქცენტი საშუალო კლასის ავტომობილების წარმოებაზე გააკეთა, რის შემდეგაც ”პაკარდს” უმძიმესი კრიზისი დაეწყო, შეფებმა კი მიიღეს ფატალური გადაწყვეტილება და ასევე უმძიმეს კრიზისში მყოფ ავტომწარმოებელ Studebaker-თან გაერთიანდნენ. 83 წლის როს მერფი ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანია, ვინც ”პაკარდში” მუშაობდა და ვინც ”პაკარდის” დაცემას მოესწრო: ”მაშინ საუკეთესო თანამშრომლები გაგვექცნენ. ძირითადად ”კრაისლერში” ან ”ფორდში” გადადიოდნენ. ”პაკარდში” კი ბევრი ისეთი თანამშრომელი დარჩა, ვინც არ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა,” - იხსენებს მერფი.

Auto Bild
დეტროიტის დაცემის სიმბოლო: ”პაკარდის” ქარხანა ნახევარი საუკუნეა მიტოვებულია

ისტ პალმერ ავენიუზე, ამ ქარხნიდან უკანასკნელი ავტომობილი 1954 წელს გამოგორდა. დანარჩენი ”პაკარდები”, რომლებიც 1958 წლამდე გამოვიდა, 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე კონერ ავენიუზე და Studebaker-ის ქარხანაში, ინდიანაში იწარმოებოდა.

ყოფილი მეთუნუქე ალან ჰილი ”პაკარდის” ქარხნის ნანგრევებში შვიდი წლის წინ დასახლდა. ამი მიზეზი, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ მისი ცხოვრება უკან-უკან წავიდა, რის გამოც დალევა დაიწყო და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველაფერი დაკარგა. ამბობს, დალევა იმიტომ დავიწყე, რომ ვეღარ ვიტანდი იმ ცხოვრებას, რომელიც ახლა ნორმალურად მიიჩნევაო. ”დღე და ღამე მუშაობა იმისათვის, რომ რაღაცები იყიდო და მეზობლებს არ ჩამორჩე - ეს ყველაფერი აღარ მინდოდა!” - ამბობს ალანი.

სახლი, რომელიც შეიძინა, იმის გამო დაატოვებინეს, რომ გაირკვა: სულაც არ ეკუთვნოდა იმას, ვისგანაც შეიძინა. სწორედ ამის შემდეგ მოაგროვა თავისი ბარგი-ბარხანა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე გადასახლდა - ქარხნისა, სადაც ახალგაზრდობის საუკეთესო წლები აქვს გატარებული. მისი ”ოთახის” გვერდით ის დარბაზია, სადაც ადრე ავტომატურ გადაცემათა კოლოფებს აწარმოებდნენ, წინ კი ნანგრევები, სადაც ერთ დროს ავტომობილები ბოლო შემოწმებას გადიოდნენ.

Auto Bild
ერთადერთი და უკანასკნელი მუშა: ჰაროლდ ჯონსი თავის სამუშაო ადგილზე

ალანის საცხოვრებელი ადგილის გარშემო ისეთი ნაგავი ყრია, ნაგავსაც რომ ვეღარ უწოდებს კაცი. აქაურობა მაწანწალა ძაღლების თავშესაფარიცაა, ყველაფერი ყარს. შუაში დგას Dodge-ის პიკაპი, ძველი ”ფორდი”, ერთი ჯაბახანა სატვირთო ავტომობილი. უსისტემოდაა მიმოფანტული ვედროები, კაბელები, ბოთლები, საბურავები. აქვე ნახავთ პირველი თაობის ვერცხლისფერ BMW 530i-ს. საბარგული ღიაა, კაპოტიც, სახურავი განადგურებულია, მაგრამ ამ მანქანისგან რაღაც მაინც გამოვა. მოგვიანებით შევაკეთებო, მეუბნება ალანი და იმის პორობასაც დებს, რომ აქაურობას დაალაგებს. ”არაფრის გადაგდება არ შემიძლია, მაგრამ იმდენს კი ვხვდები, რომ ეს აუცილებელია და რაღაც-რაღაცებს უნდა მივხედოთ,” - დასძენს ის.

Auto Bild
Streets of Detroit: ეს ხიდი ერთ დროს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ქარხნებს აკავშირებდა

ერთ დღესაც ალან ჰილმა გაიღვიძა და თავის ”სამფლობელოში” ვიღაც კაცი შენიშნა. თავიდან ქურდი, ან მასსავით უსახლკარო ტიპი ეგონა, მაგრამ სტუმარი პასტორი აღმოჩნდა: ”როგორც ყოველთვის, იმ დილასაც ნაბახუსევი გახლდით და თავი მისკდებოდა. ამ პასტორმა დაიწყო ათასი ამბის მოყოლა, ავტომობილებზე და მოტოციკლებზე მელაპარაკებოდა, ბოლოს კი მკითხა, ქრისტეს მესიად აღიარებ, თუ არაო. ჰო-მეთქი და ეს რომ ვთქვი, თავის ტკივილმა მაშინვე გამიარა!”

მას მერე ალანი ცოტა სხვანაირად ფიქრობს და ცხოვრობს. ყოველ კვირას დღეს, დილის 6 საათზე ავტობუსით ეკლესიაში დადის, ყოველ დღე ერთ მათხოვარს მაინც ჩუქნის ერთ დოლარს და ეუბნება, ”გახსოვდეს იესო”.

Auto Bild


ჯონ მაკარტურიც მოვიდა. ეს კაცი ანტიკვარული ავტომობილის გაერთიანება Packard Motor Foundation-ის წარმომადგენელია და აქ ბოლოს ორიოდე წლის წინ იყო. ”მაშინ აქაურობა ჯერ კიდევ არ იყო ასე განადგურებული, - იხსენებს ჯონი, - და ზედა პენტჰაუსიც არ იყო ჩამონგრეული. ყველაფერი ჯართის მაძიებლებმა წაიღეს და შენობებს სტაბილურობა დაუკარგეს. დღეს ალბათ უკვე პატარა ბიძგებიც საკმარისია, რომ აქაურობა მთლიანად ნანგრევებად იქცეს.”

და მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ზემოთ წაიკითხეთ, აქ რაღაც-რაღაცები მაინც კეთდება. ასე ვთქვათ, მუშა პროცესიც მიდის. რა თქმა უნდა, არა ღამით - დაღამების შემდეგ უშიშარი ალან ჰილიც კი იკეტება, მაგრამ დღისით აქ ერთი კაცი შრომობს. ეს გახლავთ ალანის ძმაკაცი, 53 წლის ჰაროლდ ჯონსი აქ ავტომობილის ნაწილებს ღებავს. დარბაზის შუაგულში კი ჩამოკიდებულია ტრანსფარანტი წარწერით ”ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დაპირებით, რომ მუდმივად უნდა გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.” ახლა წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა აქ და ახლა ამაზე აფსურდული?

Auto Bild
Packard Motor Car Foundation-ის წარმომადგენლები: ჯონ მაკარტური (მარცხნივ) და მისი მეგობარი კიტ დრომოვიჩი

35 წელია, რაც ჰაროლდი ამ საქმეს აკეთებს. უმეტესად მარტო მუშაობს და ჯერ კიდევ კარგად ახსოვს, როგორ იყო ყველაფერი ძველ, კარგ დროში: ”მე სწორედ აქ გავიზარდე. ერთ დროს ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი უბანი იყო. დღეს კი ყველაფერი გართულდა და ვეღარ ვახერხებთ კრიმინალების შეჩერებას. თითქმის ყოველ ღამე იპარავენ დენის კაბელებს!” - ჰაროლდი დილაობით აქ იარაღით მოდის ხოლმე და იმედი აქვს, რომ ოდესმე სადმე სხვაგან გადავა...

...ან ოდესმე ”პაკარდის” ძველ ქარხანას ვინმე მიხედავს. დიდი გეგმების შესახებ აქაურებს ბევრი მოუსმენიათ, ბევრი ენაგრძელი ბიზნესმენიც უნახავთ. ერთ-ერთი მათგანი ჩიკაგოელი ბილ ჰალტსია - სამი დღის წვერით, Ralph Lauren-ის პერანგითა და სათვალის მიღმა ისეთი გამომეტყველებით, ყველაფერს რომ დაუჯერებ და მიენდობი. ჰალტსი ჭკვიანი ტიპი ჩანს და ამას წინათ თქვა, ”პაკარდის” ქარხნის ტერიტორიას შევიძენ და აქაურობას ახალ, ძალიან მაგარ უბნად გადავაქცევო. ისიც თქვა, ამ პროცესს ათი წელი მაინც დასჭირდება და ამ ყველაფერში 1,2 მილიარდი უნდა დავხარჯოო.

Auto Bild
ამ მიტოვებულ შენობაში ბუნებამ თავისი გაიტანა

Auto Bildმაგრამ ჰალტსმა, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, საჭირო თანხას ”ასე მალე ვერ მოუყარა თავი” და ეს ტერიტორიაც ესპანელმა ინვესტორმა, 59 წლის ფერნანდო პალასუელამ შეძინა. ფირმა Arte Express-ის შეფმა თქვა, ”პაკარდის ქარხნის” მეშვეობით დეტროიტის აღმოსავლეთ ნაწილში უამრავ სამუშაო ადგილს შევქმნი და ამ უბანს გავაცოცხლებო. თავისი უამრავი წინამორბედისგან განსხვავებით, ფერნანდომ დაიწყო მაინც და ერთი ხანობა ოფიციალურმა მუშებმა ნაგვის და ნანგრევების ერთ ადგილზე მოგროვება დაიწყეს. ”მას მერე აქაურობა ისე გამოიყურება, თითქოს ეს-ესაა უნდა შემოღობონ და სერიოზულ მუშაობას შეუდგნენ,” - ამბობს ჯონ მაკარტური.

თუკი ოდესმე ასეც მოხდება, ცხადია, რომ ალან ჰილი საცხოვრებელ ადგილს დაკარგავს. მართალია, ალანი მაინცდამაინც იმ ადგილზე არ ცხოვრობს, რომელიც ფერნანდო პალასუელამ შეიძინა, მაგრამ უძრავი ქონების გაყიდვის ვებ-გვერდზე ”მისი” დარბაზიც იყიდება - 370 000 დოლარად. ალანს რომ ჰკითხოთ, რას ფიქრობს ამ ორომტრიალის შესახებ, თავის თეთრ წვერზე მარჯვენა ხელს მოისვამს და ჩაეღიმება. ალანმა არა მარტო ზედმეტად ბევრი რამ ნახა იმისათვის, რომ რამის შეეშინდეს, არამედ ზედმეტად ბევრიც მოისმინა საიმისოდ, რამის სჯეროდეს. ღმერთს ეს არ ეხება, რა თქმა უნდა.
ალექს ქორსი

Auto Bild
აი, ასეთი უნდა გახდეს ”პაკარდის” ქარხანა, მაგრამ გახდება კი?..
ეს უნდა იყოს საცხოვრებელი და ბიზნეს-ოფისების ნაზავი თავისი პარკინგით პირველ ორ სართულზე. აი, ასე წარმოუდგენიათ Nadau Lavergne-ს არქიტექტორებს ”პაკარდის” ქარხნის მომავალი. თუმცა ხედვები და გეგმები აქამდეც ბევრს ჰქონდა. კიდევ რამდენ ხანს იქნება ეს ადგილი ასეთ მდგომარეობაში? ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ დრო გაგვცემს.


Auto Bild
”პაკარდის” ავტომობილები
Six (1926) - Single Six-ის შემცვლელი, მესამე სერია 6-ცილინდრიანი ძრავით;
One-Twenty (1941) - მაღალი კლასის ავტომობილი 8-ცილინდრიანი ძრავით უაღრესად წარმატებული მოდელი იყო
Deluxe Eight Cabrio (1942) - ერთ-ერთი უკანასკნელი, ომის დამთავრებამდე წარმოებული უიშვიათესი მოდელი
Caribbean (1953) - მდიდრული კაბრიოლეტი, რომელსაც ეს მარკა უნდა გადაერჩინა


Auto Bild
Clipper Super (1955) - საშუალო კლასის ავტომობილი 5,2-ლიტრიანი V8 ძრავით

ასევე დაგაინტერესებთ:

BMW-ს ელექტრომობილით გერმანიიდან საქართველოში
Auto Bild

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
კიამ ახალი პიკანტო გაგვაცნო
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სრულად
Cat Image
ჰეჩბექის უკანალი, დახრილი სახურავი, რა არის ამაში კარგი?
2016-12-20 08:01:49
მათ ზოგი სისულელეს უწოდებს, ზოგი კი - ძალიან მაგარ საავტომობილო მოდას. SUV-კუპეებმა ავტომოყვარულები ორ ბანაკად გაყო.
სრულად
Cat Image
მერსედესის ახალი E-ლეგანტური კუპე
2016-12-15 07:56:40
„მერსედეს-ბენცი“ დეტროიტის ავტოშოუზე ახალი „E-კლას კუპეს“ წარადგენს. მანამდე კი, ერთი თვით ადრე, თავისი ახალი ავტომობილი ინტერნეტით გაგვაცნო.
სრულად
სტუმრად ჯუმბერ პატიაშვილის ეზო-კარში
რა­ტომ გაც­ვა­ლა ანა კო­შა­ძემ პრეს­ტი­ჟუ­ლი უბა­ნი ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ზე?
როგორ მოვაშოროთ ლამინატს ნაკაწრები - მარტივი და ეფექტური საშუალებები
იყიდება 2-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება 3-ოთახიანი ვაკეში
იყიდება 2-ოთახიანი ბაკურიანში
მატჩის საუკეთესო მომენტი - დურანტის ჩაჭრა, ფაჩულიას პასი და კარის ჩაგდება [VIDEO]
ლა ლიგა. XVII ტური: "სევილია" უკვე მეორეა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას 10 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "დაბოღმილ" "საკრამენტოსთან" [VIDEO]
სხვა სიახლეები
BMW-ს ელექტრომობილით კახეთში
06.04.2015
თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა შტუტგარტიდან თელავამდე
სრულად
სმარტი საოცრებათა ქვეყანაში
16.02.2015
ყველაზე დიდი მაკეტი მსოფლიოში, რომელსაც ახალი ”სმარტიც” დაემატა
სრულად
ბავშვისთვის შექმნილი ყველაზე დიდი მანქანა მსოფლიოში
06.02.2015
მილიონერმა თავის პატარა ქალიშვილს წარმოუდგენელი საექსპედიციო ავტომობილი გაუკეთა. ჩვენ ეს მანქანა ვნახეთ
სრულად
ყველაზე კითხვადი
საბჭოთა მანქანები და ქუთაისური კოლხიდა სულ სხვა სტილში
საბჭოთა მანქანები და ქუთაისური კოლხიდა სულ სხვა სტილში
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
გააძვირებს თუ არა სავალდებულო ეტიკეტირება საქონლის ხორცს
"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)
Citigroup-ის სავალუტო სტრატეგი დოლარის მკვეთრად გამყარებას პროგნოზირებს
N85 იანვარი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
ყველაზე ეკონომიური ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
სამაგალითო ხალხი: როგორ გადაადგილდება სამთავრობო კორტეჟი იაპონიაში
ჰეჩბექის უკანალი, დახრილი სახურავი, რა არის ამაში კარგი?
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
BMW X5 M 2500 $
ქირავდება თეთრი ფერის მიკრო
BMW - E39 -ის კაპოტის