ყველა დროის ყველაზე ძლიერი კორვეტი
06.04.2015
659 ცხენის ძალის მქონე Corvette Z06-ის პირველი ტესტი

ახალი Corvette Z06-ის პირველი გატარება პირველი სექსივითაა: ამაღელვებელია, ცხელი და დაუვიწყარი!

შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ერთი ღამით ბოლომდე ვკმაყოფილდებით, თუ ამ შესანიშნავი ამერიკელი ლედისგან უფრო მეტი გვინდა? ახალი ”კორვეტი” AUTO BILD-ის სპეციალურმა გამოცემამ, AUTO BILD Sportscars-მა გატესტა და ჩვენი გერმანელი კოლეგა წერს, რომ ამ ”კორვეტთან” ურთიერთობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ დამთავრდება One-Night-Stand-ით, რადგან ეს მანქანა ერთი ნახვით შეგიყვარდება!



გრძელი ცხვირი, სექსუალური გამოხედვა, მოხდენილი უკანალი - Z06 ჯერ მხოლოდ ვიზუალით გადაგრევს! აი, კომფორტზე კი არც უნდა იფიქრო: ცენტრალური კონსოლი სალონში გასაქანს არ გაძლევს, ინტერიერში გამოყენებული მასალების ხარისხი კი უკეთესის სურვილს ტოვებს.

მაგრამ ეს ისეთი მანქანაა, რომელსაც მოფერება არ სჭირდება - პირდაპირ გაზს უნდა მიადგა და საქმეზე გადახვიდე!



მაქსიმალური აჩქარებისას გამოცდილ მძღოლსაც კი აუკანკალდება ხელები, გამოუცდელებმა კი, შესაძლოა, ჩაისველონ კიდეც. 6,2-ლიტრიანი კომპრესორიანი აგრეგატი გაღვიძებისთანავე ისეთ ხმას გამოსცემს, რომ გაფრთხილებს - ზედმეტი არ მოგივიდესო. მერე კი იწყება თავდავიწყება: 659-ცხენისძალიანი სიმძლავრე ამ ”კორვეტს” ყველა დროის ყველაზე მძლავრ ”კორვეტად” აქცევს, რომელიც 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3,2 წამში ახერხებს, 200-მდე აჩქარებას კი 10,5 წამი სჭირდება.



მართალია, Z06-მა წონაში 155 კილოგრამი მოიმატა, მაგრამ მართვისას წონას ვერ გრძნობ, რაც გაუმჯობესებული აეროდინამიკის დამსახურებაა. ყველა დროის ყველაზე ძლიერი კორვეტი, რა თქმა უნდა, ძვირი სიამოვნებაა - 99 500 ევრო ღირს. თუმცა, ისეთი ”პორშე”, რომელიც შეიძლება ამ ”კორვეტს” შევადაროთ (Porsche 911 Turbo S), ორჯერ მეტი ღირს...

► Chevrolet Corvette Z06
ძრავა ► 8-ცილინდრიანი
სიმძლავრე ► 659 PS
აჩქარება 0-100 კმ/სთ ► 3,2 წამში
მაქსიმალური სიჩქარე ► 320 კმ/სთ
საწვავის ხარჯი ► 12,4 ლიტრი Super Plus
გამონაბოლქვი ► 294 გ/კმ
ფასი ► 99 500 ევროდან







ასევე დაგაინტერესებთ:

ექსტრემალურად ძვირფასი ფერარი, კორვეტი და ჰარლი

Auto Bild

ახალი კორვეტის ტესტი (+ VIDEO)

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
ოპელის ახალი ელექტრომობილი
2016-08-24 11:19:51
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
სრულად
Cat Image
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
ნინო გაჩეჩილაძის დახვეწილი თანამედროვე ბინა
სამი დიდი სახლი, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი - ვლადიმერ ჟირინოვსკის ქონება (+ფოტოები)
ამ ქალაქებში ხალხს იმაში უხდიან ფულს, რომ იქ იცხოვრონ!
იყიდება კერძო სახლი წყნეთში
ბიგლის ლეკვები იმპორტი ხარისხის
ქირავდება სასაწყობე და საწარმოო ფართი გლდანში
იყიდება 2-ოთახიანი დიდ დიღომში
უმაღლესი ლიგა. IV ტური: "ტორპედო" ქუთაისში შერცხვა
ჟამი შედეგების დათვლისა - როგორ უნდა შეფასდეს რიოში საქართველოს გამოსვლა
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
სხვა სიახლეები
BMW-ს გიგანტი
16.06.2015
X6 ჯერ ისე რა არის და, წარმოიდგინეთ, რა იქნება M-პაკეტით, 575 ცხენის ძალით
სრულად
8 ცილინდრი და ალილუია
27.05.2015
Downsizing-მა უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ”ფორდი” ახალ F-150-ში V8-ს არ ღალატობს
სრულად
მეორადები: რამდენად გამძლეა Volvo XC90?
11.05.2015
”ვოლვოს” ავტომობილები ადრე სამაგალითო გამძლეობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შვედურ კომპანიას იმიჯი შეელახა
სრულად
ყველაზე კითხვადი
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
ოქროს საჭე 2016: მიეცით ხმა თქვენს ფავორიტებს!
რა პრობლემებს აწყდებიან ყველაზე ხშირად აჭარაში ჩასული ტურისტები
საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ
სინგაპურში პირველი უპილოტო ტაქსი ჩაუშვეს
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
ოქროს საჭე 2016: მიეცით ხმა თქვენს ფავორიტებს!
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mazda 323. 1000 $
Mercedes-Benz A-Klasse ყველა 1200 $
მოგემსახურებით TOYOTA-ს ფირმის მინივენით
Mercedes-Benz E 230 2000 $