აუდის ბოროტი კომპაქტი (+ VIDEO)
09.04.2015
აუდის სუპერ-A3 ამიერიდან თავისი კლასის ყველაზე ძლიერი მოსწავლეა . ჩვენ ამ მანქანით ყინულზე ვიცეკვეთ

მზე მხოლოდ შუადღისას ამოდის და რამდენიმე საათში ისევ ჩადის. ჩვენ ახლა პოლარულ წრეზე ვიმყოფებით, სადაც ახალი Audi RS 3 ექსკლუზიურად უნდა გავტესტოთ. ამ ავტომობილს 367 ცხენის ძალა აქვს, რითაც ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სერიული კომპაქტია.



”აუდის” ახალი სუპერ-კომპაქტი ჯერ მარტო ვიზუალით გვატყობინებს, რომ ავტობანზე გზის მარცხენა ნაწილი მისი საკუთრებაა. დიდი საჰაეროები და წარწერა Quattro მსხვილი შრიფტით თავმდაბლობაზე ნამდვილად არ მიუთითებს. ინგოლშტადტელებს გაყინულ ტბაზე სურთ ჩვენთვის იმის ჩვენება, რომ ამ ავტომობილის სახით კომპაქტების ახალი მეფე შექმნეს. RS 3-ს სიმძლავრე არასდროს აკლდა, აი, ბოლომდე სპორტულ სულისკვეთებას კი ადრე მაინც ვერ ავლენდა ხოლმე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ წინ უფრო განიერი საბურავები ეყენა, ვიდე უკან, მაინც არ უხვევდა 100 პროცენტით სათანადოდ. ახლა კი ინგოლშტადტელები გვეუბნებიაბ, რომ ახალი მოდელი ამ საქმეს გაცილებით უკეთ აკეთებს. საქმე იმაშია, რომ ელექტრომექანიკური დიფერენციალი უკანა ბორბლებისკენ ამძრაობის სიმძლავრის 100 პროცენტამდე ნაწილს ”გზავნის”, რითაც RS 3 უკვე სვლის დინამიკის თვალსაზრისითაც კარგი ტიპი უნდა იყოს. ამასვე გვპირდება 5-ცილინდრიანი ძრავაც.


ახალ Audi RS 3-ში სამაგალითოდ შესრულებულ სამუშაო მაგიდას შეხვდებით



მაშ ასე: მზე უკვე ამოვიდა და ჩვენც ამ მანქანას ყინულზე საცეკვაოდ ვეპატიჟებით. თავგადასავალი, როგორც მიჩვეულები ვართ, ზედმეტი დაპირებების გარეშე იწყება: მშვენივრად დამუშავებულ კოკპიტზე RS-ს თავისი ჩვეულებრივი, ცივილური ძმისგან მხოლოდ ალკანტარით შემოსილი საჭე განასხვავებს. სამაგიეროდ, საკმარისია სტარტის ღილაკს დააჭირო, რომ მშვიდი სამყარო მაშინვე თავდაყირა დგება. 2,5-ლიტრიანი ძრავა ერთს შეღრენს და თავისუფალ რეჟიმში ისე იწყებს მუშაობას, როგორც ცილინდრების კენტი რაოდენობის აგრეგატს ეკადრება.

ორდისკიანი გადაბმულობის ბერკეტი D-ზე და წავედით! გაწევა სენსაციურია - თვით ახალი თოვლით ოდნავ გადაფარულ ყინულზეც კი RS 3 100 კმ/სთ-მდე 8 წამზე ოდნავ მეტ დროში ჩქარდება და ამ პროცესში გრანდიოზულ, თითქმის უხამს ხმებს გამოსცემს. ჯერჯერობით წინამორბედ მოდელთან შედარებით განსხვავებას ვერ ვხედავთ.


თუ ორ მაყუჩს არ ჩავთვლით, RS 3 უკნიდან ზომიერად სპორტულად გამოიყურება

თუმცა მანქანა პირველივე მოსახვევში გვიჩვენებს, თუ რაზე იმუშავეს Audi-ს საკუთარი Quattro-ს ბიჭებმა ასე გულმოდგინედ. გააქტიურებლი ESP-თი RS 3 თვით ვიწრო მოსახვევებსაც კი ნეიტრალურად ყლაპავს და მოხვევის ის ნაკლი, რასაც წინამორბედ მოდელში ვუჩიოდით ხოლმე, მართლაც ისტორიასაა ჩაბარებული. და თუ ESP-ს გამორთავ, უკვე სიამოვნება იწყება. დიდი სიამოვნება! ამ დროს შეგიძლიათ, ”აუდი” ნამდვილი სპორტული ავტომობილივით ადრიფტაოთ და დრიფტის დროს ზუსტად მარჯვენა სატერფულით მართოთ. მთელი ეს ორომტრიალი კატასტროფულად სახალისოა! ჩვენ კი იმაზე ვდარდობდით, რომ გამონაბოლქვის დისკუსიებისა და ავტოპილოტიანი მანქანების ტენდენციის გამო მართვით მისაღები სიამოვნება გაქრებოდა. რა სისულელეა! ეს ”აუდი” სწორედ ამის იმედს გვაძლევს!

RS 3 ყველა ნაღდ ავტომობილისტს გაუთბობს გულს. გაუფილტრავია, როგორც სიგარეტი Gitanes და სწორედ ამით აღგვაფრთოვანებს ისე, როგორც სხვა ვერცერთი ბოლოდროინდელი ახალი მოდელი ამ კლასში.

თუმცა, სამწუხაროდ, ერთობ ძვირიცაა. ეს სიამოვნება დაახლოებით 50 000 ევრო ღირს. ეს ცოტა არ არის, მაგრამ ღირს... მერწმუნეთ, ღირს!

► Audi RS 3 Sportback
ძრავა: 5-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 2480 სმ3; სიმძლავრე: 270 კვტ (367 ცხ. ძ.); ბრუნის მომენტი: 465 ნმ/1625; მაქს. სიჩქარე: 250 (280) კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,3 წამში; ამძრაობა: სრული 4x4/7-საფ. გად. კოლოფი; ავზი: 55 ლ.; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4310/1785/1400 მმ; საბარგულის მოცულობა: 340-1180 ლიტრი; წონა: 1520 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 8,1 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 189 გ/კმ

დასკვნა
ახალი RS 3, როგორც იქნა, ისე დადის, როგორც მისი მძლავრად ჟღერადი 5-ცილინდრიანი ძრავა გვპირდება. ვისაც უნდა, შეუძლია, თოვლზე ველურივით აცეკვოს. სამწუხაროდ, როგორც მიჩვეულები ვართ, ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი ჯდება...
შტეფან ფოსვინკელი

იხილეთ ამ ტესტ-დრაივის ვიდეო:



ასევე დაგაინტერესებთ:

სამაგალითო როდსტერი - Audi TT Roadster 2.0 TFSI Quattro


ახალი Audi R8 იფრენს!

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
2007 BMW 335
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ჯანო ანანიძე: მინდა, მოედანზე ვიფრინო!
კრიშტიანო რონალდოს ახალი მეგობარი გოგონა ულამაზესი ფიტნეს-მოდელია [PHOTO]
"დინამოს" ფან-კლუბ "ელიტის" განცხადება ფეხბურთელებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
სხვა სიახლეები
BMW-ს გიგანტი
16.06.2015
X6 ჯერ ისე რა არის და, წარმოიდგინეთ, რა იქნება M-პაკეტით, 575 ცხენის ძალით
სრულად
8 ცილინდრი და ალილუია
27.05.2015
Downsizing-მა უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ”ფორდი” ახალ F-150-ში V8-ს არ ღალატობს
სრულად
მეორადები: რამდენად გამძლეა Volvo XC90?
11.05.2015
”ვოლვოს” ავტომობილები ადრე სამაგალითო გამძლეობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შვედურ კომპანიას იმიჯი შეელახა
სრულად
კონგოს რესპუბლიკამ დეფოლტი გამოაცხადა
Samsung-მა ბაზარზე ახალი თაობის Galaxy Note წარმოადგინა
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება მერსედესის საბურავების ალუმინის დისკები
Mercedes-Benz S 500 60 $
Nissan Note 30 $
Suzuki SX4 4900 $