აპრილის დასაწყისში KIA MOTORS GEORGIA-მ ახალი Kia Sorento ტეს-დრაივისთვის დაგვითმო და ჩვენც მესამე თაობის ”სორენტო” საქართველოს გზებსა და უგზოობებზე გამოვცადეთ. ჩვენს განკარგულებაში იყო 7-ადგილიანი ეგზემპლარი დიზელის 2,2-ლიტრიანი V6 ძრავით, 193-ცხენისძალიანი სიმძლავრითა და high line კომპლექტაციით, რაც სრულ აღჭურვას გულისხმობს.

ახალ ”სორენტოს” გამოცდები დარიალის ულამაზეს ხეობაში მოვუწყვეთ. ამ ტესტ-დრაივის დეტალურ მიმოხილვას ქართული AUTO BILD-ის მაისის ნომერში წაიკითხავთ, მანამდე კი შთაბეჭდილებებს მოკლედ გაგიზიარებთ: ეს არის თანამედროვე საოჯახო ავტომობილი, პოლიტკორექტული SUV, რომელიც თავისი ზომებისა და სიმძლავრის კვალობაზე სასიამოვნოდ ეკონომიურია ქალაქში, კომფორტული და პრაქტიკულია შორ გზებზე მგზავრობისას და თავს არც ცუდ გზებზე შეირცხვენს. ახალი ”სორენტო” კლასის შესაბამის მოთხოვნებს პირნათლად ასრულებს და, ტრადიციულად მიმზიდველია კომპლექტაციითა და 5-წლიანი გარანტიით.
ავტომობილის დეტალური ანალიზი იხილეთ ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” მაისის ნომერში, რომელიც პირველ მაისს გამოვა.








