სასტიკი ავარია რუსთავის ავტოდრომზე: მევლუდ მელაძე სასწაულით გადარჩა! (+ VIDEO)
სასტიკი ავარია რუსთავის ავტოდრომზე: მევლუდ მელაძე სასწაულით გადარჩა! (+ VIDEO)
26.04.2015
რუსთავის ავტოდრომს ასეთი ავარია არ ახსოვს! წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, ფორმულა ალფას კლასში საზარელი ავარია მოხდა, რომელშიც მევლუდ მელაძე (N13, “ლაიონ ტრანსი”) და ირაკლი ჩხეიძე (N77, MIA Force) მონაწილეობდნენ.

შეჯახება ერთ-ერთ მოსახვევში მოხდა, როცა ჩხეიძე მელაძისთვის გასწრებას ცდილობდა, ამ უკანასკნელმა კი კუთხე ჩაუკეტა და ამ დროს, უკანა მარჯვენა საბურავით ჩხეიძის ბოლიდის წინა მარცხენა საბურავს წამოედო და... გაფრინდა! მევლუდის ბოლიდი ჰაერში ამოტრიალდა და ტრასის სავალი ნაწილიდან გადავარდა. რამდენიმე მრბოლელმა მაშინვე შეწყვიტა რბოლა. მრბოლელებმაც და რუსთავის ავტოდრომზე შეკრებილმა ასობით მაყურებელმა რამდენიმეწამიანი შოკი გადაიტანეს. საბედნიეროდ, მევლუდ მელაძე ამ კოშმარულ ავარიას აბსოლუტურად უვნებელი გადაურჩა.

Auto BildAuto Bild

”მადლობა ღმერთს, გადავრჩით! ასეთი ავარია ჩვენს ტრეკზე პირველია. ჯერაც ვერ ვწყნარდები... ძალიან, ძალიან გაგვიმართლა!” - ეს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის სიტყვებია, რომელიც მევლუდ მელაძის მეუღლე გახლავთ.

ჩვენ კი ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ გადარჩა არა მარტო მევლუდი, არამედ ქართული ავტოსპორტი, რომელიც მევლუდ მელაძის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთი ავარია ამ ტრეკზე მართლაც პირველია - პირველი და უკანასკნელი ყოფილიყოს!

იხილეთ ვიდეო:
კოშმარული ავარია რუსთავის ავტოდრომზე:
მევლუდ მელაძე სასწაულით გადარჩა!

Auto Bild

Auto Bild
Auto BildAuto Bild

ავარიის შემდეგ გადაღებული ფოტოები: საბედნიეროდ, მევლუდი აბსოლუტურად უვნებელი გადარჩა. მარჯვნივ: მისი ჩაფხუტი
article image
ასეთი იქნება BMW i5 - ბავარიელთა გეგმები
2015-04-27 12:20:27
i3-ის და i8-ს შემდეგ ბავარიელები i5-ის გამოშვებასაც გეგმავენ. ეს იქნება ან სუფთა ელექტრომობილი
სრულად
article image
Cat Image
როცა ვოლფსბურგელი ბავარიელს ერჩის
2015-04-20 05:47:42
ფეხბურთშიც და ამ საავტომობილო კლასშიც ვოლფსბურგელებს ბავარიელების გაბრაზება დიდი ხანია უნდათ
სრულად
article image
Cat Image
ოჯახის მეგობარი BMW
2015-04-17 11:48:27
Active Tourer დააგრძელეს და ესეც ასე: BMW-ს პირველი ვენი მზადაა!
სრულად
18 მომაკვდინებელი განსხვავება მოლოდინებსა და სინამდვილეს შორის (+18 PHOTO)
I'm daddy and I know it - ვიდეომ საუკეთესო მამაზე ინტერნეტი დაიპყრო (+VIDEO)
დიდი სხვაობა! - NBA-ს ყველაზე დაბალი და მაღალი კალათბურთელები (+8 PHOTO)
ამერიკაში სუპერგოლის გამტანმა ქართველმა 6 ენა იცის, მაგრამ ქართული არა [VIDEO]
დინამო (ბთ)-გურია 2:1 - ალავიძეა თუ სპაიდერმენი? [VIDEO]
დილა-შუქურა 5:2 - გორელებმა ჩემპიონობა დაინახეს [VIDEO]
სხვა სიახლეები
დიდი ავარია რიკოთზე - 6 ადამიანი დაშავებულია!
26.04.2015
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 პირია დაშავებული
სრულად
ოსიაურთან ავარიას ოჯახი ემსხვერპლა
21.04.2015
ოსიაურთან მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
სრულად
მაზერატი ქართულ რეალობაში: Ghibli და Quattroporte თბილისშია!
20.04.2015
Maserati-ს ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, ”ომეგა ჯგუფმა”, 14 აპრილს ორი მოწინავე მოდელის, Maserati Ghibli-ს და Maserati Quarttroporte-ს ოფიციალური პრეზენტაცია გამართა
სრულად
საწვავზე ფასები გაიზარდა
ბუნებრივი გაზი შესაძლოა 1 ლარამდე გაძვირდეს
შვეიცარიის ელჩის სკანდალური განცხადება და ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ელჩი გულისხმობდა
N66 აპრილი 2015
ახალი ნომერი
არქივი
თბილისი 11°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Opel Vectra 1150 $
Nissan Teana 4000 $
BMW 525 8400 $
Mercedes-Benz E 230 3200 $