გაზეთ Sunday Express-ის ინფორმაციით, ამ სამიდან ერთი 52 წლის მსახიობი ფილიპ გლენისტერია, მეორე სუპერმოდელი და ასევე მსახიობი ჯოდი კიდი (36 წლის), ხოლო მესამე კი - მრბოლელი და ასევე უკვე საკმაოდ ცნობილი მოდერატორი, 33 წლის გაი მარტინი.
ჩვენი ბრიტანელი კოლეგების ცნობით, ამ ტრიოსთან შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია, თუმცა ახალი გუნდი გადაღებებს 2016 წლიდან დაიწყებს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ გადაცემის ყოფილი წამყვანები, კლარკსონი, მეი და ჰამონდი უკვე ახალ ავტოგადაცემაზე მუშაობენ, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ცნობები ჯერ არ ვრცელდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
კლარკსონი: მეგონა, რომ კიბო მქონდა!

ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი
