ახალი Mercesedes E-კლასი კიდევ უფრო ტევადი, კომფორტული და მსუბუქი გახდა
2016 წლიდან Mercedes E-კლასი მნიშვნელოვნად შეიცვლება. მომდევნო თაობის მოდელი (W213) ამჟამინდელზე უფრო ტევადი, უფრო კომფორტული და უფრო მსუბუქიც იქნება. ალუმინის შემცველობის გაზრდა სედანსაც და კომბისაც დაახლოებით 100 კილოგრამს დააგდებინებს.
გარდა ამისა, შტუტგარტელები ირწმუნებიან, რომ ახალი E-კლასი გაცილებით ტევადი იქნება, ვიდრე მისი უმთავრესი კონკურენტები - BMW-ს მეხუთე სერია (რომელიც ასევე 2016 წლიდან განახლდება) და მომავალი Audi A6 (2017 წლიდან). თავიდან გავრცელებული ცნობები აქტიური სავალი ნაწილის შესახებ არ გამართლდა - ამ ტექნიკას პირველად S-კლასის მომდევნო თაობა მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ E-კლასში არ იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ”მერსედესის” ინჟინრები ახალი E-კლასის შემთხვევაში პნევმატიკური დაკიდების გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
მომსახურების სისტემებში ველოდებით განსაკუთრებით დიდი ზომის ეკრანს მომსახურების მარტივი ლოგიკით ცენტრალურ კონსოლზე და ასევე კიდევ უფრო ოპტიმირებულ Head-up-დისპლეის. ახალ მოდელში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავტონომიურ მართვასაც. ოფციურად ხელმისაწვდომი იქნება პარკინგის აბსოლუტურად ავტონომიური სისტემა. ახალი E-კლასი ავტობანზე დისტანციას ავტონომიურ რეჟიმში შეინარჩუნებს და გასწრებაზე გასვლაც ავტონომიურად შეეძლება. ჩაფიქრებულია რამდენიმე Plug-in-ჰიბრიდული ვერსია და ვიხილავთ 4 ან 6-ცილინდრიან ძრავებს (როგორც დიზელი, ასევე ბენზინიც).
გაინტერესებთ, კიდევ რა გეგმები აქვს და რა მოდელების გამოშვებას აპირებს ”მერსედესი” 2022 წლამდე? გადახედეთ ფოტოგალერეას.
იხილეთ ფოტოგალერეა:
► ”მერსედესის” ყველა ახალი მოდელი 2022 წლამდე