გოგონა არ ჩამოდიოდა
გოგონა არ ჩამოდიოდა
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა . კოლორადოს გზებზე დაკარგული ახალგაზრდობის შემდეგ, ჩემი მეგობარი ახალ უბანს, ახალ გზებს ეჩვეოდა. განსხვავებული მტვერი, განსხვავებული ხულიგნები და განსხვავებული პრიორიტეტები სავალ გზებზე. კოლორადოში სუსხიანი ამინდიც გეფერებოდა. აქ, სიცივე გკლავდა და მეგობარი ცოტა დაძაბული თუხთუხებდა. არ უნდოდა ახალი რელზებზე ეგრევე გადასვლა. ჯერ კიდევ იქ, კოლორადოში იყო.

მეგობარ გოგონას ველოდებოდი. რადიოში რეტრო-ჰიტები მოდიოდა. Doors, The Kinks, The Velvet Underground, The Band, The Beach Boys, John Coltrane… გოგონა არ ჩამოდის, აგვიანებს. აწკრიალდა მობილური. ახალი ესემესი მოვიდა. ბანკიდან? ძველი დავალიანება ხომ არ გაისტუმრა სამსახურმა? მესიჯი მეგობარი გოგონასგან იყო - Plz, mapatie ra, 2 cutshi mand var… და კოცნის სმაილიკი. 2 წუთი იდეაში არის ოცი წუთი და ოც წუთში ბევრი კარგი კომპოზიციის მოსმენა შეიძლება.

რამდენიმე დღის წინ მეგობრის მეგობარმა მაჩუქა საინტერესო მუსიკალური ნაკრები. ბევრი გენიალური სიმღერით. მოვუსმინოთ, ვეკითხები ახალ მეგობარს? იმასაც სხვა გზა არ აქვს და ცივად დაპიპინებით მეთანხმება. მოვუსმინოთ, ოღონდ არ იყოს რეპი.

გოგონას ჩამოსვლამდე დინამიკებიდან წამოვიდა Are You Gonna Be My Girl. შემსრულებელი - ჯგუფი Jet. სიმღერა, რომელიც საოცრად ჰგავს Iggy Pop-ის უკვდავ თემას Lust For Life. Jet ამ სიმღერით ახალ დონეზე გადავიდა და მე კიდევ ერთხელ დავხედე საათს. ჯერ ადრეა, 2 წუთს მხოლოდ 3 წუთი გადასცდა. ველოდებით.

დაიწყო ახალი სიმღერა. მაიკლ ჯექსონი. ეპოქა, როდესაც პოპის მეფე მხოლოდ 10 წლის იყო. და მღეროდა პროექტში Jackson 5. ლამაზი, მომთმენი და რაღაც დონეზე, განუმეორებელი პერფორმანსი სიმღერაში I Want You Back. ბიჭმა დაკარგა სიყვარული და ბიჭი ემზადება სიცარიელის ტკივილით შესავსებად. მაიკლ ჯექსონი მეფეა. და ჩემი მეგობარი ამაში კიდევ ერთი ეშხიანი დაპიპინებით დამეთანხმა.

The Prodigy. ბრიტანელი ფსიქოპატები ატონალური რიფინგით, ბევრი ბითით და კიტ ფლინტის ვოკალით, რომელიც გჭრის. სამართებელი, რომელიც ბგერებს არ ინდობს და ფლინტმა ლაიამ ჰაულეტთან ერთად იმღერა Omen. ჯგუფის მეექვსე ალბომიდან Invaders Must Die. ელექტრონული მუსიკის ახალი გენერაცია ისვენებს. ელექტრონული მუსიკის ახალი გენერაცია ფსიქოღმერთებს თავს უხრის.

მეგობარი გოგონა ჩამოვიდა. ძალიან კარგად გამოიყურება. თმა ლამაზად აქვს გადაწეული და მიცინის. დამნაშავე შეყვარებულის სიცილი. ჩაჯდა, გადმოიწია, მაკოცა, «დიზელის» ტკბილი სუნამო ავსებს სალონს და ვიქოქებით.

დინამიკებიდან წამოვიდა Queen და Don’t Stop Me Now. კოლორადოში ამას ხშირად უსმენდნენ. Dodge Challenger დაიძრა და ფრედი მერკურიმ აკრიფა.

ხანდახან შეყვარებულებიც უნდა აგვიანებდნენ.
ზურა თალაკვაძე

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
2007 BMW 335
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ჯანო ანანიძე: მინდა, მოედანზე ვიფრინო!
კრიშტიანო რონალდოს ახალი მეგობარი გოგონა ულამაზესი ფიტნეს-მოდელია [PHOTO]
"დინამოს" ფან-კლუბ "ელიტის" განცხადება ფეხბურთელებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
სხვა სიახლეები
ზაპოები
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად
მუსიკალური სიზმარი კადილაკში
17.03.2015
სადარბაზოსთან ტაქსი მელოდებოდა. ”მერსედესი”. C კლასი
სრულად
პირველი სიყვარული
08.03.2015
ოოო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს რა იყო – 80-იანი წლების დასაწყისში
სრულად
კონგოს რესპუბლიკამ დეფოლტი გამოაცხადა
Samsung-მა ბაზარზე ახალი თაობის Galaxy Note წარმოადგინა
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ქირავდება მ/ა "ფორდი" ნებისმიერი სახის
Suzuki SX4 4900 $
იყიდება მერსედესის საბურავების ალუმინის დისკები
Mercedes-Benz S 500 60 $