”ფოლკსვაგენი” თავის ბესტსელერ ”გოლფს” 2016 წელს ფეისლიფტს ჩაუტარებს . პირველი ცნობების თანახმად, Golf VII ფეისლიფტის შედეგად ზუსტად ისეთ დიდ ცენტრალურ ეკრანს მიიღებს, როგორიც კონცეპტ R Touch-ში ვნახეთ.
მეტიც: ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, კომპაქტური ვოლფსბურგელი პირველი ავტომობილი იქნება თავის სეგმენტში, რომელიც ისეთ გასართობ-საინფორმაციო სისტემას მიიღებს, რომლის ეკრანი ”ჟესტების ენაზეც ისაუბრებს”, ანუ, ჟესტიკულაციებს აღიქვამს.
ეს იმას ნიშნავს, რომ კოკპიტი ფაქტობრივად უღილაკო იქნება და მძღოლი ბრძანებებს ჰაერში თითებისა და ხელების მოძრაობით გასცემს. მაგალითად, თითის მარჯვნივ გაქნევის შედეგად, შემომავალ სატელეფონო ზარს უარყოფთ, თითის საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით აუდიო-სისტემას ხმას აუწევთ, ან, საპირისპირო მიმართულებით - ჩაუწევთ.
ეს ფუნქციები ”ფოლკსვაგენმა” პირველად წლის დასაწყისში, CES-ზე გვიჩვენა - კონცეპტ Golf R Touch-ში.