ამ სტატიაში წარმოდგენილია ის ავტომობილები, რომლითაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები გადაადგილდებიან:
► აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ,,მხეცად” წოდებული (The Beast), Cadillac DTS-ის ბაზაზე აწყობილი, შეჯავშნული ლიმუზინით გადაადგილდება (Cadillac One)
► რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გადაადგილებისთვის Mercedes S600 Pullman-ს იყენებს, რომელსაც არც ჯავშანი აკლია და არც კომფორტი.
► ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი სახელმწიფოს მიერ დაწესებული პროტოკოლის მიხედვით, ვალდებულია Jaguar XJ (5.0 ბენზინი, 510 ცხ. ძ.) გამოიყენოს.
► გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი Audi A8-ს ანიჭებს უპირატესობას.

► საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ორლანდი ეროვნული Citroen DS5-ით გადაადგილდება.
► იტალიის პრემიერ მინისტრი, მატეო რენზი ელეგანტურ Maserati Quattroporte-ს იყენებს.
► ჩინეთის პრემიერ მინისტრი, ლი კეციანი, სპეციალურად სახელმწიფოს მეთაურისთვის დამზადებული, ჩინური Hongqi L5-ით გადაადგილდება.
► იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე ასევე ეროვნული, Lexus LS-ით გადაადგილდება.
► რაც შეეხება დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნის, კანადის პრემიერ სტეფენ ჰარპერს: იგი ალბათ მსოფლიოში ყველაზე სკანდალურ ,,კადილაკს” იყენებს. საქმე იმაშია, რომ ჰარპერმა ინდოეთში ვიზიტის დროს, ქვეყნის არმიას თავისი ბრონირებული ლიმუზინი და კიდევ 2 ავტომობილი გააგზავნინა ესკორტისთვის, რაც ქვეყანას 1 200 000 $ (მილიონ ორასი ათასი) დაუჯდა.
იხილეთ ფოტოგალერეა:
მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების ავტომობილები
