გიორგი ქინქლაძე და მისი ბენტლი
გიორგი ქინქლაძე და მისი ბენტლი
08.06.2015
მთელი ბავშვობა სულ მას შევციცინებდი. პირადად კი არა, ტელევიზორში. ბურთს რომ მიიღებდა, მუხლები ამიკანკალდებოდა ხოლმე. მისგან ყოველთვის სასწაულებს ველოდით და ვითხოვდით. ახდენდა კიდეც სასწაულებს - ბურთთან ერთად, რაღა თქმა უნდა. მისი ყოველი ჩანაფიქრი სასწაული იყო. ოღონდ, ხშირად განუხორციელებელი სასწაული, რადგან მის ჩანაფიქრს გაგებაც უნდოდა. სხვები კი ხშირად ვერ უგებდნენ - არ იხსნებოდნენ იქ, სადაც მისი პასის შემდეგ ბურთი მიდიოდა. ამაზე ყოველთვის ნერვები მაწყდებოდა, რადგან გენიალურ პასს შედეგი არ მოსდევდა.

თუმცა მისმა ბევრმა გენიალურმა პასმა მიაღწია ადრესატამდე, უამრავი დაუვიწყარი დრიბლინგიც გვახსოვს და მეკარეების თავზე გადაგდებული ბურთებიც. მისი თამაშის ცქერა სხვა განზომილება იყო და სხვანაირ საფეხბურთო გემოვნებასაც ითხოვდა. ჭკვიანური პასი უფრო უყვარდა, ვიდრე დარტყმა - ბევრჯერ გვინახავს, მეტოქის საჯარიმოში შესეირნებული, ან დასარტყმელ პოზიციაზე გასული, ისევ პასზე რომ ფიქრობდა - განუმეორებელ პასზე.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელზე, გიორგი ქინქლაძეზე ვსაუბრობ, რომელიც AUTO BILD-ის ივნისის ნომრის სტუმარია - თავისი «ბენტლით».
შალვა ბუაჩიძე,
AUTO BILD-ის ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორი

Auto Bild

ქინქი ბენტლიზე: მომწონს და მორჩა!

”მეინ როუდის” გმირი, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე, თბილისში ”ბენტლის” კუპეს დააგელვებს.

”მეინ როუდი” დაანგრიეს, ”მანჩესტერ სიტის” ახალი სტადიონი აუშენეს, მითი კი ქინქლაძეზე ისევ ცოცხალია - თუნდაც იმიტომ, რომ ინგლისში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ და, შესაბამისად, საოცარი ფეხბურთელების მიმართ სიყვარული განსაკუთრებულია.

KINGladze: ჩვენებურს მანჩესტერში და ინგლისის სხვა ქალაქებში ასეც კი ეძახდნენ. ალბათ, შეხსენებას არ უნდა საჭიროებდეს, მაგრამ მაინც დავძენთ, რომ King მეფეს ნიშნავს. გიოს ბრიტანული პოპულარობისთვის ერთი პრემიერლიგური სეზონი დასჭირდა.

Auto Bild

არ ვიცი, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ქინქლაძეს ინგლისური მანქანა შემთხვევით არ აურჩევია - ”ბენტლი” ხომ ინგლისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა კონსერვატორული სტილითა და კლასიკად ქცეული მომხიბვლელობით.

”ოთხი წელი იქნება, რაც ეს ”ბენტლი” მყავს. ინგლისური ავტომობილია და ძალიან მომწონს. შენაძენით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. ”ბენტლი” პირველად 2001 წელს ვიყიდე,” - გვითხრა ქინქლაძემ და ისიც დაამატა, რომ პირველი ინგლისური მანქანა სწორედ ”მანჩესტერ სიტიში” თამაშის დროს შეიძინა - სპორტული ”იაგური”. ის კაბრიო 90-იან წლებში თბილისშიც ჰყავდა ჩამოყვანილი და იმ მანქანას ჩვენ დედაქალაქში ყველა იცნობდა. გიორგი ქინქლაძის იყო და იმიტომ.

Auto Bild

ახლა კი ისევ ”ბენტლის” ჯერია. აქსელერაციის სატერფულზე ფეხის მიდგმა და სავარძლის საზურგეზე მიბჯენა ერთდროულად ხდება - ამაში თავად დავრწმუნდი, როცა კუს ტბის აღმართებს ქინქლაძის „ბენტლით“ ავუყევით.

”მანქანა ძალიან სწრაფია, 610 ცხენის ძალა აქვს. რბილი და კომფორტული ავტომობილია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არაფერზე შევუწუხებივარ. ერთი ეგაა, რომ ბენზინის ჩასხმას ხშირად მთხოვს ხოლმე,” - გიომ საკუთარი ოთხთვალა მოკლედ შეაფასა.

პროფესიულ დონეზე ფეხბურთის თამაში ქინქლაძემ თბილისის ”მრეტებში” დაიწყო, 1991 წელს კი თბილისის ”დინამოში” მიიწვიეს და ფეშქაშად ”ვაზ 21 09” მისცეს. მაშინ 09-ზე ყველა ახალგაზრდა ოცნებობდა. საბჭოთა მანქანა გიორგის დიდხანს არ ჰყოლია და უცხეოთში წასვლამდევე შეიძინა BMW 316.

”მაქანა, რომელიც გამორჩეულად მიყვარს? ჩემთვის ასეთი არ არსებობს. უბრალოდ, ვიცი, რასაც წარმოადგენს კარგი მანქანა და ამის მიხედვით ვაკეთებ არჩევანს,” - ამბობს ”ქინქი”.

Auto Bild

ქართველ ფეხბურთელებში (და არა მარტო ფეხბურთელებში) პოპულარული იყო და არის ყველგანმავლები. უმრავლესობას განსაკუთრებით დიდი და შავი ყველგანმავლები მოსწონს. ქინქლაძესთვის ასეთი გემოვნება უცხოა.

”ინგლისში 21 წლის წინ წავედი და მას შემდეგ ფეხბურთს სულ ევროპაში ვთამაშობდი. ”ბენტლის” გარდა მყავდა ”ასტონ მარტინი”, ”იაგუარი”, ”ფერარი”. მართალია, არცერთი იყო იაფი, მაგრამ ძვირადღირებული და მდიდრული ყველგანმავლებიც ხომ არსებობს? ასეთი მანქანის შეძენის სურვილი რატომღაც არასდროს გამჩენია.”

...და რა იქნება გიორგი ქინქლაძის მომდევნო მანქანა?

”ესა თუ ის ავტომობილია ახლა მოდური და მეც ის უნდა შევიძინო - მანქანებს ამის მიხედვით ნამდვილად არ ვირჩევ. როცა ახლის ყიდვას დავაპირებ, ალბათ ”მერსედესზე” შევაჩერებ არჩევანს. არა მარტო იმიტომ, რომ აქამდე არ მყოლია - უბრალოდ, ახალი თაობის ”მერსედესები” მომწონს,” - გვითხრა გიორგიმ.

Auto Bild

ქინქლაძე მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია და ამბობს, რომ საჭესთანაც ასეთია. არ უყვარს მანქანის ყეყეჩურად მართვა და მოძრაობის წესებს ძალიან იშვიათად არღვევს.

ავტოავარია ერთხელ შეემთხვა, როცა ინგლისში თამაშობდა: ”წვიმიანი ამინდი იყო, ”ფერარით” მოვცურდი, საჭე ვეღარ დავიმორჩილე და დიდ ბოძს შევეჯახე”.

ქინქლაძე საკუთარ თავს დიდ ავტომოყვარულს არ უწოდებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი მანქანის ფასი არ იცის - ეს ელეგანტური ”ბენტლიც” ამის დასტურია.

Auto Bild
გიომ ქართულ AUTO BILD-ში თავისი თავიც აღმოაჩინა

Auto Bild

”მანქანებს თავს არ ვევლები და ჩხირკედელობაც არ მიყვარს. არ მიცდია რაიმე დეტალის გამოცვლა, საბურავიც კი არ შემიცვლია არასდროს. ამას ყოველთვის სხვები აკეთებდნენ. არასდროს არ ჩავძიებულვარ ამა თუ იმ მანქანის ტექნიკურ მახასიათებლებს, თუმცა ცხადია, მესმის, რა ბრენდი რას წარმოადგენს. მომწონს და მორჩა - ავტომობილს ასე ვყიდულობ,” - მიაჩნია გიოს.

”მეინ როუდის” გმირს რომ ვემშვიდობებოდი, ვისურვე, რომ საქართველოში კიდევაც დაიზარდონ ასეთი ნიჭის პატრონი ფეხბურთელები...

Auto Bild

იხილეთ ასევე:
ქინქლაძე ინგლისის მუზეუმში

Auto Bild

იხილეთ ფოტოგალერეა:
მსოფლიოს უძვირფასესი ავტომობილები

Auto Bild

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება 5-ოთახიანი ვაჟა ფშაველაზე
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
საქართველოს მე-40 ლიცენზია ოლიმპიადაზე! - ანასტასია გოტფრიდი რიოში მიდის
ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
სხვა სიახლეები
Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად და განსაკუთრებული საჩუქრებით
29.07.2016
მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, “ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან “ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”
სრულად
კვირას, კახეთი დიდ რბოლას მასპინძლობს!
29.07.2016
კვირას, 31 ივლისს, 12:00 საათზე, კახეთის მზიან და მწვანე მიდამოებს მყუდროებას სპორტული ავტომობილების ძრავების ხმაური დაურღვევს.
სრულად
შემოდგომიდან ის მძღოლებიც დაჯარიმდებიან, რომლებიც სიჩქარეს მხოლოდ ვიდეოკამერასთან ანელებენ
26.07.2016
შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში დამონტაჟებული კამერების უმეტესობა გამორთული არ არის, თუმცა
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება აალების სანთელი სვეჩი /
იყიდება ორთქლის ქვაბი ფასი შეთანხმებით.
Jeep Liberty. 50 $
Opel Vectra 450 $