BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი: ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ
BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი: ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ
11.06.2015
BMW-მ მე-7 სერიის უახლესი, რიგით მეექვსე თაობა (G11/G12) წარმოადგინა. თითქმის 40 წელია, რაც BMW მე-7 სერიას აწარმოებს და ეს მოდელი ბავარიელთა ერთ-ერთ უმთავრეს ძვირფასეულობას წარმოადგენს.

მაღალი კლასის ახალ სედანში BMW-მ აქცენტი ავტომობილის მაქსიმალურ სიმსუბუქეზე გააკეთა. კარბონისა და ალუმინის მიქსის დამსახურებაა ის, რომ ავტომობილმა წონაში 130 კილოგრამამდე დაიკლო. აქედან გამომდინარე, BMW-ს დიდი სედანი უფრო ეკონომიური და მანევრული უნდა გახდეს.



ხელმისაწვდომი იქნება ძარის ორი ვარიანტი: ჩვეულებრივი (G11, სიგრძე: 5,10 მ) და გრძელი ვერსია (G12, სიგრძე: 5,24 მ), რომელიც სახელწოდებაში დამატებით L-ს მიიღებს და რომელსაც 14 სანტიმეტრით გრძელი ბაზა ექნება. ამრიგად, გრძელი ვერსიის სიგრძე 14 სანტიმეტრით მეტია (5,24 მეტრი). მართალია, ახალი მოდელის ჩვეულებრივმა ვერსიამ სიგრძეში მხოლოდ 3 სანტიმეტრით მოიმატა, მაგრამ მაინც კარგია იმის ცოდნა, რომ BMW-ს ახალი ”შვიდიანის” დაპარკინგებას დისტანციური მართვით მოახერხებთ - ამისათვის, გასაღების ღილაკზე თითის დაჭერაა საკმარისი.

საბედნიეროდ, BMW გვპირდება, საწვავის ხარჯმა არ მოიმატა, რაც, გარდა წონის 130 კილოგრამამდე დაგდებისა, იმის დამსახურებაცაა, რომ ავტომობილი მაქსიმალურად ეფექტიანი ძრავებით აღიჭურვა. 6-ცილინდრიანი აგრეგატები სრულად განახლდა, 8-ცილინდრიანები კი მნიშვნელოვნად გადახალისდა.



პროგრამაში მნიშვნელოვანი სუახლეა 740e - ჰიბრიდი 326 ცხენის ძალით, რომლის შემთხვევაშიც ბავარიელები 100 კილომეტრზე საშუალოდ 2,1-ლიტრიან ხარჯს გვპირდებიან.

ამძრაობა და სავალი ნაწილი შეგიძლიათ, თქვენი სურვილისა და განწყობის მიხედვით დააპროგრამოთ - Sport-ით დაწყებული, ვიდრე Comfort-ამდე. თუ არა და, მანქანა ამ ყველაფერის მძღოლის მართვის სტილს თავისით, ავტომატურად შეუსაბამებს. მაგალითად, მოსახვევში სწრაფად შესვლის დროს სტაბილიზატორები სრული დატვირთვით მოქმედებენ და ზედმეტ ტორტმანსა და რხევას გამორიცხავენ. აქვე ვთქვათ, რომ შესაძლებელია სრული ამძრაობის შეკვეთაც, გადაცემათა კოლოფი კი 8-საფეხურიანი ავტომატიკაა.



BMW-ში ძალიან ამაყობენ ახალი, ლაზერული განათებით, რომელიც ”ღამეს დღედ გადააქცევსო.” ამ განათებას ელექტროსპორტული ავტომობილის, i8-ს მფლობელები უკვე იცნობენ, თუმცა ახალ მე-7 სერიაში ის თითქმის ორჯერ შორს, 600 მეტრზე კაშკაშებს.

BMW-ს ახალი ”შვიდიანის” ინტერიერი იმდენად სამაგალითოა, რომ ინტერიერს ვეღარც კი ვუწოდებთ - სალონს Executive Lounge ჰქვია. აქ თავმოყრილია Vitality-სავარძლები, Sky Lounge, Welcome Light Carpet, Ambient Air, Touch Command და Wireless Charging.

Got it?

ამდენი ინგლისური არ იცით? კარგი, მაშინ ”ძველმოდურად” ავხსნათ: სავარძლები წარმოდგენილია გათბობით, გაგრილებით და ზურგის მასაჟის ფუნქციით. სურვილის შემთხვევაში დიდ, პანორამულ სახურავს მიიღებთ. ქვემოთ, კარებში განათებებია დამონტაჟებული, რომლებიც ასფალტს გაანათებენ. სალონის სარკეზე არომატიზატორის ჩამოკიდება საჭირო არაა, რადგან მთლიანად ინტერიერია არომატიზაციის სისტემით აღჭურვილი. ამასთან, ბევრ ფუნქციას თაჩპადით მართავთ, სმარტფონებს კი უკაბელოდ დამუხტავთ.



რაც ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს: გასართობ/საინფორმაციო სისტემა, ანუ, მულტიმედია, რომელიც ჟესტიკულაციებზე რეაგირებს. ანუ: შეგიძლია, სატელეფონო ზარებს თითის ერთი მოძრაობით უპასუხო, ან გააუქმო. ასევე თითების მოძრაობით აუწევ, ჩაუწევ ან გადართავ რადიოს. ამ დროს არცერთ ღილაკს არ ეხები - უბრალოდ, თითებს იქნევ!

ისე, საინტერესო იქნება შუქნიშნის წითელ შუქზე BMW-ს ახალი მეშვიდე სერიის მძღოლებზე დაკვირვება - შესაძლოა, შუა თითიც კი ვეღარ უჩვენონ ვერავის იმის შიშით, რომ რადიო უცებ ”მეტალიკაზე” არ გადაირთოს...

ხუმრობა იქით იყოს და, BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინის გაყიდვები ოქტომბრიდან იწყება და დასაწყისისთვის ეს სამი ძრავა იქნება ხელმისაწვდომი:
► ბენზინის 6-ცილინდრიანი 326 ცხენის ძალით BMW 740i-ში.
► ასევე 450-ცხენისძალიანი V8-Biturbo სრული ამძრაობით BMW 750i xDrive-ში.
► და დიზელის 6-ცილინდრიანი 265 ცხენის ძალით 730d-ში.



მოგვიანებით არჩევანი, რა თქმა უნდა, გაცილებით გაიზრდება და ხელმისაწვდომი გახდება შემდეგი ვერსიები: 740d (320 ცხ. ძ.), 750i (449 ცხ. ძ.), 760i (544 ცხ. ძ.) და Plug-in-ჰიბრიდული 740e ბენზინის 4-ცილინდრიანი ძრავითა და ელექტრომოტორით (326 ცხენის ძალა).

BMW-ს დაპირებით, მეშვიდე სერიის ფასები თითქმის იდენტური დარჩება, ანუ, საწყის ფასად მინიმუმ 75 000 ევრო უნდა ვივარაუდოთ, Top-ვერსიების ფასები კი 100 000 ევროსაც გადაცდება.



ჟურნალ AUTO BILD-ის ქართული გამოცემის მომდევნო, ივლისის ნომერში ნახავთ BMW-ს ახალი მე-7 სერიის უფრო დეტალურ წარდგენას და, რაც მთავარია, შედარებას აქტუალურ Mercedes S-კლასთან. ასე რომ, დაელოდეთ AUTO BILD-ის ახალ ნომერს.

იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
BMW-ს მომდევნო მოდელები 2020 წლამდე

Auto Bild

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ვლადიმირ ვაისი: დროა, ჯანო ანანიძე "სპარტაკის" წამყვანი ფეხბურთელი გახდეს
გიორგი ქვილითაია ავსტრიაშია და "რაპიდის" მატჩს დაესწრება
დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი
სხვა სიახლეები
პუტინის ახალი ლიმუზინის პირველი ოფიციალური გამოსახულებები
02.08.2016
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2017 წლის ბოლოს ახალ, რუსეთში წარმოებულ ლიმუზინს მიიღებს.
სრულად
როგორი იქნება განახლებული Mazda 3?
02.08.2016
”მაზდა” 2017 წელს თავის ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილს, Mazda 3-ს განაახლებს. ფეისლიფტის მთავარი სიახლე
სრულად
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
01.08.2016
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
Nike-ის გენერალური დირექტორის ხელფასი 47,6 მილიონამდე გაიზარდა
როგორ გამოიყურება ახალი 7–ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
პალეტის პადონის ურიკა საზიდი ტვირთამწეობა:
Toyota Vitz 2000 $
Mercedes-Benz C 180 5000 $
მერსედესი სპრინტერით მოგემსახურებით როგორც საქართველოს