ვარგა ეს ჰამერი?
ვარგა ეს ჰამერი?
12.06.2015
ეს ”ჰამერი” ასაკში შესვლის შემდეგაც გამძლე დინოზავრია

”ჰალო?” - ტელეფონში ქალის ხმა მესმის. ”ჰალო! AUTO BILD-დან გირეკავთ, ”ჰამერის” თაობაზე ვრეკავ.” ”აჰ, ძვირფასო, H2-ის შეძენა გსურთ? ეგ მანქანა ჩვენი შეფისაა.” ”ქალბატონო, მხოლოდ ფოტოსესიისთვის გვჭირდება.” ”არა, ძვირფასო, ასეთ რამეს არ ვაკეთებთ...”

გაოცებისგან პირი დავაღე. ვებგვერდზე უწერიათ, რომ ყიდიან, დარეკავ და - არც ყიდიან და ფოტოსესიაზეც უარს გეუბნებიან. ესეც ”ჰამერის” პირველი პრობლემა: სერიოზული გამყიდველის პოვნაც კი რთულია!



ბოლოს ეს ”ჰამერი” მცირე ტესტისთვის და ფოტოსესიისთვის შლეზვიგ-ჰოლშტაინში მოღვაწე დილერმა, R&S Automobile-მ გადმოგვცა (www.r-s-automobile.de), კონკრეტულად ეს მოდელი 21 980 ევრო ღირს. რამდენიმე დეტალის მცირე სისუსტეებს თუ არ ჩავთვით, H2 ტექნიკურადაც და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება - იმის გათვალისწნებით, რომ უკვე 10 წლისაა. მიუხედავად ამისა, მეორადი ავტომობილებით მოვაჭრე კომპანიის შეფი ალესანდრო რონკინი ამ 10 წლის Hummer H2-ს გარანტიის გარეშე ყიდის.

შესაბამისად, შენი ჯიბიდან უნდა შეაკეთო. ერთი შვება ისაა, რომ ამ ”ჰამერში” დიდი სერიული ტექნიკაა გამოყენებული და ტექნიკურად, Chevrolet Suburban-ისა და Cadillac Escalade-ის იდენტური ნაწილები მიდის. საწვავის ხარჯზე აბა, რა უნდა ვთქვათ? ავტომობილი სამ ტონას იწონის და ამ წონის თრევისას, თვით 6-ლიტრიან V8 ძრავასაც კი ბევრი საწვავი სჭირდება. საწვავის რეალური საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე დაახლოებით 25 ლიტრია, უგზოობაზე კი 50-ზეც შეიძლება ავიდეს.


ტიპიური ამერიკელი: იაფფასიანი პლასტმასით და ავტომატიკის ისეთი ბერკეტით, როგორიც ”ბოინგებშია”

უგზოობაზე H2 თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში: უდიდესი საბურავები, ორი დიფერენციალის ბლოკირება, დამადაბლებელი გადაცემა და პლუს წევის დამატებითი ელექტრონული ასისტენტები ”ჰამერს” მიიყვანენ ყველგან, სადაც ავტომობილს უნდა მიესვლებოდეს. ამიტომაცაა, რომ ”ჰამერი” ბოლოს უმეტესად მარტო რჩება.



დასკვნა
Think big! ვისაც ამერიკული ე.წ. Kingsize-ავტომობილები მოსწონს, Hummer H2-ით ნაღდად იბედნიერებს. იმიტომ, რომ ფორმატის გარდა, ტექნიკაც დიდი გამძლეა. თუ ორიგინალურ და მოვლილ ეგზემპლარს იპოვით, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მოგვიანებით კლასიკური ავტომობილი გეყოლებათ.
ლარს ბუზემანი

სრული ამძრაობის ტექნიკა

დიფერენციალის ბლოკირებებს, დამადაბლებელ და გამანაწილებელ გადაცემებს პრობლემები იშვიათად ექმნება. სამაგიეროდ ხშირია ზეთის დაკარგვა და პრობლემები სახსრებში.

კომფორტის ელექტროობა

აუცილებლად გადაამოწმეთ კომფორტის ფუნქციები. მაგალითად, ჩვენ დამბერის მოტორის პრობლემა (250 ევრო) აღმოვაჩინეთ. შეამოწმეთ გათბობის სისტემის ქულერიც, რომელიც 1000 ევრო ჯდება.

ხიდის სახსრები



”ჰამერს” სატვირთო ავტომობილის ზომის სახსრები აქვს და რაკი H2 ძალიან ხშირად დაჰყავთ ხოლმე ცუდ გზებზე, სახსრებში სისუსტეებიც ხშირია.

ავტომატიკა



კარგად უნდა შეამოწმოთ ავტომატური გადაცემათა კოლოფიც, სადაც პრობლემები არცთუ იშვიათია.

ჟანგი



კოროზიისგან საკმაოდ კარგადაა დაცული, მაგრამ ათი წლის შემდეგ ჟანგი აქა-იქ მაინც გაბატონდა. ეს ძირითადად სავალი ნაწილის დეტალებს ეხება, მერე კი ძარას და ჩარჩოს. თუმცა სერიოზული კოროზიისგან მაინც დაცულია.



ტექნიკური მონაცემები
ძრავა: ბენზინის V8; სარქველები/გამ. ლილვი: ცილინდრზე 2/1; მოცულობა: 5967 სმ3; სიმძლავრე: 236 კვტ (321 ცხ. ძ) 5200 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 490 ნმ/4000; მაქს. სიჩქარე: 160 კმ/სთ (შეზღუდული); აჩქარება 0-100 კმ/სთ: 11,0 წამში; ავზი/რეკ. საწვავი: 120 ლ./Super; გად. კოლოფი/ამძრაობა: 4-საფ. ავტომატიკა/სრული; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4820/2062/2012 მმ; საბარგულის მოცულობა: 386-2452 ლიტრი; წონა: 3010 კგ.



ასევე დაგაინტერესებთ:

რა უჭირს და რა ულხინს პირველი თაობის Mercedes ML-ს?
Auto Bild

მეორადები: რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild

ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild

მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Hummer, ჰამერი,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
სასტიკი ავარია: 1750-ცხენიანი შევროლე კამარო, 320 კმ/სთ (+ VIDEO)
29.07.2016
კალიფორნიის აეროდრომზე სასტიკი ავარია მოხდა - არა თვითმფრინავით, არამედ უძლიერესი ”შევროლე კამაროთი”, რომლის სიმძლავრე 1750 ცხენის ძალაა.
სრულად
შუმახერის შვილმა მამისთვის გაიტანა!
29.07.2016
გერმანიის გრანპრის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება, ქალაქ მაინცში, მიხაელ შუმახერის პატივსაცემად, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
სრულად
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
28.07.2016
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Rogue 9000 $
იყიდება ორთქლის ქვაბი ფასი შეთანხმებით.
Opel Vectra 450 $
Jeep Liberty. 50 $