საქმე იმაშია, რომ ”ბრაბუსმა” ”მაიბახი” არა მარტო კიდევ უფრო კომფორტულ ავტომობილად გადააქცია, არამედ გაცილებით სწრაფიც გახადა.
”ბრაბუსის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, ამ შავ ლიმუზინს 530-ის ნაცვლად 900 ცხენის ძალა აქვს და მისი მაქსიმალური სისწრაფე 350 კმ/სთ-მდე გაიზარდა, რაც სერიულ მოდელზე 100 კმ/სთ-ით მეტია!
რა თქმა უნდა, შეიცვალა ვიზუალიც: ”ბრაბუსმა” გარეგნულად სპეციალური, აეროდინამიკური კომპონენტები და 21-დუიმიანი დისკები დაამატა, ინტერიერში კი - უფრო მეტი ურბილესი ტყავი, ალკანტარა, კარბონი და უახლესი, საუკეთესო მულტიმედია-სისტემა.
ცხადია, რომ ამ ყველაფერმა Brabus Rocket 900 6.3 V12 Biturbo-ს ფასზეც ძალიან იმოქმედა: მხოლოდ ძრავის გადაკეთება 94 000 ევრო ჯდება! მანამდე კი, ”მაიბახის” მფლობელს ”მერსედესისთვის” უკვე 187 000 ევრო უნდა ჰქონდეს გადარიცხული...
იხილეთ ფოტოგალერეა:
პუტინის მერსედესი, ობამას კადილაკი და
მსოფლიოს სხვა წამყვანი პოლიტიკოსების ავტომობილები

იხილეთ ფოტოგალერეა:
დატიუნინგებული G-კლასები

იხილეთ ფოტოგალერეა:
ყველა ახალი კომპაქტური ქროსოვერი 2020 წლამდე
იხილეთ ფოტოგალერეა:
მერსედესის” მომდევნო მოდელები 2022 წლამდე
