რამდენად სუპერია შკოდას ახალი Superb?
29.06.2015
VW Passat და Audi A4 ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან ახალი Superb-ით ”შკოდას” საშუალო კლასში დიდი ამბიციები აქვს

ერთი ყველას წინააღმდეგ! და კითხვა: კიდევ რამდენად გაძლიერების უფლება აქვს ”შკოდას” ”ფოლკსვაგენის” კონცერნში? საქმე იმაშია, რომ Octavia-სა და Fabia-ს შემდეგ, რომლებიც თამამად უტევენ ”ფოლკსვაგენ გოლფსა” და ”პოლოს”, ახალი Skoda Superb ფურცელზე დაწერილი მონაცემების მიხედვით და ერთი შეხედვითაც იმდენად შემდარი ავტომობილი ჩანს, რომ არა მარტო ”ფორდს”, ”ოპელს” და ”ჰიუნდაის” გაუწევს ღირსეულ კონკურენციას, არამედ ”ფოლკსვაგენ პასატსაც” და თვით Audi A4-საც კი გაეჯიბრება! თუმცა წინასწარ რამის მტკიცება მაინც არაა ლამაზი. გაცილებით საინტერესოა, რამდენად შეუძლია ახალ Superb-ს ყველა იმ დაპირების შესრულება, რაზეც ”შკოდაში” ასე თამამად საუბრობენ.


ვიზუალურად სრულიად კლასიკური სედანია, მაგრამ ძალიან დიდი საბარგული აქვს

დავიძარით თუ არა, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ უკვე ასეთი განცდა დამეუფლა: Yes, he can! დიახ, მას შეუძლია!

თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი Superb ჩეხთა პირველი მოდელია, რომელსაც რეგულირებადი სავალი ნაწილი აქვს. მართალია, დამატებითი ოფციის სახით (900 ევრო), მაგრამ მაინც! და Superb-ის მყიდველებს ამ ოფციის აღებას თამამად ვურჩევ. კომფორტ-რეჟიმში ახალი დიდი ”შკოდა” გზის უსწორმასწორობებს იმდენად რბილად უმკლავდება, რომ თამამად შეიძლება ითქვას: ამ ავტომობილს საშუალო კლასში კომფორტის ახალი მასშტაბის დამკვიდრება შეუძლია. მისი საერთო შესრულება ძალიან ჰგავს ”პასატის” შესრულებას, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ამ ”შკოდამ” ტექნიკა სწორედ ვოლფსბურგიდან, ანუ, ”ფოლკსვაგენის” თაროდან მიიღო. გარდა ამისა, საყურადღებოა ერთი დეტალიც: რაკი Superb-ს 5 სანტიმეტრით გრძელი ბაზა აქვს, გრძელ ტალღებს თვით ”პასატზე” შესამჩნევად უკეთესადაც კი აუთოვებს.


ხარისხიანი მასალებით შესრულებული, დალაგებული კოკპიტი სუფთა დამუშავებით


ახლა უკვე DCC: ახალი Superb პირველი ”შკოდაა”, რომელმაც დამატებითი ოფციის (900 ევრო) სახით რეგულირებადი სავალი ნაწილი მიიღო. ამიტომაცაა, რომ ახალი მოდელი წინამორბედზე გაცილებით კომფორტულად დადის

თუმცაღა, ამ ”შკოდას” მხოლოდ კომფორტული სვლა როდი ეხერხება. სპორტულ რეჟიმში მოსახვევებზე ნადირობა მართლაც სასიამოვნოა, რაც მგრძნობიარე მოხვევის სისტემის დამსახურებაცაა. ამისათვის აშკარად შესაფერისია 190-ცხენისძალიანი დიზელის ძრავაც - ჩვენთვის გამოყოფილი პირველი სატესტო მოდელი სწორედ ამ აგრეგატით იყო აღჭურვილი. 4-ცილინდრიანი ძრავა ნეიტრალური ბრუნებიდან ძალიან მალევე მოდის მძლავრ მოქმედებაში და ძალიან კარგად უმკლავდება ადგილიდან აჩქარების იმ მყისიერ სისუსტეს, რომელიც ტურბინიან ძრავებს ორდისკიან გადაბმულობასთან კომბინაციის დროს ახასიათებთ ხოლმე.

ამასთან ერთად, არგია ისიც, რომ ეს TDI მაღალ ბრუნებზე მუშაობის დროსაც კი არ გამოსცემს შემაწუხებელ ხმას და ამავდროულად, ექსტრემალურად ეკონომიურიცაა. რაკი ”შკოდამ”, წინამორბედთან შედარებით, წონა 90 კილოგრამით დააგდო, ამგვარად მოტორიზებული Superb, ჩეხების დაპირების თანახმად, 100 კილომეტრზე საშულოდ 4,5 ლიტრი დიზელით უნდა დაკმაყოფილდეს. პრაქტიკაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე მეტს, მაგრამ მაქსიმუმ 6 ლიტრს ვვარაუდობთ.


ინტერიერში კლასი იგრძნობა. უკან ძალიან დიდი სივრცეა, ტაბლეტის დასამაგრებელი კი 30 ევრო ღირს

გამოდის, რომ ახალ Superb-ში ყველაფერი ახალია? არც მთლად ასეა საქმე. ”შკოდამ” წინა მოდელის სისუსტეები მაქსიმალურად გამოასწორა, ძლიერი მხარეები კი - შენარჩუნებულია. ეს პირველ რიგში ინტერიერის ტევადობაზე ითქმის - მანქანაში ისევ ძალიან დიდი სივრცეა. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ სალონის უკანა ნაწილში Superb თითქმის ისეთივე ტევადობას გვთავაზობს, როგორსაც Mercedes ”S-კლასი”. თანაც, ავტომობილმა სიგანეში 5 სანტიმეტრით მოიმატა და ამას განსაკუთრებით უკან მოთავსებული მგზავრები იგრძნობენ, როცა მხრებს მეფურად გაშლიან.

გააღებ საბარგულს და ამაყად ჩაიხედავ, რადგან Superb-ის საბარგულის მოცულობა მთელი 625 ლიტრია. შედარებისთვის, ეს ”პასატის” მონაცემზე 39 ლიტრით, ან ერთი დიდი ჩემოდნით მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ კომბი-ვერსიის მსურველებს გული დიდად არ დაწყდებათ იმის გამო, რომ Superb-ის უნივერსალის გაყიდვები ოდნავ მოგვიანებით, შემოდგომაზე დაიწყება.


ულევი სივრცე საბარგულში, რომლის მინიმალური მოცულობა 625 ლიტრია, მაქსიმალური კი - 1760 ლიტრი

ახლა რაც შეეხება ფასებს. თუ ფიქრობთ, რომ ”შკოდამ” ამდენად გაუმჯობესების შემდეგ Superb-ს ცეცხლის ფასი დაადო, ცდებით. სედანის ფასი ევროპაში 24 500 ევროდან იწყება, საქართველოში კი უფრო იაფი იქნება. ”პასატზე” მინიმუმ 2000 ევროთი იაფი. ერთი ყველას წინააღმდეგ - ”ფოლკსვაგენის” კონცერნში შიდა კონკურენცია იზრდება!

დასკვნა
გეფიცებით, ახალ ავტომობილს იშვიათად მოვუხიბლივარ ისე, როგორც ამ ახალმა ”შკოდამ” მომხიბლა. ამ სედანმა წინამორბედის ყველა ნაკლი მოისროლა და კლიენტებს მაღალი კომფორტით, დიდი ტევადობით და მისაღები ფასებით იზიდავს. შესაბამისად, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ წარმატებული მოდელი იქნება!
შტეფან ფოსვინკელი

►Skoda Superb 2.0 TDI DSG

ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1968 სმ3; სიმძლავრე: 140 კვტ (190 ცხ. ძ) 3500 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 400 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 234 კმ/სთ; აჩქარება: 0-100 კმ/სთ: 7,7 წამში; ამძრაობა: წინა; ავზი: 66 ლ; სიგღძე/სიგანე/სიმაღლე: 4861/1864/1468 მმ; ბაზა: 2841 მმ; საბარგული: 625-1760 ლ; წონა: 1555 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 4,5 ლ. Diesel/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 118 გ/კმ; ფასი (EU): 24 000 ევროდან



AUTO BILD-ის სხვა ტესტ-დრაივები

მაზდას სამაგალითო SUV


BMW-ს გიგანტი - X6M


1500 კილომეტრი ბუგატით
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Skoda, შკოდა,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
2007 BMW 335
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ჯანო ანანიძე: მინდა, მოედანზე ვიფრინო!
კრიშტიანო რონალდოს ახალი მეგობარი გოგონა ულამაზესი ფიტნეს-მოდელია [PHOTO]
"დინამოს" ფან-კლუბ "ელიტის" განცხადება ფეხბურთელებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
სხვა სიახლეები
პუტინის ახალი ლიმუზინის პირველი ოფიციალური გამოსახულებები
02.08.2016
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2017 წლის ბოლოს ახალ, რუსეთში წარმოებულ ლიმუზინს მიიღებს.
სრულად
როგორი იქნება განახლებული Mazda 3?
02.08.2016
”მაზდა” 2017 წელს თავის ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილს, Mazda 3-ს განაახლებს. ფეისლიფტის მთავარი სიახლე
სრულად
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
01.08.2016
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
კონგოს რესპუბლიკამ დეფოლტი გამოაცხადა
Samsung-მა ბაზარზე ახალი თაობის Galaxy Note წარმოადგინა
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Tiida 3200 $
იყიდება ბე-ემ-ვეს ფარები.
Mercedes-Benz S 500 60 $
მივიღეთ სატვირთო საბურავების ახალი კონტეინერი,