ეს აუდი BMW X5-ს უტევს!
29.06.2015
ახალი Audi Q7 ამ კლასში აბსოლუტურად ცინცხალი მოდელია და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კლასის ბესტსელერსა და უძლეველ ჩემპიონ BMW X5-ს უტევს. მოდით, კარგად დავაკვირდეთ დიზელისძრავიან ვერსიებს

აინშტაინი მართალი იყო. ყველაფერი გენიალური მარტივია. მაგალითად, დრო. თუკი ბოლო ათ წელიწადში BMW-მ თავისი X5 ორჯერ განაახლა, ”აუდი” იმავე პერიოდში მხოლოდ ერთი და ისიც მცირე ფეისლიფტით დაკმაყოფილდა, სხვამხრივ კი, ინგოლშტადტელებს თავისი Q7 ამ ხნის განმავლობაში დიდად არ შეუცვლიათ. 10 წელი მცირე დრო არ გეგონოთ და ცხადია, ესეცაა იმის მიზეზი, რომ Audi Q7-ს ბოლო წლებში BMW X5-თან არც გაყიდვების რაოდენობით ჰქონდა შანსი და არც შედარებით ტესტებში.

თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ”აუდის” ახალი Q7-ის გამოშვება განგებ არ გაუწელია. ინგოლშტადტელები მოკლე დროში ორი სერიოზულ პროექტზე მუშაობდნენ და წარმოადგინეს ტექნიკური ჰაილათებით დახუნძლული ავტომობილი, რომლითაც სწორედ BMW X5-ისთვის სურთ კონკურენციის გაწევა. მოდით, ერთად გავაანალიზოთ, რა შანსები აქვს ახალ Q7-ს საიმისოდ, რომ BMW-სთან აღარ დამარცხდეს.


ამ კლასში BMW X5 ვეღარ იქნება ისეთი დომინანტი, როგორც აქამდე იყო და ეს ახალი Audi Q7-ის დამსახურებაა

ამ დუელში დაძაბულობას ჯერ მარტო ქაღალდზე დაწერილი დაპირებები გვპირდება. ახალმა Audi Q7-მა წონაში 325 კილოგრამამდე დაიკლო. ეს მონაცემი მხოლოდ მაშინაა მართალი, როცა სასწორზე 4-ცილინდრიანი ძრავის მქონე Q7 2.0 TFSI-ს შეაყენებ, რომელიც ევროპაში არ გაიყიდება. თუმცა ევროპის ბაზრისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოდელსაც კი, კერძოდ Q7-ს დიზელის V6 ძრავითა და 272 ცხენის ძალით, თითქმის 200 კილო აქვს დაგდებული. მართალია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ”აუდი” ისევ მთელ ორ ტონას იწონის, მაგრამ სამაგიეროდ, უკვე BMW X5-ზე 75 კილოგრამით მსუბუქია.

და თამამად ვიტყვი, რომ კილოგრამების ნაკლებობას ახალ Q7-ს ნებისმიერ სიტუაციაში შეატყობთ. ინგოლშტადტელთა ახალი SUV ჯერ მარტო აჩქარებისას ჩანს გაცილებით უფრო მანევრული და მართვადი, ვიდრე 14-ცხენისძალიანი განსხვავების ფონზე ველოდით. ეს, შესაძლოა, დიდწილად ”აუდის” ველური 6-ცილინდრიანი ძრავის დამსახურებაა, რომელიც 1500 ბრუნზეც კი 600-ნიუტონმეტრიან ბრუნის მომენტს აღწევს. თითქმის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზეა მისი 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი - ახალ Q7-ს ძალა არასდროს აკლია. ამიტომაცაა, რომ ”აუდის” ავტომატიკა სიამოვნებით რთავს შეძლებისდაგვარად მაღალ საფეხურზე.


ციფრულმა კოკპიტმა თავიდან შეიძლება დაგაბნიოს, მაგრამ როცა შეეჩვევი, აღარაფერი გაგიჭირდება. 14-მდე ღილაკი საჭეზე: ამ ღილაკების მეშვეობით თითქმის ყველაფერს აკონტროლებთ, მათ შორის ციფრული ინსტრუმენტების ვიზუალს. შესაძლებელია ნავიგაციის რუკის ამოწევა. თაჩპადი და რეგულატორი: Q7-ის მომსახურება შეიძლება კლასიკურიც იყოს. ღილაკები ბერკეტის უკან ცოტათი დამალულია.


ახალი Audi Q7 უკან ძალიან ტევადია და საკმარისზე გაცილებით მეტი სივრცით გამოირჩევა

წონის დაგდებასთან და მეტ მართვადობასთან ერთად საყურადღებოა ისიც, რომ ”აუდი” ამ ვერსიის შემთხვევაში 100 კილომეტრზე მხოლოდ 5,7 ლიტრი დიზელის საშუალო ხარჯს გვპირდება. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ ინგოლშტადტელი BMW X5-ის შესაბამის ვერსიაზე მნიშვნელოვნად ეკონომიური უნდა იყოს. რეალურ ცხოვრებაში ორივე მათგანი დაახლოებით 8 ლიტრ დიზელს მაინც შეხვრეპს, რაც ამ კლასის, ამ ზომის და ასეთი ტევადობის ავტომობილისთვის ნაღდად კარგი შედეგია. ტევადობა ვახსენეთ და ახალი ”აუდი” ამ თვალსაზრისითაც ვარსკვლავებს ეთამაშება: Q7 ინტერიერის ყველა განყოფილებასა თუ საბარგულში X5-ზე მეტ სივრცეს გვთავაზობს! თავად განსაჯეთ: უკანა სავარძლის საზურგის გადაწევის შემთხვევაში, Q7-ში 200 ლიტრით მეტი მოცულობის მქონე საბარგულს მიიღებთ, ვიდრე BMW 5-ში.


კლასიკური კოკპიტი: კარგი დამუშავება და მარტივი მომსახურება X5-ში


X5 დაახლოებით იმდენივე სივრცეს გვთავაზობს, რამდენსაც ”მეხუთე სერია” - უბრალოდ, თავის ზემოთ მეტი სივრცეა

თუმცა ყველაზე დიდი პროგრესი ”აუდიმ” მაინც სავალ ნაწილში განიცადა - ანუ, სწორედ იმ კრიტერიუმში, რომელშიც X5 ისე დომინირებდა, რომ ყველა დანარჩენ SUV მაგრად ჩამორჩებოდა. სწორედ X5 ახერხებდა კომფორტსა და სპორტულობას შორის ოქროს შუალედის იდეალურად დაჭერას. ახლა კი, ამ თვალსაზრისით Q7-იც მის გვერდით უნდა დავაყენოთ! და ეს ძალიან დიდი მიღწევაა.

ოღონდ, იმისათვის, რომ ჩვენი ნათქვამი ახალ Q7-ში ცხადად შეიგრძნო, დამატებითი ოფციების ნუსხაში ძალიან ბევრი რამ უნდა მონიშნო. აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენი სატესტო მოდელი პნევმატიკური დაკიდებით (პლუს 2050 ევრო) და ასევე ფასიანი ოლრად-მოხვევით (1150 ევრო) გახლდათ აღჭურვილი. აი, ასე შესრულებული Q7 თვით უხეშ უსწორმასწორობებსაც კი გემრიელად ყლაპავს და გრძელ ტალღებზე ისეთი გაწონასწორებული ამორტიზაციით გამოირჩევა, როგორსაც ძალიან დიდხანს მხოლოდ ლუქს-კლასის სედანებში ვიყავით მიჩვეულები. და ამ ყველაფერთან ერთად, საერთოდ არ ირწევა უშნოდ და მძღოლი მანქანას ყოველთვის სოლიდურად გრძნობ. თუმცაღა ახალ Q7-ს სხვა რამეებიც შეუძლია.


როგორც იქნა, Q7-ის მოხვევის სისტემა გაუმჯობესდა!


მიუხედავად მაღალი კომფორტისა, BMW X5-იც უაღრესად მანევრული და მართვადია

დინამიკურ რეჟიმში 5-მეტრიანი Q5 კომპაქტივით იქცევა! როგორც იქნა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი მოხვევის სისტემა უკვე ძალიან პირდაპირია და ეს ”აუდიც” მოსახვევებს ისე უმკლავდება, რომ არ გამოვრიცხავთ, თვით მის თანაკონცერნელ ძმას, Porsche Cayenne-საც კი შეშურდეს. რაც შეეხება BMW-ს: მართალია, ეს ყველაფერი X5-საც იდენტურად კარგად შეუძლია, მაგრამ სწორედ რომ იდენტურად...

გამოდის, რომ ახალი Q7-ის კრიტიკის საფუძველი არ არსებობს? გულახდილად ვიტყვი: ”აუდის” ახალ სუპში თმის ღერის პოვნა მართლაც ძალიან ძნელია. მინიმუმ კოკპიტის მოწყობაზე შეიძლება დისკუსია. მისი მაჩვენებელთა დაფა სრულად ციფრულია, მომსახურება კი თაჩპადის სტილშია. ამ ყველაფრით და დასაჭერ-დასატრიალებელი რეგულატორით ”აუდი” თანამედროვე ტექნიკაში არცისე კარგად გარკვეულ მძღოლს გაცილებით სწრაფად დაძაბავს და დააბნევს, ვიდრე შედარებით ჩვეულებრივად მოწყობილი BMW. მაგრამ თუ Q7-ის მომსახურების ახალ კონცეფციას გაითავისებ, მერე აღარც დაიძაბები და, მით უმეტეს, აღარც დაიბნევი.

...და ყველაზე მთავარი: ეს ორივე მდიდრული SUV ძალიან ძვირია. ორივე მათგანის საბაზო ფასი სადღაც 60 000 ევროა. აი, ასე მარტივად და გენიალურად.


►Audi Q7 3.0 TDI Quattro
ძრავა: V6, Turbo; მოცულობა: 2967 სმ3; სიმძლავრე: 200 კვტ (272 ცხ. ძ.) 3250 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 600 ნმ/1500; მაქს. სიჩქარე: 234 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 6,3 წამში; ამძრაობა: სრული/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 75 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5052/1968/1741 მმ; საბარგულის მოცულობა: 890-2075 ლ; წონა: 2070 კგ; საწვავის ხარჯი (EU, შერეული): 5,7 ლ. Diesel/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 149 გ/კმ; ფასი: 60 000 ევროდან


►BMW X5 xDrive 30d
ძრავა: 6-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა 2993 სმ3; სიმძლავრე: 190 კვტ (258 ცხ. ძ.) 4000 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 560 ნმ/1500; მაქს. სიჩქარე: 230 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 6,8 წამში; ამძრაობა: სრული/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 85 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4886/1938/1762 მმ; საბარგულის მოცულობა: 650-1870 ლ; წონა: 2145 კგ; საწვავის ხარჯი (EU, შერეული): 5,9 ლ. Diesel/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 156 გ/კმ; ფასი: 60 000 ევროდან

დასკვნა
ყოველგვარი ”თუს” და ”მაგრამის” გარეშე უნდა ითქვას, რომ ამიერიდან Audi ერთ-ერთ საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) მდიდრულ SUV-ს ქმნის. ტევადია და მაინც ეკონომიური, კომფორტულია და მაინც სპორტული. თუმცა BMW მასზე უარესი როდია - იდენტურად სრულყოფილად დადის.
შტეფან ფოსვინკელი


იხილეთ გალერეა:

BMW-ს გეგმები 2020 წლამდე


აუდის მომავალი მოდელები
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
2007 BMW 335
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ჯანო ანანიძე: მინდა, მოედანზე ვიფრინო!
კრიშტიანო რონალდოს ახალი მეგობარი გოგონა ულამაზესი ფიტნეს-მოდელია [PHOTO]
"დინამოს" ფან-კლუბ "ელიტის" განცხადება ფეხბურთელებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
სხვა სიახლეები
პუტინის ახალი ლიმუზინის პირველი ოფიციალური გამოსახულებები
02.08.2016
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2017 წლის ბოლოს ახალ, რუსეთში წარმოებულ ლიმუზინს მიიღებს.
სრულად
როგორი იქნება განახლებული Mazda 3?
02.08.2016
”მაზდა” 2017 წელს თავის ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილს, Mazda 3-ს განაახლებს. ფეისლიფტის მთავარი სიახლე
სრულად
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
01.08.2016
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
კონგოს რესპუბლიკამ დეფოლტი გამოაცხადა
Samsung-მა ბაზარზე ახალი თაობის Galaxy Note წარმოადგინა
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება მერსედესის საბურავების ალუმინის დისკები
იყიდება ბე-ემ-ვეს ფარები.
Nissan Note 30 $
Suzuki SX4 4900 $