რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
15.07.2015
კაბრიოლეტი მინიმალურ ფასად - კარგი ვარიანტია თუ ჯართი? ამ კითხვას პასუხს AUTO BILD-ის ტესტი გასცემს

პფფფფტ, პფფფფფტ... ტესტ-ასისტენტი ბერენდ ზანდერსი საბურავებს ბერავს - წნევა ზუსტი უნდა იყოს. თანაც, მეათედების დონეზე! კოლეგა კლაუდია ბოდე კი სასწორზე მუშაობს და თითოეული საბურავის მაჩვენებელს პროტოკოლში ინიშნავს. რედაქტორი მანფრედ კლაგვალდი ავტომობილის ინტერიერში საქმიანობს - მძღოლის სავარძლის უკან თავითაა შერჭობილი და ყველა კუთხე კუნჭულს ზომავს. მოკლედ, აქ დიდი ამბები ხდება. ყველანი AUTO BILD-ის ქურთუკებში გამოწყობილან და მანქანას დასტრიალებენ. როგორც იქნა, ავტომობილი მზადაა. რისთვის? 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების ტესტისთვის!



ინტერნეტში ნაპოვნ ამ ჯართს ამდენ დროსა და ოფლს რატომ უნდა ვახარჯავდეთო, ირონიულად წუწუნებს მანფრედი. ჯართი? რატომ აყენებთ ამ მანქანას შეურაცხყოფას, ჰერ კლანგვალდ? ეს ხომ Opel Astra Bertone Cabriolet-ია?! მერე რა, რომ უკვე 260 000 კილომეტრი აქვს გავლილი და ეს ზაფხულიც მისთვის უკვე მე-19 ზაფხულია. თუმცა ჟანგის ლაქები და 1,8-ლიტრიანი ძრავის ცემინება იმის მაუწყებელია, რომ ეს ”ასტრა” ძალიან მალე სასაფლაოზე გადაინაცვლებს.

სიკვდილის წინ

მიუხედავად ამისა, ეს ”ოპელიც” ისე უნდა გავტესტოთ, როგორც ახალთახალ ავტომობილებს ვტესტავთ ხოლმე. დამწნეხავი სპრინტები, დაუნდობელი დამუხრუჭებები, აჩქარება, სლალომი და კიდევ ბევრი რამ გვიჩვენებს, სიცოცხლის რა ნიშანწყლები შერჩა ამ ძველ ”ბერტონე-ოპელს”. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ეს ძველი ”ასტრა” შემთხვევით არ შეგვირჩევია. გაინტერესებთ, რა კრიტერიუმებით ვეძებდით? უნდა ყოფილიყო სეზონთან შესაბამისი, ანუ, კაბრიოლეტი; გვინდოდა, რომ ყოფილიყო ცნობილი მოდელი; აუცილებლად უნდა ევლო და არა მარტო ევლო, არამედ გზისთვის ვარგისობის ტესტირებაც (TUV) უნდა ჰქონოდა გავლილი. და, რაც ყველაზე მთავარია, შეძლებისდაგვარად იაფი უნდა ყოფილიყო.


გერმანიაში ყველაზე იაფი კაბრიოლეტი, რა თქმა უნდა, ინტერნეტში ვიპოვნეთ. ეს ”ოპელ ასტრა” სულ რაღაც 350 ევროდ შევიძინეთ და ტესტის დაწყებამდე ძრავის ზეთი გამოვუცვალეთ


ეს კრიტერიუმები რომ მოვნიშნეთ, ინტერნეტში ამოაგდო სწორედ ეს ”ასტრა”, რომელსაც ფასის გრაფაში 350 ევრო ეწერა. საინტერესო და სასიამოვნოა ის, რომ მოყვა ელექტრონული სახურავი და მდიდრული კომპლექტაციის რამდენიმე ოფცია - ტყავის სავარძლები, სავარძლების გათბობა, იმ დროისთვის საუკეთესო აუდიო-სისტემა. ეს Astra ახლის რანგში, 1996 წელს 42 950 ევრო ღირდა, კონკრეტულად ეს ეგზემპლარი კი სულ პირველად შვეიცარიაში, 45 000 შვეიცარიულ ფრანკად შეიძინეს. ის შვეიცარიელი ”ოპელის” კაბრიოლეტით 8 წლის განმავლობაში ტკბებოდა, 2004 წელს ვიღაც ჰანოვერელმა მესამე პირისგან შეიძინა, სულ ბოლოს კი, ანუ ახლა, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ერთ-ერთ სოფელში, ქალის ხელში აღმოჩნდა, რომელიც ამ ”ასტრამ” ასევე დიხანს ასიამოვნა.

თეორიულად კიდევ დიდხანს ივლის

თუმცა ავტომობილის ტექნიკურ წიგნს 2010 წლის დეკემბრამდე აწარმოებდნენ. 20 000 კილომეტრის წინ, ერთ-ერთმა წინა მფლობელმა სამუხრუჭე სისტემას მიხედა - ახალი დისკოები და ხუნდები უსახსოვრა. ახლა კი ეს მანქანა ჩვენს ხელშია და ძველი აეროპორტის გზაზე დგას - ანუ, AUTO BILD-ის სატესტო ტრეკზე და აჩქარების ტესტს ელოდება. რას ველოდებით ამ გამოცდისგან? რას უნდა ელოდოს კაცი დაბერებული სავალი ნაწილისგან და სიბერისგან დასუსტებული ძრავისგან? რა თქმა უნდა, ფიასკოს ველოდებით. მაგრამ არა! ჩვენ იდენტური მოდელი 1996 წელს, რა თქმა უნდა, გავტესტეთ და შედარებისთვის, იმდროინდელი ტესტის შედეგებსაც ვაქვეყნებთ. შესაბამისად, თქვენც დარწმუნდებით, რომ მართალია, შედეგი ყველა დისციპლინაში გაუარესებულია, მაგრამ არცისე, როგორც ამას 19 წლის ავტომობილისგან უნდა ელოდო.

ძრავას სიმძლავრე, რა თქმა უნდა, დააკლდა. მესამე ბრუტალური სტარტის შემდეგ გადაბმულობას უკვე სუნი ასდის, ძარის კუთხე-კუნჭულებიდან სხვადასხვა ხმები გვესმის, სავალი ნაწილიდან კი - მიმართულების ყოველი ცვლილებიდან მოდის მესიჯი - ”რას ერჩით ბებერ ძვლებს?” ახალთახალი და კარგი საბურავები რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, უკეთ დაამუხრუჭებდა, მაგრამ არც ამ საბურავებით დაემართა კოლაფსი. ანუ, ასაკისა და ფასის გათვალისწინებით, ეს ბებერი ”ოპელი”, საკმაოდ საყურადღებო ტიპია. აი, საწვავის ხარჯი კი უკვე აბსოლუტურად აღარ არის თანამედროვე. რას ვიზამთ, მაშინ სხვა დრო იყო და, თანაც, მას მერე ამდენი დრო გავიდა.


გარბენი: 256 000 კილომეტრი; ტექ. დათვალიერება 8 თვის წინ გაიარა; ამ 19 წლის ”ოპელს” ძალიან ბევრი რამ მოვთხოვეთ

ერთი სიტყვით, ბებერი ”ბერტონე” საკმაოდ მედგრად დგას და ასაკს ებრძვის. ყოველ შემთხვევაში, ტესტის შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით ნამდვილად ვერ დავაკნინებთ იმაზე მეტად, დრომ ისედაც რომ დააკნინა. სარეცხ მოწყობილობაში ე.წ. წვიმის ტესტიც კი უპრობლემოდ ჩააბარა - წყალმა არსად გაჟონა. თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ კაბრიოს სახურავი იმდენად კარგადაა შემონახული, რომ შესაძლოა, ერთი შეხედვით გამოცვლილი მოგეჩვენოთ. აი, სავარძლები კი ფაქტობრივად განადგურებულია. მართალია, თავად ტყავის მდგომარეობას არა უშავს, მაგრამ აი, ინტერიერის გადაკვრაზე კი კარგს ვეღარაფერს ვიტყვით. ეს ალბათ მეხუთე ან მეექვსე მფლობელის ხელში დაემართა. შორ გზაზე მგზავრობისას კი გადაღლილი სავალი ნაწილი მძღოლსაც ღლის.

მოდი, ახლა ავწიოთ და ქვემოდან შევათვალიეროთ. გარკვეულ ადგილებში კოროზიის შემჩნევა რთული არ არის. ცხადია, რომ მომდევნო ტექ. დათვალიერებაზე გამოცდების ჩაბარება გაუჭირდება. თუმცა ჩვენ ამაზე ნამდვილად არ უნდა ვიდარდოთ, რადგან ამ ”ასტრას” სიცოცხლე მალე დამთავრდება - ახლო მომავალში ქრაშტესტის ჩატარებას ვაპირებთ...


განსხვავება ფასში: თითქმის 20 წლის წინათ ევროს შემოღებაზე არავინ ფიქრობდა. 1996 წელს ასეთი ”ასტრას” საწყისი ფასი 42 950 გერმანული მარკა გახლდათ. 2015 წელს ამ ავტომობილში 350 ევრო გადავიხადეთ. მაშინდელი ფასი ევროებში რომ გადავიყვანოთ, განსხვავება მაინც უდიდესია.
დღეს დაახლოებით 21 000 ევროთი იაფია


აჩქარება 0-100 კმ/სთ: აჩქარება ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე: 1996 წელს ეს ”ოპელი” ამას 10,0 წამს ანდომებდა, ახლა კი, 2015-ში 11,3 წამი სჭირდება, რაც, რა თქმა უნდა, დროის და ცვეთის ამბავია.
დღეს 1,3 წამით ნელია


ხმაური: 256 000-კილომეტრიანმა გარბენმა და წლებმა თავისი ქნა. სავალ ნაწილში ბევრი ლუფტი, გაცვეთილი დგუშები და დაბერებული ცილინდრები - ამ ყველაფრის ხმა, რა თქმა უნდა, ისმის. 1996 წელს ამ ”ასტრას” ხმაური 69 დეციბელით გაიზომა, ახლა კი 71 დეციბელია.
დღეს 2 დბ-ით ხმაურიანია


საწვავის ხარჯი: ”ასტრას” 1,8-ლიტრიანი ძრავა 16V გახლავთ, მაგრამ თანამედროვე Downsizing-თან კავშირი არ აქვს. 1996 წელს საწვავის გატესტილი საშუალო ხარჯი 10,4 ლიტრი გახლდათ, 2015 წელს კი 11,0 ლიტრია. მართალია, მატება დიდი არ არის, მაგრამ თანამედროვე და იდენტურმოცულობიანი ძრავების ფონზე საკმაოდ მაღალია.
დღეს 0,6 ლიტრით მეტია


შუალედური აჩქარება 60-100 კმ/სთ: შუალედური აჩქარებისას Astra 1.8-ს 1996 წელს, მეხუთე სიჩქარით 60-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 17 წამი სჭირდებოდა, ახლა კი 19,5 წამი სჭირდება. რა გასავირია, რომ ძრავას 256 000-კილომეტრიანი გარბენის შემდეგ ბრუნის მომენტი მნიშვნელოვნად დააკლდა.
დღეს 2,5 წამით ნელია

სამუხრუჭე მანძილი: Astra Cabriolet 1996 წელს სამუხრუჭე მანძილის ტესტში (100-0 კმ/სთ) 41,9 მეტრს აფიქსირებდა. დღეს, როცა ეს ”ოპელი” სულ რაღაც 350 ევრო ღირს, სამუხრუჭე მანძილი უკვე 45,3 მეტრია. ეს მოძველებული საბურავების დამსახურებაცაა.
დღეს 3,4 მეტრით გრძელია

დასკვნა
მართალია, ამ ”ოპელმა” არ დააფიქსირა ისეთი შედეგები, როგორიც თანამედროვე მანქანას უნდა ჰქონდეს, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რადგან 19 წლის ავტომობილი, რომელიც 350 ევრო ღირს, ასე თამამად იბრძვის სიცოცხლისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სასტესტო ობიექტი ნაღდადაა ისეთ მდგომარეობაში, რომ სიკვდილს არ იმსახურებდეს.
იან ჰორნი

Opel Astra 1.8 Cabriolet
ძრავა: 4-ცილინდრიანი; მოცულობა: 1796 სმ3; სიმძლავრე: 92 კვტ (125 ცხ. ძ) 5600 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 150 ნმ/3600; მაქს. სიჩქარე: 207 კმ/სთ; აჩქარება: 0-100 კმ/სთ: 10,0 წამში; ამძრაობა: წინა/5-საფ. გად. კოლოფი; ავზი: 52 ლ.; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4267/1709/1390 მმ; საბარგულის მოცულობა: 330 ლ.; წონა: 1360 კგ; საწვავის ხარჯი (გატესტილი): 10,4 ლ. S/100 კმ-ზე (1996 წლის მონაცემები)


იხილეთ ვიდეო: 19 წლის ოპელ ასტრა კაბრიოლეტის ტესტი


ასევე დაგაინტერესებთ:

მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild

რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild

ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild

მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
სასტიკი ავარია: 1750-ცხენიანი შევროლე კამარო, 320 კმ/სთ (+ VIDEO)
29.07.2016
კალიფორნიის აეროდრომზე სასტიკი ავარია მოხდა - არა თვითმფრინავით, არამედ უძლიერესი ”შევროლე კამაროთი”, რომლის სიმძლავრე 1750 ცხენის ძალაა.
სრულად
შუმახერის შვილმა მამისთვის გაიტანა!
29.07.2016
გერმანიის გრანპრის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება, ქალაქ მაინცში, მიხაელ შუმახერის პატივსაცემად, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
სრულად
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
28.07.2016
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 180 2500 $
Opel Vectra 450 $
Nissan Rogue 9000 $
Mitsubishi Pajero IO 3050 $