ხომ ლამაზია, ეს მაზერატი...
ხომ ლამაზია, ეს მაზერატი...
17.07.2015
...მაგრამ ცოტაოდენი განახლება არ აწყენდაო, თქვეს იტალიელებმა და...

კარგი გარეგნობა, სწორი სახელწოდება და ყველასათვის ნაცნობი, ბევრისთვის კი საოცნებო ლოგო ნებისმიერ ავტომობილს უადვილებს ცხოვრებას - განსაკუთრებით კი Maserati Ghibli-ს, რომელსაც ერთიც აქვს, მეორეც და მესამეც. იტალიური მოდენას საჯინიბოდან გამოყვანილი სინიორ Ghibli თავისი სრულყოფილი ფორმებით და სამხრეთული ტემპერამენტით ყველაზე ფრიგიდულებსაც კი აღაგზნებს - დოლჩე ვიტა! თუმცა, ადრე თუ გვიან, ყველას და ყველაფერს სჭირდება განახლება და იტალიელებიც დროულად მიხვდნენ, რომ გარკვეული ცვლილებები არც Ghibli-ს აწყენდა. აწყენდა კი არა, უკვე საჭიროც იყო, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ადრე თუ გვიან, ყველაზე სრულყოფილ ურთიერთობასაც სჭირდება სიახლე.


ინტერიერში, განსაკუთრებით კოკპიტზე, კიდევ უფრო მომრავლდა უმაღლესი ხარისხის ტყავი და კიდევ უფრო დამშვნებდა ინსტრუმენტები. 8,4-დუიმიანი სენსორული ეკრანი ცენტრალურ კონსოლზე

რაკი ვიზუალურად ისედაც გადასარევია, განახლებაზე ფიქრის დროს იტალიელებმა პირველ რიგში ბიზნეს-გეგმა შეცვალეს (თუ შეიძლება რომ ასე ითქვას) - მათი მიზანი ისაა, რომ Ghibli უფრო მეტმა ბიზნესმენმა შეიძინოს. ამიტომაც გააუმჯობესეს სალიზინგო პირობები ევროპაში - თანაც ისე, რომ პირდაპირ BMW-ს მეხუთე სერიას და Audi A6-ს დაარტყეს. თუმა ევროპის სალიზინგო პირობები ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა და რაც შეეხება დანარჩენს...

ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, აქტუალურ Ghibli-ს მცირეოდენი მოდერნიზაცია ჩაუტარდა - ვიზუალი კი არ შეცვლილა. მაგალითად, ბენზინის ძრავებთან ერთად ხელმისაწვდომი გახდა სტარტ/სტოპ სისტემა და ახლა უკვე ყველა ძრავა ევრო 6 სტანდარტს აკმაყოფილებს. ამას გარდა, თითქმის ხუთმეტრიანმა 4-კარიანმა რამდენიმე ახალი ტექნიკური დეტალი მიიღო - მაგალითად, ე.წ. ”მკვდარი წერტილის განგაში”, საბარგულის ელექტრონული გახსნა და ხმოვანი ბრძანების ფუნქცია. ინტერიერში, სურვილის შემთხვევაში ბრწყინვალე შავ ლაკსაც მიიღებთ და, რაც მთავარია, იტალიური მოდის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა ერმენეჯილდო ძენიამ (Zegna) ”მაზერატისთვის” ექსკლუზიურად იმუშავა ტყავზე, რომელმაც Ghibli-ს სალონი კიდევ უფრო დაამშვენა.


ლამაზია, არა? აი, ამიტომაც არ შეცვალეს იტალიელებმა ვიზუალი. მთავარი სიახლე ევრო 6 სტანდარტის ძრავებია

აქვე ვისაუბროთ დიზელის ძრავაზეც, რომელიც პირველია ამ მარკის ისტორიაში და სანერვიულო არაფერია - მშვენიერ Ghibli-ს ნამდვილად უხდება. სამლიტრიანი V6 ისევ 275 ცხენის ძალას გვთავაზობთ, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 600 ნიუტონმეტრია - 2000 ბრუნზე. შესაბამისად, ეს უკანასკნელი დაბალ ბრუნებზეც კი შესანიშნავ გაწევას გვთავაზობს და როგორც ყოველთვის, ამ პაკეტს იდეალურად შეეფერება ZF-ის უსწრაფესი 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

კარგი გარეგნობა ნომერ პირველი არგუმენტია, მაგრამ შინაგანი ფასეულობებიც ძალიან მნიშვნელოვანია. Maserati Ghibli-ს ორივე აქვს.

დასკვნა
ბიზნესმენი რომ ვიყო, Maserati Ghibli-ზე კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი სერიოზულად, რადგან ”აუდის”, BMW-ს და ”მერსედესის” ბრწყინვალე ალტერნატივაა. ულამაზესი მანქანაა, სამხრეთული დახვეწილობით, სტილით და უკვე აბსოლუტურად თანამედროვე ტექნიკით. ბიზნესმენი არ ვარ, მაგრამ საინტერესოა, რამდენის გადახდა მომიწევს თვეში...
თომას ჰირშბერგერი

ასევე იხილეთ:
გზა იტალიაში, სადაც მაზერატის
მართვა დიდი სიამოვნებაა

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ვლადიმირ ვაისი: დროა, ჯანო ანანიძე "სპარტაკის" წამყვანი ფეხბურთელი გახდეს
გიორგი ქვილითაია ავსტრიაშია და "რაპიდის" მატჩს დაესწრება
დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი
სხვა სიახლეები
პუტინის ახალი ლიმუზინის პირველი ოფიციალური გამოსახულებები
02.08.2016
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2017 წლის ბოლოს ახალ, რუსეთში წარმოებულ ლიმუზინს მიიღებს.
სრულად
როგორი იქნება განახლებული Mazda 3?
02.08.2016
”მაზდა” 2017 წელს თავის ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილს, Mazda 3-ს განაახლებს. ფეისლიფტის მთავარი სიახლე
სრულად
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
01.08.2016
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
Nike-ის გენერალური დირექტორის ხელფასი 47,6 მილიონამდე გაიზარდა
როგორ გამოიყურება ახალი 7–ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mitsubishi Colt Plus 1750 $
BMW 335 15500 $
Mercedes-Benz C 180 5000 $
მერსედესი სპრინტერით მოგემსახურებით როგორც საქართველოს