გაიცანით ანი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და მერსედესის ფანი
გაიცანით ანი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და მერსედესის ფანი
22.07.2015
ეს გოგონა, ფოტოებიდან თბილად რომ გვიღიმის, ანი ზაქაიძეა. 20 წლის. ფეხბურთელი... ფეხბურთელი? დიახ, ფეხბურთელი! თან, ისე უბრალოდ ფეხბურთელი კი არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი! ქალთა ნაკრების, რა თქმა უნდა. პოზიცია? მარჯვენა მცველი.

Auto Bild
ანი ზაქაიძე საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მარჯვენა მცველია

ცხადია, ახლა ლოგიკურ-ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდებათ: რატომ დაინტერესდა საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მოთამაშით საავტომობილო ჟურნალი? საქმე იმაშია, რომ ანი ზაქაიძე სერიოზული ავტომოყვარულია და სანამ ფეხბურთელი გახდებოდა, ავტოსპორტზე ფიქრობდა, მაგრამ ავტოსპორტი ისეთია, სანამ კარგად არ წამოიზრდები და მართვის მოწმობას არ აიღებ, სერიოზულად ვერ ივარჯიშებ, ფეხბურთის თამაშს კი ბავშვობიდან იწყებ.

”ავტომობილის მართვა მამამ მასწავლა და ბავშვობაშივე დამსვა საჭესთან. რა თქმა უნდა, ქალაქში არა. უფრო ქალაქგარეთ, სადაც ბევრი მანქანა არ იყო. ყოველდღე ვეხვეწებოდი, ზოოპარკში და ვაკის პარკშიც სულ მანქანებზე ვჯდებოდი და ამიტომაც მასწავლა. დაახლოებით 14-15 წლის ვიყავი, როცა მანქანა უკვე სერიოზულად მანდო - მამა ნასვამი იყო და მე წამოვიყვანე,” - გვითხრა ანიმ.

Auto Bild
ანიმ ფეხბურთის ფედერაციის ”მინი კუპერით” დაგვიმტკიცა, რომ მანქანას მართლაც კარგად მართავს

ახლა უკვე 20 წლისაა და მართვის მოწმობაც აქვს, მაგრამ საკუთარი ავტომობილი ჯერ არ ჰყოლია. ძირითადად თავისი დის, ან მეგობრების ავტომობილების საჭეს უზის ხოლმე: ”ბავშვობაში, ფეხბურთელობასთან ერთად, ავტომრბოლის კარიერაზეც ვოცნებობდი და, შესაბამისად, სპორტული მანქანები მიყვარს. მომწონს ყველანაირი სპორტული ავტომობილი, საავტომობილო მაკრებიდან კი უპირატესობას ”მერსედესს” ვანიჭებ. ჭკუა მეკეტება ახალ AMG GT-ზე, ძალიან მომწონს Mercedes C63 AMG, ვგიჟდები CLS-ზე და მოკლედ, ყველა ”მერსედესი” ძალიან მიყვარს,” - ანი ზაქაიძე ”მერსედესის” სერიოზული ფანია. იქვე ამბობს, რომ BMW-ს საჭესთანაც მჯდარა და ბავარიულ მარკასაც დიდ პატივს სცემს, მაგრამ პირადად ”მერსედესი” ურჩევნია. ეს უკვე გემოვნების ამბავია.

საქართველოში კაცთა ფეხბურთია შავ დღეში და ქალთა ფეხბურთი საერთოდ რომ გვაქვს, ესეც გასაოცარია, მაგრამ იცით, თუ არა, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები ფიფას რეიტინგში 112-ე ადგილზეა (ივლისის მდგომარეობით - ავტ)?! და რომელ ადგილზეა კაცების ნაკრები? 153-ეზე!.. ეს ისე, უბრალოდ.

Auto Bild
”ფეხბურთის თამაში დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან დავიწყე - რა თქმა უნდა, ეზოში, ბიჭებთან ერთად”

”ვიცი, რომ გოგო ფეხბურთელი უცნაური ამბავია - მით უმეტეს ქართულ რეალობაში, მაგრამ ჩვენი ნაკრები სტერეოტიპებს ამსხვრევს: აი, ელიტრაუნდი გავიარეთ და შესარჩევში გავედით, საიდანაც ფინალურ ეტაპზე ხვდებიან და ახლა ისეთ სერიოზულ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში, როგორებიცაა იტალია და შვეიცარია. ფეხბურთის თამაში დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან დავიწყე - რა თქმა უნდა, ეზოში, ბიჭებთან ერთად. სხვათა შორის, თავიდანვე ისე ვთამაშობდი, რომ უარს არ მეუბნებოდნენ, ყოველთვის სიამოვნებით მათამაშებდნენ. გოგო ვიყავი და არ მეუხეშებოდნენ, მაგრამ მაინც კარგად ვთავაშობდი, ბევრ ბიჭზე უკეთესადაც კი. სერიოზულად ვარჯიში კი 12 წლის ასაკიდან დავიწყე და მას მერე ოფიციალურად ვარ ფეხბურთელი,” - ამაყად ამბობს ანი.

Auto BildAuto Bild
”დედაჩემი დიდხანს ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო და სანამ საქართველოს ნაკრებში არ მოვხვდი, მანამდე ჩემს ფეხბურთელობას სერიოზულად არავინ უყურებდა”

ნიჭიერი გოგო ფეხბურთელი სწორედ ეზოში შეამჩნია ერთ-ერთმა მწვრთნელმა და ასე მოხვდა დიდ ფეხბურთში: ”მშობლებს, რა თქმა უნდა, უკვირდათ. დედაჩემი დიდხანს ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო და სანამ საქართველოს ნაკრებში არ მოვხვდი, მანამდე ჩემს ფეხბურთელობას სერიოზულად მაინც არავინ უყურებდა. ახლა უკლუბოდ ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ, მთელი გუნდი ძალიან მოტივირებულები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესარჩევში კარგად ვითამაშოთ.”

ჩვენს გოგონებს შესარჩევის პირველი ოფიციალური მატჩი 18 სექტემბერს აქვთ - იტალიის ნაკრების ესტუმრებიან, მერე კი, 22 სექტემბერს თბილისში ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

Auto Bild

ანიმ მართვის მოწმობა პირველივე ცდაზე აიღო - უშეცდომოდ ჩააბარა თეორიაც და პრაქტიკაც. ”თანაც, მექანიკაზე ჩავაბარე. ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ მიმაჩნია, მანქანის მართვა მექანიკური გადაცემათა კოლოფით უნდა ისწავლო. საერთოდაც, მექანიკა მირჩევნია ავტომატიკას, თუმცა ქალაქში უკვე ისეთი გადატვირთული მოძრაობაა, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის კომფორტიც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. არ მიყვარს თავხედი მძღოლები. სხვათა შორის, ბევრი ქალი მძღოლი ვიცი, ვინც კაცებზე უკეთესად მართავს ავტომობილს. თუმცა მაინც ბევრია ისეთი გოგო, ვინც დაძაბული ზის საჭესთან, რადგან ქალაქში პრაქტიკა არ ჰქონია. მარტო ”რვიანი”, ზიგ-ზაგი და უკუსვლით შეყენება საკმარისი არ არის. ვეთანხმები იმ აზრს, რომ მართვის მოწმობის გამოცდები ქალაქშიც უნდა ჩატარდეს, ანუ, რეალურ მოძრაობაში. იმიტომ, რომ 10-წუთიანი გამოცდა არ ნიშნავს იმას, რომ უკვე სერიოზული მძღოლი ხარ,” - მიაჩნია ანი ზაქაიძეს, რომელსაც საჭესთან ჯდომისას ნერვები ყველაზე მეტად მაშინ ეშლება, როცა სხვა მძღოლები მოხვევის ციმციმას ან საერთოდ არ რთავენ, ანაც ძალიან გვიან - როცა აზრიც აღარ აქვს.

Auto Bild

ანი ფეხბურთელი კი გამოვიდა, მაგრამ ავტოსპორტის სიყვარული დღემდე არ განელებია და მინიმუმ მოყვარულის დონეზე მაინც სურს სპორტული ავტომობილებით სიამოვნების მიღება.

ფეხბურთელ ანი ზაქაიძეს ბოლოს ეს აუცილებელი კითხვაც დავუსვით: რომელია მისი საყვარელი ფეხბურთელი? და რომელი მამაკაცი ფეხბურთელი ესიმპათიურება ყველაზე მეტად? ანის საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა, ყველაზე სიმპათიურ ფეხბურთელად კი ასევე მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველი ისკო მიაჩნია. ისკოს ხსენებაზე ანის თვალები ისე გაუბრწყინდა, რომ მივხვდით, მეტი აღარაფერი უნდა გვეკითხა...

ასევე იხილეთ:
ქართველი ლეგენდა საჭესთან - გიორგი ქინქლაძის ბენტლი
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
ყველაზე სწრაფი კაბრიო მარანელოდან: ახალი Ferrari 488 Spider
2015-07-30 12:25:34
”ფერარის” თავის საჯინიბოში ახალი ცხენი ჰყავს: 488 Spider!
სრულად
article image
Cat Image
ოპელის ახალი ვარსკვლავი
2015-07-29 06:30:24
მართალია, აქტუალური Astra-ც კარგი ავტომობილია, მაგრამ კონკურენტებს ტექნიკური თვალსაზრისით ვეღარ ებრძვის სათანადოდ. ამიტომაც გამოუშვა ”ოპელმა” ახალი Astra
სრულად
article image
Cat Image
ნამდვილი ამერიკული სპილო
2015-07-27 09:09:13
2500 კილომეტრი სრულყოფილი სამოგზაურო ავტომობილით - AUTO BILD-მა აშშ-ის ჩრდილო აღმოსავლეთში Chevrolet Suburban-ით იმოგზაურა
სრულად
ავტოსტოპით თბილისიდან ბათუმში და უკან - Adami.ge-ს რედაქციის ექსპერიმენტი
PLACEBO თბილისში: Open Air-ის დასასრული და საქართველოში ფესტივალების ახალი ერის დასაწყისი! (+VIDEO)
ჰევი მეტალის დროც დადგა ! - Black Label Society Tbilisi Open Air-ზე (+VIDEO)
"სიტის" ყოფილი ფორვარდი: უბედურებების სათავე გიორგი ქინქლაძის მოსვლა იყო
ისტორიაში პირველად: "ვოფლსბურგმა" გერმანიის სუპერთასი მოიგო [VIDEO]
TimeLine: ყირამალა
სხვა სიახლეები
საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში გაცემული მართვის მოწმობები
31.07.2015
აი, როგორ გამოიყურებოდა მართვის მოწმობა საქართველოში მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში პირველი ავტომობილები გაჩნდა!
სრულად
რიკოთის გვირაბი ხვალ დროებით ჩაიკეტება
29.07.2015
რიკოთის გვირაბში მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო დეპარტამენტიდან აცნობეს
სრულად
უეფას სუპერთასის ვნებათაღელვა ნისანთან ერთად
29.07.2015
“ნისანსა” და უეფას შორის გაფორმებული კონტრაქტით, 2014/2015 – 2017/2018 წლებში “ნისანი” უეფას სუპერთასის და უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გლობალური სპონოსრია.
სრულად
უყურადღებოდ დარჩენილი კურორტები
ქალაქი, სადაც ავტომობილები არ ივლიან
რუს ტურისტებს თურქეთში დასვენებას საქართველოში ჩამოსვლა ურჩევნიათ
N70 აგვისტო - სექტემბერი 2015
ახალი ნომერი
არქივი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ავტომობილის კონდიციონერის ახალი ამერიკული ფირმა
BMW 535 9500 $
Audi A4 3500 $
Dodge Caliber 6500 $