გაიცანით: ახალი ტოიოტა პრიუსი!
გაიცანით: ახალი ტოიოტა პრიუსი!
09.09.2015
2016 წელს ახალი ”ტოიოტა პრიუსი” გამოვა. იაპონელები გვპირდებიან, რომ მათი საამაყო ჰიბრიდი ახალი პლატფორმით კიდევ უფრო ეკონომიური იქნება.

”ტოიოტა პრიუსი” ელექტრომობილურობის პირველი მერცხალია - თუმცა ეს ყველამ იცის. ”პრიუსი” ყოველთვის იყო განსაკუთრებით ეკონომიური, პოლიტკორექტული და პრაქტიკული ავტომობილი. ახლა კი, ეს იაპონური ჰიბრიდი 18 წლის ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მარტო გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც ზრდასრულ ტიპად ჩამოყალიბდა!



სწორედ ამის დასტურია ახალი მოდელი, რომელიც ვიზუალური თვალსაზრისით წყალბადის ავტომობილის, Toyota Mirai-ს სტილს იმეორებს. ახალი ”პრიუსი”, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, სრულიად ახალ პლატფორმაზე დგას, რომელსაც მერე ”ტოიოტას” ყველა ახალ კომპაქტში გამოიყენებენ. ამ პლატფორმას Toyota New Global Architecture ეწოდება - მოკლედ, TNGA.



ახალი ”პრიუსის” ჰიბრიდული სისტემა უფრო კომპაქტური და მსუბუქია. იაპონელები აცხადებენ, რომ ახალი მოდელი არა მარტო წინამორბედზე ეკონომიურია, არამედ მისი მართვა უფრო სასიამოვნო იქნება. ”ტოიოტას” დაპირებით, ახალი პრიუსი 100 კილომეტრზე საშუალოდ მხოლოდ 3,1 ლიტრ საწვავს მოიხმარს. რაც შეეხება მართვის სიამოვნებას: სიმძიმის ცენტრმა 2,5 სანტიმეტრით დაიწია და სრულიად ახალია უკანა ღერძიც.



”ტოიოტა” ინტერიერში ნაკლებ პლასტმასს და მეტ ქრომს გვპირდება. მესამე თაობის მოდელთან შედარებით, ახალი ”პრიუსი” სიმაღლეში 15 მილიმეტრით ნაკლებია (1475 მმ), სამაგიეროდ, 60 მილიმეტრით გრძელი (4540 მმ) და 15 მილიმეტრით განიერი (1760 მმ).



ახალი ”ტოიოტა პრიუსის” სავარაუდო ფასი 27 500 ევროა. დილერები მას 2016 წლის მარტიდან ელოდებიან. მოგვიანებით გამოვა Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც, რომლის აკუმულატორები როზეტიდანაც დაიმუხტება და რომლის საწვავის ხარჯი, ოფიციალური დაპირებით, 100 კილომეტრზე საშუალოდ 1,5 ლიტრი უნდა იყოს.




იხილეთ გალერეა:
ახალი Toyota Land Cruiser 200 V8


იხილეთ გალერეა: ახალი Toyota Hilux

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით ”შკოდას” პირველი დიდი SUV
2016-09-05 06:00:42
ესეც ასე: თქვენ წინაშეა ”შკოდას” პირველი დიდი SUV, სახელწოდებით Skoda Kodiaq.
სრულად
article image
Cat Image
აუდიმ საოცარი მინი-SUV შექმნა! (+ VIDEO)
2016-08-31 08:44:38
ახალი Audi Q2 თვით A3-ზე პატარაა, მაგრამ უფრო ძვირად აფასებენ. ღირს თუ არა მინი-SUV-ში კომპაქტზე მეტის გადახდა?
სრულად
Cat Image
ოპელის ახალი ელექტრომობილი
2016-08-24 11:19:51
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
სრულად
რევაზ არველაძისა და თეონა თავართქილაძის დახვეწილი ბინა
უნიკალური ავეჯი, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს
ქართული სოფლის სასტუმრო ძველებური ინტერიერით
იყიდება ტიხრული მინანქრის სამკაულები,მასალა
ვამზადებ ინგლისურში აბიტურიენტებს და
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
აგენტი: კონტრაქტი 4-წლიანია, ოქრიაშვილი ძირითადის ფეხბურთელი იქნება!
"თავს ვიმშვიდებთ და მეტი არაფერი. არ გვინდა თავის მოტყუება! წაგება წაგებაა!"
ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!
სხვა სიახლეები
პუტინის BMW ავარიაში მოყვა: მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა (+ VIDEO)
06.09.2016
მოსკოვში სასტიკი ავარია მოხდა. ერთმანეთს BMW-ს და ”მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახა და
სრულად
როგორი იქნება ახალი Mercedes GLE?
06.09.2016
”მერსედესში” უკვე დაიწყეს მუშაობა ახალ GLE-ზე, რომელიც 2018 წელს უნდა გამოვიდეს.
სრულად
ახალი Kia Rio ახალი სახით
05.09.2016
”კია” პარიზის ავტოშოუზე ახალ, მეოთხე თაობის ”რიოს” წარმოადგენს.
სრულად
Samsung Galaxy Note 7-ის ელემენტის აფეთქების გამო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
მალე საქართველოში 5-6 ბანკი დარჩება
"თიბისი ბანკი" "ბანკ რესპუბლიკას" ყიდულობს
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
”ადამიანი”, რომელსაც ავარია ვერ კლავს (+ VIDEO)
”ადამიანი”, რომელსაც ავარია ვერ კლავს (+ VIDEO)
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Subaru Forester 3000 $
Mercedes-Benz E კლასის უკანა ფარი.
GAZ 21. 1500 $
Opel Astra 1500 $