როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
14.09.2015
როგორი ავტომობილია 2005 წელს გამოშვებული Mercedes E-კლასი, რომლის შეძენაც, დარწმუნებულები ვართ, ბევრ ქართველ მძღოლს სურს? AUTO BILD-მა ეს კლასიკური სედანი მეორადი ავტომობილის რანგში შეამოწმა. სატესტო ეგზემპლარი დიზელის 6-ცილინდრიანი ძრავით გახლდათ აღჭურვილი. ასევე: 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და ტოპ-კომპლექტაციით.



ანუ, ეს არის ნახმარი E 320 CDI, რომელიც 2005 წელსაა გამოშვებული და 211 000 კილომეტრი აქვს გავლილი. ამ ”ბენცს” აქვს ფაქტობრივად ყველაფერი, რაც 2005 წელს პრაისლისტში შეიძლებოდა ყოფილიყო: კრუიზკონტროლი, პნევმატიკური დაკიდება, პანორამული ჭერი, წინა სავარძლები მასაჟის ფუნქციით, ნავიგაცია, პარკტრონიკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

თავის დროზე, მისი საბაზო ფასი 49 851 ევრო გახლდათ, სრული კომპლექტაციით კი 27 865 ევრო ემატებოდა. დღეისათვის, ამ მანქანის საშუალო ფასი 10 000 ევროა (წყარო: Schwacke), უშუალოდ ეს ეგზემპლარი კი გერმანიაში სულაც 9400 ევრო ღირს.




ტურბოდამბერის შლანგი გახეულია, აქაიქ ზეთი ჟონავს, სავარძლებს ასაკი და დეფექტები დაეტყოთ. თუ ამ დეტალებს არ ჩავთვლით, ეს ”ბენცი” აბსოლუტურად ჯანმრთელია.

ეს მოდელი 2006 წელს განაახლეს და თუ 2006 წლამდე გამოსული ეგზემპლარით დაინტერესდებით, პირველ რიგში იმაში უნდა დარწმუნდეთ, რომ ე.წ. SBC-Hydraulik შეცვლილი ექნება. ჩვეულებრივი დიაგნოსტიკა ამ კითხვაზე ამომწურავად გიპასუხებთ. საქმე ისაა, რომ SBC-მუხრუჭისა და ელექტროობის გარკვეული პრობლემები დაიმლერმა სწორედ 2005 წლის ბოლოს გამოასწორა.



აი, 2006 წლიდან გამოსულ მოდელებს კი თამამად გირჩევთ, რადგან ამ დროიდან ეს მოდელი არა მარტო უფრო ძლიერი ძრავებით, არამედ გაცილებით სანდო ელექტროობითა და სამუხრუჭე სისტემითაც აღიჭურვა.

დასკვნა
ამრიგად, 211-ის გვიან ეგზემპლარებს ნამდვილად შეესაბამება ის გამოთქმა, რასაც W123-სა და W124-ზე ვამბობთ ხოლმე: დარბის, დარბის და არ ჩერდება!

► ტექნიკური მონაცემები - Mercedes E320 CDI
გამოშვების წელი: 2005
გარბენი: 213 000 კმ
ძრავა: V6-ტურბოდიზელი
სიმძლავრე: 224 ცხ. ძ.
მაქს. სიჩქარე: 240 კმ/სთ
აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,6 წამში
საწვავის ხარჯი (გატესტილი): 8,1 ლიტრი დიზელი
გამონაბოლქვი: 214 გ CO2/კმ-ზე
ფასი (დღეს): 9 400 ევრო

211-ის გავრცელელბული პრობლემები


SBC-ნაკრები: SBC-მუხრუჭი (ჰქონდა 2006 წლამდე), ჰიდრავლიკური სისტემა ინტეგრირებული ელექტრო-ტუმბოთი.


7G-Tronic: გადართვების პრობლემების შემთხვევაში გამოცვალეთ ფილტრი და ზეთი.


Airmatic-ის პრობლემები და დეფექტიანი კომპრესორები


დიზელისძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვის სისტემის ფილტრი, რომელიც 2005 წლიდან დიზელის ყველა ვერსიას სერიულად მოყვება. პრობლემა თავს იჩენს ხოლმე დიდი გარბენის მქონე ეგზემპლარებში

ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild

მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild

რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild

ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild

მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
სასტიკი ავარია: 1750-ცხენიანი შევროლე კამარო, 320 კმ/სთ (+ VIDEO)
29.07.2016
კალიფორნიის აეროდრომზე სასტიკი ავარია მოხდა - არა თვითმფრინავით, არამედ უძლიერესი ”შევროლე კამაროთი”, რომლის სიმძლავრე 1750 ცხენის ძალაა.
სრულად
შუმახერის შვილმა მამისთვის გაიტანა!
29.07.2016
გერმანიის გრანპრის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება, ქალაქ მაინცში, მიხაელ შუმახერის პატივსაცემად, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
სრულად
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
28.07.2016
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mitsubishi Pajero IO 3050 $
იყიდება აალების სანთელი სვეჩი /
Opel Vectra 450 $
Nissan Rogue 9000 $