ამიტომაც გადაწყვიტეს იტალიელებმა, რომ 2016 წლიდან თავისი პირველი SUV გამოუშვან. ”ალფა რომეო” დიდი ხანია, პირველ პროტოტიპებს ტესტავს, მაგრამ აქამდე კარგად მალავდნენ, ახლა კი პაპარაცებმა აღმოაჩინეს. უცნობია თვით ავტომობილის სახელწოდებაც - გამოითქვა ვარაუდები, რომ ”ალფას” პირველ SUV-ს Alfa Romeo 949-ს დაარქმევენ, მაგრამ ეს ვარაუდი არ მართლდება.
ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, როგორი დიზაინი ექნება ავტომობილს - ხომ იცით, ”ალფას” შემთხვევაში ვიზუალი მართლაც ყველაზე საინტერესოა. მართალია, ფოტოებზე მანქანას ვხედავთ, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება, რადგან ამ ფოტოებზე არაფერი ჩანს. საქმე იმაშიცაა, რომ ამ შენიღბულ ავტომობილს რეალურად მხოლოდ ახალი ”ალფას” ტექნიკა აქვს - ტექნიკა, რომელიც Fiat 500L-ის ”სამოსითაა” შეფუთული.
თუმცა ეს ფოტოები ერთ დეტალს მაინც გვიმხელენ: ”ფიატის” ძარა (4,15 მეტრი) მნიშვნელოვნად წაუგრძელებიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი BMW X3-ის (4,65 მეტრი) ლიგაში ითამაშებს.
ინსაიდერების ინფორმაციით, ”ალფას” პირველ SUV-ში ბევრი რამ იქნება გადმოღებული ახალი Alfa Romeo Giulia-დან. ფანები კი იმედოვნებენ, რომ ამ მანქანასაც ექნება 6-ცილინდრიანი ძრავა ორმაგი ტურბოდამბერით. საქმე ისაა, რომ ეს აგრეგატი ”ფერარის” საჯინიბოში შექმნეს და მისი სიმძლავრე 510 ცხენის ძალაა.
ახალი და პირველი SUV ”ალფა რომეოს” პირველი ნაბიჯი იქნება წარმატებისკენ. 2018 წლამდე იტალიელები ჯამში 8 ახალ მოდელს გეგმავენ და უნდათ, რომ წელიწადში მინიმუმ 400 000 ავტომობილი გაყიდონ. შედარებისთვის: 2013 წელს ”ალფამ” მხოლოდ 74 000 ახალი მოდელი გაყიდა. პრინციპში, ამაში ალოგიკური არაფერია, რადგან თუ დღეს გუნდში SUV არ გყავს, ვერანაირ თასს ვერ მოიგებ.
”ალფა რომეომ” ახალ გეგმებში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩადო. აქედან ორი მილიარდი ე.წ. Giorgio-პლატფორმის შექმნას მოხმარდა. სწორედ ამ პლატფორმაზე შეიქმნა ახალი Giulia, რომლის პრეზენტაცია იტალიელებმა ივნისში გამართეს. აღსანიშნავია, რომ კომპაქტური SUV-იც ამ პლატფორმაზე აეწყობა და 2016 წლიდან გამოვა. ”ალფას” პირველი SUV ”ფოლკსვაგენ ტიგუანის”, BMW X3-ის, Audi Q5-ისა და ამ კლასის სხვა წარმომადგენლების კონკურენტი იქნება.
იხილეთ გალერეა:
ყველა ახალი კომპაქტური ქროსოვერი 2020 წლამდე

ასევე დაგაინტერესებთ:
ალფა ცოცხალია, გაუმარჯოს ალფას!

მანქანები ისეთი კაცებისთვის, რომლებიც
მკერდზე თმას არ იპარსავენ...