ვიზუალი აქეთ, ვიზუალი იქით - მინიმუმ საკამათო თემაა. აი, შინაგანი ღირსებები კი ახალი Sportage-ის უდიდეს პროგრესზე მეტყველებს. ახალმა პლატფორმამ არა მარტო ინტერიერში მეტი სივრცე წარმოქმნა და მაღალი მძღოლებისთვისაც კი მისაღები ტევადობა შექმნა, არამედ ძრავებიც ახალია. დიზელის განახლებულ ძრავებთან ერთად (185 ცხენის ძალამდე), უმნიშვნელოვანესია ბენზინის 1,6-ლიტრიანი ტურბირებული აგრეგატი 177 ცხენის ძალით, რომელიც ევროპელ კონკურენტებს ნამდვილად გაუწევს კონკურენციას.
ხარისხიანი მასალები და TOP-დამუშავება ინტერიერში
საინტერესოა ისიც, რომ ”კიამ” უკვე ფენომენი Connected Car-იც აღმოაჩინა. ახალი Sportage, რა თქმა უნდა, ინტერნეტშიც შედის და სმარტფონებსაც უკავშირდება. თანაც, მულტიმედია სერიულია. აი, ასე მიიწევენ წინ კორეელები.
დასკვნა
ვისთვისაც ”ფოლკსვაგენ ტიგუანი” ზედმეტად ძვირია, Kia Sportage-ის სახით ძალიან საინტერესო ალტერნატივას მიაგნებს.
შტეფან ფოსვინკელი
ასევე დაგაინტერესებთ:
შრაიერი: კიას უკვე ევროპული ალღო აქვს!

როგორია ახალი Kia Optima?
ახალი სორენტო სრული სვლით

ჯერ არასდროს არ ყოფილა კია ასე იტალიური
