ჩეხური მარკის საინტერესო ისტორია: შკოდა 110 წლისაა!
30.10.2015
ზუსტად 110 წელი გავიდა მას მერე, რაც მლადა ბოლესლავში (ჩეხეთი) ავტომობილები იწარმოება , უშუალოდ ფირმა კი 120 წლის გახდა. AUTO BILD ულოცავს ”შკოდას” დაბადების დღეს!


1905 წლის 29 ოქტომბერი: ფირმის დამფუძნებლებმა ვაცლავ ლაურინმა და ვაცლავ კლემენტმა (L&K) თავიანთი პირველი ავტომობილი, ლეგენდარული Voiturette A წარმოადგინეს. სტატია გამოქვეყნდა ”ალგემაინე აუტომობილ ცაითუნგში”. აი, აქედან იწყება 110-წლიანი ისტორია

1985 წელს ვაცლავ ლაურინმა და ვაცლავ კლემენტმა დაარსეს კომპანია Laurin & Klement (L&K), რომელიც ”შკოდას” წინამორბედი ფირმაა. ამიტომაც მიეკუთვნება ეს ფირმა ერთ-ერთ ყველაზე ძველ ავტომწარმოებელთა სიას. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ”შკოდა” იმ მწარმოებლების ექსკლუზიური კლუბის წევრია, რომლებიც წელიწადში ერთ მილიონზე მეტ ავტომობილს აწარმოებენ. და რაკი დღეს ”შკოდას” დაბადების დღეა, მოდით, უკანა ხედვის სარკეში დაკვირვებით ჩავიხედოთ.


L&K-ს ლოგო და მოტორიზებული ველოსიპედი. თუმცა ფირმის დამფუძნებლები თავიდანვე ავტომობილების წარმოებაზე ოცნებობდნენ და ეს ოცნება ოდნავ მოგვიანებით აიხდინეს

”ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ მლადა ბოლესლავში უკვე 110 წელია ავტომობილები იწარმოება,” - ეს ”შკოდას” დირექტორთა საბჭოს წევრის, ბოჰდან ვოინარის სიტყვებია, - ”ლაურინმა და კლემენტმა თავის დროზე საძირკველი ჩაუყარეს უდიდეს წარმოებას და უდიდეს ისტორიას, რომლითაც დღეს მთელი ჩეხეთი ამაყობს. ჩეხეთში წარმოებულ ავტომობილებს მთელი მსოფლიო უდიდეს პატივს სცემს.”

და აი, პირველი ”შკოდა”, რომელიც მაშინ ქუჩაში გამოვიდა...


პირველი ”შკოდა”, რომლის სახელწოდება იყო Skoda Voiturette A. სიტყვა ფრანგულია და ითარგმნება, როგორც ”მანქანუკა” ან, მარტივად ”პატარა მანქანა”

თავისი ხელითვე შესრულებული ავტომობილით ფირმის დამფუძნებლებმა ფაქტობრივად ოცნება აისრულეს. ისინი წლების მანძილზე ოცნებობდნენ ავტომობილის გამოშვებაზე. L&K-ს მიერ 1900 წელს გამოცემულ მოტოციკლების კატალოგში ვკითხულობთ: „Laurin & Klement - ველოსიპედების, მოტოციკლების და ავტომობილების ფაბრიკა მლადა ბოლესლავში (ბოჰემიის სამეფო)”.

1907 წელს მათ უკვე 9 განსხვავებული მოდელი შექმნეს - პატარა 2-ცილინდრიანი ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილით დაწყებული, 4-ცილინდრიანი სარბოლო ბოლიდით გაგრძელებული, ვიდრე ტრანსპორტერებამდე და მინიბუსებამდე. 1905-დან 1925 წლამდე ”შკოდამ” ჯამში 60 სხვადასხვა მოდელი შექმნა.


გადაცემათა კოლოფს ჰქონდა 3 წინა და 1 უკუსვლის გადაცემა. ავტომობილი დაახლოებით 500 კილოგრამს იწონიდან. L&K-მ ჯამში Voiturette A-ს 44 ეგზემპლარი გამოუშვა



ამძრაობას 7 ცხენის ძალის მქონე 2-ცილინდრიანი ძრავა უზრუნველყოფდა, რომლის მოცულობა 1005 სმ3 გახლდათ. მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ იყო.

1925 წლის 27 ივნისს კომპანია L&K მექანიკური ინჟინერიის კონცერნმა Skoda-მ შეისყიდა. ლაურინს ტექნიკური დირექტორის პოსტზე დარჩენის ნება დართეს. მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მთლიანად შეწყდა ველოსიპედების და მოტოციკლების წარმოება. სწორედ ამ დროს შეიქმნა კომპანიის ლოგო. 30-იან წლებში პირველად მოხდა ისე, რომ ერთი კონკრეტული მოდელის 5000 ეგზემპლარი გაყიდეს. მოდელის სახელწოდებას არ იკითხავთ? Skoda Popular.


ეს იყო კომპანიის ოფიციალური ლოგო 2011 წლამდე, ეს კი მდიდრული ლიმუზინი Hispano Suiza (1926 წელი), რომელზეც ეს ლოგო პირველად გამოიყენეს.

ცივი ომის დროს ”შკოდა” ჩეხოსლოვაკიის ერთ-ერთი უმთავრესი სიამაყე იყო. ავტომობილები განსაკუთრებული პოპულარობით რუსეთში სარგებლობდნენ, თუმცა ”შკოდას” მანქანები პოპულარული იყო გდრ-შიც. უფრო მეტიც: გდრ-ში მანქანების 10 პროცენტი სწორედ ”შკოდას” მარკის იყო.

თუმცა ”შკოდა” ვერ მიჰყვებოდა იმ დროისთვის თანამედროვე ტენდენციებს და მხოლოდ 1964 წელს შეიქმნა უკანაძრავიანი მოდელი 1000 MB.

1964 წელს წარმოდგენილი Škoda 1000MB - უკანა ამძრაობით და უკანა ძრავით


”შკოდას” სამოდელო რიგიდან ბესტსელერი, რა თქმა უნდა, Octavia გახლდათ. ეს იყო ოჯახისთვის მშვენიერი მანქანა, ამ ფოტოზე კი 60-იანი წლების Octavia-ს ხედავთ

გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ”შკოდას” შესყიდვა ძალიან სურდა BMW-ს. უდიდეს ინტერესს იჩენდნენ ფრანგებიც - განსაკუთრებით ”რენო”. მაგრამ ”შკოდა” საბოლოოდ, 1991 წლის 16 აპრილს ”ფოლკსვაგენს” დარჩა და რამდენიმე წელიწადში ჩეხური ავტომწარმოებელი უკვე ევროპის 10 საუკეთესო მარკას შორის იყო.

აი, სერიოზული პროგრესი კი 1994 წლიდან დაიწყო, როცა მოდელი Felicia განახლდა, ორიოდე წლის შემდეგ კი ჩეხებმა ”ახალი” Octavia-ც წარმოადგინეს. სწორედ ეს არის ”შკოდას” ისეთი მოდელი, რომელსაც მარკის სავიზიტო ბარათი უნდა ვუწოდოთ.


ახალი ლოგო 2011 წლიდან

2005 წლიდან ”შკოდა” გერმანიაში ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორია, ისე კი, მარკა განსაკუთრებით ძლიერია ჩინეთის ბაზარზე, სადაც წელიწადში დაახლოებით 230 000 მანქანას ყიდის, გერმანიაში კი - 140 000-ს. საერთო ჯამში ”შკოდა” 100 ქვეყანაში იყიდება ოფიციალურად და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც. დღესდღეობით ”შკოდას” ყველაზე გაყიდვადი მოდელებია Fabia და, რა თქმა უნდა, უკვდავი Octavia. ”ფოლკსვაგენის” კონცერნისთვის კი შკოდა უკვე დიდი ხანია, წარმატების გარანტიაა.

”შკოდა” ავტომობილებს დღემდე აწარმოებს ჩეხეთში, მლადა ბოლესლავის ისტორიულ ქარხანაში. გარდა ამისა, ქარხნები აქვს კვასინიში და ვრჩლაბში (ასევე ჩეხეთი). ჩეხეთის მიღმა, ”შკოდას” მარკის ავტომობილები იწარმოება ჩინეთში, რუსეთსა და ინდოეთშიც. კომპანიას თითქმის 25 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და დღემდე 17 მილიონზე მეტი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.


საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კვასინის ქარხანაში მე-500 000 Skoda Yeti შეიქმნა

იხილეთ ვიდეო: შკოდას ისტორია


ასევე დაგაინტერესებთ:
შკოდას ამბიციები SUV-კლასში


რამდენად სუპერია შკოდას ახალი Superb?
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Skoda, შკოდა,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
ნინო გაჩეჩილაძის დახვეწილი თანამედროვე ბინა
სამი დიდი სახლი, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი - ვლადიმერ ჟირინოვსკის ქონება (+ფოტოები)
ამ ქალაქებში ხალხს იმაში უხდიან ფულს, რომ იქ იცხოვრონ!
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი თბილისის ზღვზე
2006 Nissan Fuga
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
რიო 2016: ზურაბ იაკობიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა [VIDEO]
სერია A. I ტური: გონსალო იგუაინმა "იუვენტუსს" პირველი გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
სხვა სიახლეები
რას იტყვით მაიბახის ასეთ ლუქსლაინერზე?
19.08.2016
მერსედეს-მაიბახი Pebble Beach 2016-ზე თითქმის 6-მეტრიან ლუქს-კუპეს გვიჩვენებს - სრული ამძრაობით და 750-ცხენისძალიანი ელექტროსიმძლავრით.
სრულად
მევლუდ მელაძის სამყარო - როცა შენს საქმეში პირველი ხარ!
05.08.2016
არიან ადამიანები, რომლებიც პირველები არიან თავის საქმეში და მევლუდ მელაძე სწორედ ასეთია.
სრულად
უბრალოდ მარია მაიამიდან
05.08.2016
მისი სახელი და გვარია ჯენა მარია ბალსლი და ის არ არის უბრალოდ მარია მაიამიდან, არამედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფოტომოდელი
სრულად
ყველაზე კითხვადი
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
Airbus-ის მფრინავი ტაქსი მგზავრებს პილოტის გარეშე მოემსახურება
რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები ყველაზე ხშირად სამუშაოდ
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 70% გაუმართავია
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
რამდენად კარგია ჩვენი მანქანები? ავტომობილების სანდოობის ახალი რეიტინგი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan X-Trail 3500 $
Opel Vectra 1500 $
იყიდება FODEN-ის მარკის თვითმცლელი, მუშა
Nissan X-Trail 4000 $