თბილისელი ჯაზ-ტაქსისტი (+ VIDEO)
თბილისელი ჯაზ-ტაქსისტი (+ VIDEO)
09.11.2015
მყავს ისეთი მგზავრებიც, რომლებიც იწერენ ნომერს, - ძირითადად, ჯაზის მოყვარულები და ხშირად ჩემს ტაქსის იძახებენ. მათ შორის ერთ-ერთი თამაზ ყურაშვილია, ქართული ჯაზის მეტრი. ქართველ ჯაზმენთა შორის მხოლოდ მას აქვს ვარსკვლავი გახსნილი. როდესაც ბატონი თამაზი პირველად ჩემს ტაქსიში ჩაჯდა, ტრაფარეტი ვაჩვენე, გულიანად იცინა...

ჩემს ტაქსის "ჯაზი" აწერია, მაგრამ არც პოლიცია და არც კლიენტი არ კითხულობს­ ამას. მხოლოდ ერთხელ ამ წარწერამ მოხუცი დააფრთხო - ხელი დამიქნია, გავაჩერე, რომ მომიახლოვდა და წარწერა წაიკითხა, ხელი ამიქნია, გაიარეო...

ალბათ, ბევრს შეუმჩნევია თბილისში ჯაზტაქსი, რომელიც სხვა ტაქსებისგან იმით განსხვავდება, რომ ყოველთვის­ სასიამოვნო მელოდია გაისმის და მუსიკის ამ მიმდინარეობაში მძღოლიც - 53 წლის თბილისელი მამუკა გერმანაშვილი - კარგად ერკვევა.

Auto Bild

- 16 წლამდე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობდი. იქაურობა ჭრელი, ხმაურიანი და ერთიანი იყო. ძველი სადგურის დანგრევას ჩვენი ეზოც მიაყოლეს და გლდანში გადავედი. ბავშვობიდან მიყვარდა საბუნებისმეტყველო საგნები, თუმცა ხატვაც მეხერხებოდა, ამიტომ დედამ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გადამიყვანა.­ მიუხედავად იმისა, რომ კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, მაინც ბიოლოგიის შესწავლა მინდოდა. ჩემი მშობლები კი საბჭოთა ქვეყანაში ამ პროფესიაში დიდ პერსპექტივას ვერ ხედავდნენ და გადაწყვეტილება რომ შემეცვალა, ბიოლოგიის მეცნი­ერებათა კანდიდატს შემახვედრეს. მან დამარწმუნა, რომ კალიების ჭერაში გაილეოდა ჩემი პროფესიული ცხოვრება, ამიტომ აზრი შევიცვალე და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. მაშინ უკვე დაქორწინებული ვიყავი და შვილიც მყავდა. მომავალი სხვაგვარად წარმოგვედგინა. თუმცა, ყველაფერი სულ სხვანაირად განვითარდა.

- ტაქსის მძღოლებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ 2 დიპლომი აქვთ... თქვენ მართლა გაქვთ 2 დიპლომი...

- დიახ, ვარ ხაზვა-ხატვის პედაგოგი და ქსოვილების დიზაინერი. ვიდრე ტაქსისტობას დავიწყებდი, ვმუშაობდი ინტერიერებზე უკრაინაში, რეკლამის მენეჯერად თბილისში, მერე 12 წელი ელექტრიკოსადაც ვიმუშავე. მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ქსელის რადიოთი შემოვიდა. მერე იყო ბაბინები, ფირფიტები, დისკები. ვუკრავ ფორტეპიანოზე, დასარტყამ ინსტრუმენტებსა და ბასგიტარაზე. ნიკოლაძეში სწავლისას პატარა ანსამბლიც გვქონდა.

- ტაქსისტობა როდის გადაწყვიტეთ?

- ძალიან ჭირდა, მშრალ ხიდზე ნამუშევრებს ვყიდდი... ჯანმრთელობაც შემერყა, ფიზიკურად მუშაობას ვეღარ შევძლებდი და მივუჯექი საჭეს. თავიდან გამიჭირდა მგზავრებთან ურთიერთობა. ახლა ვიცი, ვის გავუჩერო და ვის - არა. მგზავრები­ სამ კატეგორიად დავყავი: ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ და ფიქრობენ სხვებზე; ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ სხვებზე, და ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ.

- რომელი ჭარბობს?

- სამწუხაროდ, ბოლო... ჩემს ტაქსის "ჯაზი" აწერია, მაგრამ არც პოლიცია და არც კლიენტი არ კითხულობს­ ამას. მხოლოდ ერთხელ, ამ წარწერამ მოხუცი მამაკაცი დააფრთხო - ხელი დამიქნია, გავაჩერე, რომ მომიახლოვდა და წარწერა წაიკითხა, ხელი ამიქნია, გაიარეო.

Auto Bild

- რითი გასხვავდება ჯაზტაქსი სხვა ტაქსებისგან?

- იმით, რომ ჩემს მანქანაში მხოლოდ და მხოლოდ ჯაზი ისმის და ამ მანქანას მე, ჯაზის მოყვარული, ვმართავ. თუ ვამჩნევ, რომ მგზავრიც ჯაზის მოყვარულია, ვუმხელ, რომ ჯაზტა­ქსით მგზავრობს. მგზავრებს­ მოსწონთ ჩემი იდეა. ხშირად სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. მყავს ისეთი მგზავრებიც, რომლებიც იწერენ ნომერს, - ძირითადად, ჯაზის მოყვარულები და ხშირად ჩემს ტაქსის იძახებენ. მათ შორის ერთ-ერთი თამაზ ყურაშვილია, ქართული ჯაზის მეტრი. ქართველ ჯაზმენთა შორის მხოლოდ მას აქვს ვარსკვლავი გახსნილი. როდესაც ბატონი თამაზი პირველად ჩემს ტაქსიში ჩაჯდა, ტრაფარეტი ვაჩვენე, გულიანად იცინა. ჩემი ტელეფონი ჩაიწერა და ხშირად ვხვდებით.

- თბილისში უსაფრთხოა ტაქსით მგზავრობა?

- ღამით მხოლოდ იმ შემთხვევაში გავდივარ, თუ ჩემი მუდმივი კლიენტები მიძახებენ.­ ღამით მუშაობა საშიშია. დღე კი ყველგან საცობებია. ჩვენთან ფეხით სიარული ეზარებათ. მოსკოვის, სტამბოლისა და სხვა დიდი ქალაქების მცხოვრებთ,­ ეღიმებათ ხოლმე, ქართველები პურზეც კი ტაქსით დადიხართო.

► პირველად ეტლი-ტაქსი ძველ რომში გამოჩენილა, რომელსაც ღერძთან სათავსი ჰქონდა. მასში ყოველი 200 მეტრის გავლის შემდეგ თითო კენჭს აგდებდნენ. მარშრუტის ბოლოს კენჭების რაოდენობის მიხედვით ითვლებოდა მგზავრობის საფასურიც. ტაქსის პრიმიტიული წინამორბედები 1636 წელს ლონდონშიც გამოჩნდნენ, ერთი წლის შემდეგ კი - პარიზში.

► პირველმა მოტორიანმა ეკიპაჟმა 1890 წელს გაიარა პარიზის ქუჩებში, თუმცა ტრანსპორტირების ტარიფის არარსებობის გამო დიდი მოთხოვნით არ სარგებლობდა. 1891 წელს გერმანელმა ვილჰელმ ბრუნმა პირველი ტაქსომეტრი გამოიგონა და სიტუაციაც მალე შეიცვალა. 1907 წელს ლონდონში პირველი მოტორიანი ტაქსომეტრით აღჭურვილი მანქანა გამოჩნდა.

► XX საუკუნეში ნიუ-იორკში ერთ-ერთმა კომპანიამ მკვეთრ ყვითელ ფერად შეღება თავისი ტაქსები, რათა ისინი მგზავრისთვის შორიდანვე თვალში საცემი ყოფილიყო, ზემოდან კი შავ-თეთრი ჭადრაკული ნიშანი დაადგა. საბჭოთა წარსულიდან ბევრს ახსოვს ღია ყვითელი "გაზ-24" მარკის ტაქსები. ლონდონში ტაქსები, ტრადიციულად, შავია, პოლონეთში - ფერად-ფერადი, ჰონკონგში 3 ფერის ტაქსის შეხვდებით: წითელს, მწვანესა და ლურჯს. გერმანული ტაქსი კრემისფერია, სინგაპურში ლურჯი ტაქსები მოძრაობენ, ტაილანდში კი - ვარდისფერი.

ეკა სალაღაია
კვირის პალიტრა

იხილეთ ვიდეო: თბილისელი ჯაზ-ტაქსისტი



ასევე დაგაინტერესებთ:
ქართველი მძღოლების ყველაზე გავრცელებული შეცდომები
ზურაბ ბეჟაშვილი: 70-მა პროცენტმა მართვა არ იცის!

Auto Bild

დათო ტურაშვილი: კარგი მძღოლი არის ის, ვინც...
Auto Bild

წლის კაცი, Tesla-ს შეფი ელონ მასკი: შეუძლებელი არაფერია!
Auto Bild

გაიცანით სამარცხვინო მძღოლების რისხვა
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
ახალი ლამბო: ნაკლები სიმძლავრე, მეტი სიამოვნება - ეს როგორ?
2015-11-19 08:01:08
”ეს არის სერიოზული ავტომობილი სერიოზული მძღოლებისთვის,” - ასე ლაპარაკობენ ”ლამბორგინის” შეფები
სრულად
article image
Cat Image
კაცების ახალი სათამაშო
2015-11-11 11:07:28
BMW თავის უმთავრეს კონკურენტებს, ”აუდის” და ”მერსედესს”, უფრო სწორად კი მათ მოდელებს, Mercedes-AMG CLA 45-ს და Audi RS 3-ს ახალი და კომპაქტური, 370-ცხენისძალიანი კუპეთი შეუტევს.
სრულად
article image
Cat Image
ახალი კადილაკი: მდიდრული SUV ამერიკიდან
2015-11-10 11:41:52
”კადილაკმა” XT5-ის სახით SRX-ის შემცვლელი წარმოგვიდგინა. ეს არის უაღრესად მდიდრული SUV 310-ცხენისძალიანი V6 ძრავითა და 8-საფეხურიანი ავტომატიკით.
სრულად
იყიდება ოქროს ძეწკვი ჯვრის
ვარ 34 წლის მანდილოსანი,
ძალიან დაბალ ფასად ამერიკიდან
იყიდება მსოფლიოში ერთერთი ყველაზე
გიორგი ლორია: ბედნიერი ვარ, რომ მამა გავახარე
ავთო ებრალიძე: შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ პრეზიდენტმა არ გამიშვა
ლეგიონის უქმეები: საუკეთესო ლორია, არაბიძის და ხოჯავას გოლები საჯარიმოდან [VIDEO]
სხვა სიახლეები
ახალი ლენდ კრუიზერი საქართველოშია!
23.11.2015
საქართველოში ”ტოიოტას” ორივე ოფიციალური დილერის - ”ტოიოტა ცენტრი თბილისის” და ”ტოიოტა ცენტრი თეგეტას” შოურუმებში ახალი LC200 გამოჩნდა
სრულად
მდინარე ძირულაში მანქანა გადავარდა, ფეხმძიმე ქალს ეძებენ...
18.11.2015
ზესტაფონში მდინარე ძირულაში მანქანა გადავარდა. ავტომანქანაში მყოფ ფეხმძიმე ქალს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
სრულად
პრემიუმ ავტომ ახალი სერვის ცენტრი გახსნა
17.11.2015
კომპანია ”პრემიუმ ავტომ” ახალი, უმაღლესი ხარისხის სერვის ცენტრი გახსნა.
სრულად
ბუდაპეშტში ქართული რესტორანი “Vai me“ გაიხსნა
"იაგოს ღვინო" მსოფლიოს იპყრობს
"მოსწრებაზე არიან..." - მერიაში სერიოზული სკანდალი მწიფდება?!
N72 ნოემბერი 2015
ახალი ნომერი
არქივი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ჩინური წარმოშობის ტრაქტორი "ხინტაი"
Mercedes-Benz C 180 2800 $
Honda CR-V 4500 $
სასწრაფოდ იყიდება ბრეიტონის 4 დისკი,