
ახალი M2 სხვა მეორე სერიებისგან ვიზუალურად მნიშვნელოვნად განსხვავდება
BMW იანვარში, ჩრდილოეთ ამერის საერთაშორისო ავტოშოუზე (დეტროიტი) ახალ M2-ს წარმოადგენს. ეს გახლავთ ბავარიელთა ახალი მძაფრი კუპე, რომლის მთავარი უპირატესობები მისი ორმაგად დამუხტული 3 ლიტრი მოცულობის მქონე 6-ცილინდრიანი ძრავა და 370-ცხენისძალიანი სიმძლავრეა. ამგვარი ამძრაობით M2 კონკურენტებს ნამდვილად აღარ ჩამოუვარდება.

ცნობისათვის, Audi RS3-ის სიმძლავრე 367 ცხენის ძალაა, ახლახან განახლებული Mercedes-AMG CLA 45 კი 381 ცხენით გვაწონებს თავს. თუმცა, სიმძლავრეზე თითქმის უფრო მნიშვნელოვანი ბრუნის მაღალი მომენტია: 465 ნიუტონმეტრი საკმაოდ დაბალ, 1400 ბრუნზე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მონაცემები ლამის სუპერსპორტულის დარი აქვს: 0-დან 100 კმ/სთ-მდე M2 4,3 წამში ჩქარდება (მექანიკურით 4,5 წამში), მაქსიმალური სისწრაფე კი 250 კმ/სთ გახლავთ. თუმცა, ის შეზღუდულია. აი, პაკეტ M Drivers Package-ით კი 270 კმ/სთ-ია შესაძლებელი.

ბავარიელები გვპირდებიან, რომ M2-ის საწვავის საშუალო ხარჯი მხოლოდ 7,9 ლიტრი იქნება. ცხადია, მანქანას ექნება თანამედროვე მულტიმედია და აპლიკაცია, რომლის მიხედვითაც, შეგიძლიათ, ტრეკზე დაფიქსირებული დროები ”ფეიბუქზე” დაპოსტოთ ხოლმე.
რობინ ჰორნიგი

ასევე დაგაინტერესებთ:
BMW-ს ახალი მესამე სერია რადიკალურად სხვანაირი იქნება!

სუპერსპორტული BMW 2017 წლიდან გამოვა?

იხილეთ ფოტოგალერეა:
BMW-ს ახალი და მომავალი მოდელები

დატიუნინგებული BMW M2 480 ცხენის ძალით

რომელ მანქანებს იპარავენ გერმანიაში ყველაზე ხშირად?

გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4

ყველაზე მძაფრი BMW M6
