ანდრეი აბრაჰამიანი ჩრდილოეთ კორეაში, NGO Choson Exchange-ში მუშაობს და ეს ფოტოები, რომლებიც იქაური სარეკლამო ბროშურებიდანაა, სწორედ მან გაავრცელა. ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში ის Pyeonghwa Motors-ის შოურუმს ესტუმრა. ამ კომპანიის ავტოქარხანა ქალაქ ნამპოში მდებარეობს, დედაქალაქში კი მხოლოდ შოურუმია, სადაც ჯამში 25 სხვადასხვა მოდელი დგას. აღსანიშნავია, რომ Pyeonghwa Motors წელიწადში მხოლოდ 1500 ავტომობილს აწარმოებს.
ავტომობილების დიზაინი, რა თქმა უნდა, მოპარულია, რადგან მოდელები ცნობილი ავტომობილების ასლებს (ძირითადად ”ფოლკსვაგენის” და ”მერსედესის”) წარმოადგენენ. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეაში მანქანები კი არ იწარმოება, არამედ უბრალოდ სხვადასხვა ნაწილებისგან ეწყობა - დეტალები კი ჩინეთიდან ჩააქვთ.
ბროშურებიდან ჩანს, რომ ავტომობილები ძალიან სუსტია. თითოეული მათგანის სიმძლავრე 80 ცხენის ძალაზე მეტი არ არის. აი, ფასები კი ძალიანაც თანამედროვეა: 10 000-დან 30 000 დოლარამდე. თუმცა ჩრდილოეთ კორეაში ავტომობილს ნებისმიერი მსურველი ვერ შეიძენს - იქ ავტოგაყიდვები მკაცრად კონტროლდება და საკუთარი მანქანის ქონა მხოლოდ ”რჩეულთა” ხვედრია. ”რჩეულთა” შერჩევის კრიტერიუმები უცნობია, მაგრამ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, როგორც ხდება ავტომობილის შეძენის უფლების მოპოვება...
ამ ფოტოზე ორიგინალის და ასლის ერთმანეთისგან გარჩევა არ გაგიჭირდებათ
ასევე დაგაინტერესებთ:
ვიდეო: უკრაინელების სტრიპტიზი უფასო საწვავისთვის

აი, რა ემართება მანქანას 200 კმ/სთ-ით შეჯახებისას (+ VIDEO)

განრისხებული რუსი მძღოლი ნაჯახით და იარაღით (+ VIDEO)

რუსი პოლიციელების შურისძიება (+ VIDEO)

სხვა საინტერესო ვიდეოების სანახავად დააჭირეთ აქ
ერთი დღე ნახევარმილიონიან მერსედეს-მაიბახში

ყველაზე ძვირფასი ავტომობილები

პოლიციის ავტომობილები დუბაიში (+VIDEO)

დუბაის პოლიციას ბუგატიც მიართვეს!