როგორი სიტუაციაა მარჯვენასაჭიანებთან დაკავშირებით ლიტვაში?
08.12.2015
ინტერვიუ ლიტვური AUTO BILD-ის რედაქტორ ვიტოლდას მილიუსთან

საქართველოში 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება. ვფიქრობთ, მკითხველებისთვის საინტერესო უნდა იყოს, როგორი მდგომარეობაა მარჯვენასაჭიანებთან დაკავშირებით ევროპის ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ლიტვა.

ჩვენ დავუკავშირდით ლიტვური AUTO BILD-ის გამომცემელსა და მთავარ რედაქტორს, ცნობილ რალისტს და გამოცდილ ავტომობილისტს ვიტოლდას მილიუსს, რომელიც საქართველოშიც არაერთხელ ყოფილა და ვთხოვეთ, აეხსნა, როგორი სიტუაციაა მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით ლიტვაში.


ვიტოლდას მილიუსს საქართველო ძალიან უყვარს და ხშირად ჩამოდის ხოლმე

აღმოჩნდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეძენისა და რეგისტრაციის სურვილი ლიტვაშიც ბევრს აქვს. საქმე იმაშია, რომ უამრავი ლიტველი ბრიტანეთში ცხოვრობს, ბრიტანეთში კი მეორადი ავტომობილები საკმაოდ იაფია. ამიტომაც, ლიტვაშიც ბევრს აქვს იმის სურვილი, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჰყავდეს - ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, დაბალი ფასია. როგორც ხედავთ, ლიტვაში არსებული სიტუაცია საკმაოდ ჰგავს საქართველოს რეალობას.

”ლიტვაში ყოველთვის აკრძალული იყო და პრინციპში, ახლაც შეუძლებელია მარჯვენასაჭიანი ავტომობილის რეგისტრაცია, - გვითხრა ინტერვიუში ვიტოლდას მილიუსმა, - ბრიტანეთში ბევრი ლიტველი ცხოვრობს, იქ მეორადი ავტომობილები გაცილებით იაფია, ვიდრე გერმანიაში და ამიტომ, ბევრი ლიტველი ჩამოიყვანდა ბრიტანეთიდან მეორად მარჯვენასაჭიანებს.”

”ლიტვაში დაიწყო დისკუსიები იმის შესახებ, რომ აკრძალვა მოიხსნას. ჩვენ ძალიან სერიოზული დისკუსიები გვქონდა ამ თემაზე, რადგან პრინციპში, მიუღებელია, რომ ქვეყანა, სადაც მოძრაობა მარჯვნივ გვაქვს, მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გაივსოს. და დიახაც არის იმის საშიშროება ჩვენთან, რომ ძალიან ბევრი მარჯვენასაჭიანი შემოვიდეს. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი ტექ-დათვალიერება. ლიტვაში ავტომობილი რეგისტრაციას გადის მხოლოდ მას მერე, რაც გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას. ამრიგად, შეიქმნა ასეთი სიტუაცია: რეგისტრაციისას გეუბნებიან, რომ ჯერ უნდა გაიარო ტექ-დათვალიერება. მიდიხარ ტექ-დათვალიერებაზე და მარჯვენასაჭიანი ვერ გადის გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არაა ზუსტად დადგენილი, კონკრეტულად რა უნდა მოთხოვონ მარჯვენასაჭიანს იმისათვის, რომ ტექ-დათვალიერება გაიაროს,” - აცხადებს ჩვენი ლიტველი კოლეგა.

როგორც ხედავთ, ლიტვაში საკმაოდ ჩახლართული სიტუაციაა. ვიტოლდას მილიუსი აცხადებს, ლიტვა იქითკენ მიდის, რომ მარჯვენასაჭიანების რეგისტრაცია აკრძალული შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ მძღოლებს ისეთი მოთხოვნები დაუწესდებათ, რომ მარჯვენასაჭიანის შეძენა და რეგისტრაცია აღარ იქნება მათთვის მომგებიანიო.

”მაგალითად, მოთხოვნებში ჩაიწერება, რომ მარჯვენა მხარეს უნდა დაუყენონ სპეციალური კამერა, რომლითაც დაინახავენ და შეაფასებენ ვითარებას ტრასაზე გასწრებისას. აუცილებელი გახდება ფარების შეცვლა, რათა მარჯვენასაჭიანმა ავტომობილმა არ დააბრმავოს შემხვედრი ავტომობილის მძღოლი. თუმცა, უახლესი ავტომობილების შემთხვევაში ფარები ავტომატურად არეგულირებენ განათებას და არ აბრმავებენ შემხვედრს, მაგრამ ასეთები მეორად ბაზარზე ჯერ არ არის, ან ძალიან ცოტაა და ძვირი ღირს. არსებობს გამჭვირვალე სტიკერებიც, რომლებსაც მაშუქზე დააკრავ და ასევე აღარ დააბრმავებს, რაც ფარის გამოცვლაზე გაცილებით იაფი გამოსავალია. ერთი სიტყვით, ლიტვაში უნდა მივიღოთ ისეთი მდგომარეობა, რომ მარჯვენასაჭიანის რეგისტრაცია აკრძალული არ იყოს, მაგრამ მძღოლს არ უღირდეს და არ ერჩივნოს მარჯვენასაჭიანის შემოყვანა. მოდით, დავაკვირდეთ, სად ვხედავთ მარჯვენასაჭიანებს ხშირად: რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში - ისეთ ქვეყნებში, სადაც ხალხს არ აქვს ბევრი ფული, მაგრამ სიღარიბის გამო აბსურდამდე ხომ არ მივალთ?” - აცხადებს ვიტოლდას მილიუსი, თუმცა იქვე დასძენს:

”პირადად მე ხშირად ვმჯდარვარ მარჯვენასაჭიანზე არა მარტო ლიტვაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, საქართველოშიც და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს მარჯვენასაჭიანის მართვა, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, რალისტი ვარ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ კარგი მძღოლისთვის ეს მართლა არ არის პრობლემა, მაგრამ დამწყები და გამოუცდელი მძღოლისთვის კი ნამდვილად პრობლემაა. საქართველოს ტრასებზეც ხშირად მინახავს, როგორ ქმნიან მარჯვენასაჭიანები ავარიულ სიტუაციებს. თუმცა თქვენს გზებზე მინახავს ისეთი მარჯვენასაჭიანებიც, რომლებიც საკმაოდ გონივრულად და კარგად დადიან.”

საუბრის ბოლოს, ვიტოლდას მილიუსმა გვითხრა, რომ საქართველოსთვის მომდევნო ნაბიჯები ევრო 4 სტანდარტის შემოღება და ტექ-დათვალიერების დაბრუნება უნდა იყოს...


2008 წლის ომის შემდეგ ვიტოლდას მილიუსი თბილისში ლიტვიდან ამ 09-ით ჩამოვიდა და ასე გამოუცხადა საქართველოს მხარდაჭერა. ჩვენი ჟურნალის ერთგულ მკითხველებს ეს ისტორია აუცილებლად ეხსომებათ

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ინტერვიუ, მარჯვენასაჭიანები,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
რამდენად ახალია ახალი გოლფი სინამდვილეში?
2017-06-22 07:51:27
ახალი ძრავები და ნავიგაცია, რომელსაც ჟესტებით ვმართავთ: ”ფოლკსვაგენმა” ”გოლფი” განაახლა და ჩვენ ის უკვე შევამოწმეთ
სრულად
article image
Cat Image
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
2017-06-14 06:15:23
”სტელვიო” ”ალფა რომეოს” პირველი SUV-ია, რომელიც კლასში საუკეთესო სპორტულობას გვპირდება. ჩვენ ის გავტესტეთ და შეგვიძლია ვთქვათ: დიახ, ეს ყველანაირად ნაღდი ალფაა!
სრულად
article image
Cat Image
ახალი Mercedes E-კლასი კუპე - შეხვედრა მრავლისმნახველ ბაბუასთან
2017-05-31 07:02:04
ახალი ”E-კლასი კუპე” მშვენიერი ავტომობილია, მაგრამ აქვს იმის პოტენციალი, რომ W124-ივით ლეგენდარული გახდეს?
სრულად
ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური ჭადრაკი ოქროთი და ალმასებით
"მიხარია, ბავშვებისგან რომ მესმის, ზურა პაპას პაღში მივდივართო" – კაცი, რომელმაც გლდანში საოცარი სკვერი მოაწყო
ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში დედოფლის სასახლის მახლობლად
იყიდება 3-ოთახიანი დიდუბეში
ქირავდება სავაჭრო ფართი მთაწმინდაზე
იყიდება აგარაკი თეთრიწყაროში
იყიდება 2-ოთახიანი საბურთალოზე
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს
საქართველო-პორტუგალიის მატჩის ბილეთებს გადამყიდველები 40 ლარად ყიდიან
"ჟირონა" - კატალონიის "მანჩესტერ სიტი"
სხვა სიახლეები
ყველამ მაგინა, ვისაც არ დაეზარა - გვეშველება რამე?
29.06.2017
როდესაც გავიგე, რომ 1 ივლისიდან ჯარიმების ასქულიანი სისტემა შემოდიოდა, გადავწყვიტე მანქანის ახლებურად, ანუ წესების დაცვით მართვაში მევარჯიშა და... აი, მანდ შევცდი.
სრულად
ახალი ტოიოტა პრიუსი - ყოველთვის ყურადღების ცნტრში
28.06.2017
ალბათ ყველას გვახსოვს ის დრო, როდესაც ქართველი ავტომომხმარებლები საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ჰიბრიდული ტექნოლოგიების მიმართ.
სრულად
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
28.06.2017
პირველი ივლისიდან ძალაში შევა ახალი კანონი ”საგზაო უსაფრთხოების შესახებ”, რაც იმას ნიშნავს, რომ მართვის მოწმობაზე ქულათა სისტემა ამოქმედდება.
სრულად
ყველაზე კითხვადი
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
შსს გაზზე მომუშავე ავტომობილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„კუკუშკას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
დღეიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდა - რა დარღვევაზე რამდენი ქულა დაგაკლდებათ
N91 ივლისი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
ყველამ მაგინა, ვისაც არ დაეზარა - გვეშველება რამე?
ყველამ მაგინა, ვისაც არ დაეზარა - გვეშველება რამე?
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება მარშუტკის სავარძლები, ფასი შეთანხმებით.
Toyota Noah 50 $
წაიკითხეთ ყურადღებით - იყიდება ტოიოტა
Honda Fit 50 $
U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტში" დარჩენის შანსი თითქმის გამოირიცხა
გიორგი არაბიძე: როგორ არ უნდა გინდოდეს ევროპის ჩემპიონატზე თამაში?!
დღიურად 2 ოთახიანი ბინა, საბურთალო
დღიურად 3 ოთახიანი ბინა, საბურთალო