ლენდ როვერის ”დისკო” თუ Mercedes GLC?
ლენდ როვერის ”დისკო” თუ Mercedes GLC?
21.12.2015
”ლენდ როვერმა” ასპარეზზე Discovery Sport გამოიყვანა. რა შანსები აქვს ამ მოდელს Mercedes GLC-სთან?

გაიხსენეთ, როგორ იწყება ნებისმიერი დისკოთეკა და სწორედ ასე უნდა მივესალმოთ ახალ Land Rover Discovery Sport-ს, რომელსაც ჩვენ და, ალბათ თქვენც, უბრალოდ ”დისკოს” უწოდებთ. ეს ავტომობილი არა მარტო Land Rover Discovery-ს სპორტული ვერსიაა, არამედ, ამავდროულად, Land Rover Freelander-ის შემცვლელიც გახლავთ. და სწორედ ამ კლასშიც ხვდება ეს მანქანა ასევე ახალ Mercedes GLC-ს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რომელ მათგანი წარმოგვიდგენს საუკეთესო შოუ-პროგრამას?



ორივე ავტომობილის გვერდიგვერდ დაყენებისა და თვალის შევლებისას ხვდები, რომ პირველი უპირატესობა ”დისკოსია”, რადგანმ მას გაცილებით ეფექტიანი ”რენჯ-როვერული” დიზაინი აქვს და პირველი შეხედვით სიმძლავრისა და მდიდრულობის განსახიერებაა. ”ბენცის” SUV-ს კი შედარებით მოკრძალებული ვიზუალი აქვს, ”მერსედესის” აქტუალური, რბილი სტილის გამტარებელია და თითქმის ჩამრგვალებული.

ინტერიერის მიხედვით GLC აქტუალური C-კლასივითაა: ანუ, ძვირფასი, სამაგალითო და ნებისმიერ შემთხვევაში სედანური. ”დისკოში” სხვა სამყაროს ვხვდებით: შესრულება წესრიგის, რობუსტულობისა და თავის გატანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ”ლენდ როვერის” ინტერიერი უფრო სათავგადასავლოა.


GLC სიმაღლეში 1,64 მეტრია, რაც იმას ნიშნავს რომ ”დისკოზე” 8 სანტიმეტრით დაბალია. ინტერიერის შესრულება იგივეა, რაც ”C-კლასში” - ანუ, მაღალხარისხიანი. და სედანური. სალონის წინა ნაწილში ”ლენდიზე” მეტი სივრცეა, უკან - ნაკლები. სამაგიეროდ, ჯდომის პოზიცია აქაც ძალიან კომფორტულია. საბარგულის მინიმალური მოცულობა 550 ლიტრია, მაქსიმალური - 1600 ლიტრი



მაქს. სიღრმე 1,71 მ; მინ. სიღრმე 0,90 მ; სიგანე 1,10 მ

სალონის წინა ნაწილში ”ბენცი” უფრო ტევადია. სამაგიეროდ, უკანა სავარძელზე მოთავსებული მგზავრები ახალ ”ლენდიში” უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს. თუნდაც იმიტომ, რომ სავარძელი იყოფა და 16 სანტიმეტრზე სრიალებს. გარდა ამისა, რეგულირდება საზურგეც. თუ კიდევ დაახლოებით 1300 ევროს დაამატებთ, ”ლენდ როვერი” ამ მოდელში, სულ უკან, სავარძლების მესამე რიგსაც ჩადგამს. თუმცა ამ უკანასნელზე დაჯდომას მხოლოდ პატარებს ვურჩევთ.

”დისკოს” ამ შემთხვევაში დიზელის ახალი, 2-ლიტრიანი ძრავა ამოძრავებს, რომლის სიმძლავრე 180 ცხენის ძალაა. ეს გახლავთ საკმაოდ სოლიდური, მძლავრი ტიპი, რომელიც ZF-ის 9-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ჰარმონიულად თანამშრომლობს. ”ლენდი” სასწორზე 2 ტონაზე მეტს წერს (2088 კგ) და ამ წონას მოძრაობაში გრძნობ. ოღონდ არცთუ ძალიან - ”დისკო” მოხდენილად და კომფორტულად დადის - უბრალოდ, მსუბუქად ირყევა.


გასაგები, ფუნქციური კოკპიტი, მეგობრული შესრულება. ავტომატიკის დასატრიალებელი რეგულატორი ცენტრალურ კონსოლზე ზის. სალონის უკანა ნაწილი ტევადია, სავარძელი სრიალებს და შესაძლებელია საზურგის რეგულირებაც. საბარგულის მინიმალური მოცულობა 541 ლიტრია, მაქსიმალური - 1698 ლიტრი



მაქს. სიღრმე. 1,79 მ; მინ. სიღრმე. 0,95 მ; სიგანე 1,11 მ

არც ”მერსედესია” მსუბუქი. მხოლოდ 100 კილოგრამით ნაკლებს იწონის. თუმცა მისი დიზელის 2,1-ლიტრიანი ძრავა 204 ცხენის ძალით უფრო ენერგიულია, ცოტათი ნერვიული 9-საფეხურიანი ავტომატიკა კი გადაცემებს ბეჯითად რთავს. შედეგი: მნიშვნელოვნად უკეთესი სვლა. GLC უფრო ელასტიურად დადის, ვიდრე ”დისკო” და მისი დაკიდება ძალიან კომფორტულია.

სამწუხაროდ, მთელი ეს სიამოვნება ორივე ავტომობილის შემთხვევაში ძვირია. კარგია, თუ უკეთესი, ”მერსედესის” და ”ლენდ როვერის” შოუ ძვირი ღირს.




ასევე იხილეთ:
დემონი ანგელოზის წინააღმდეგ
Auto Bild

იურიული პერიოდის მანქანები:
Mercedes GLE Coupe და BMW X6



ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
Auto Bild

კორვეტი თუ მაკლარენი? სრული სიამოვნება ნახევარ ფასად!
Auto Bild

ეს აუდი BMW X5-ს უტევს!


ჯენტლმენი გოძილას წინააღმდეგ
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
სასტიკი ავარია: 1750-ცხენიანი შევროლე კამარო, 320 კმ/სთ (+ VIDEO)
29.07.2016
კალიფორნიის აეროდრომზე სასტიკი ავარია მოხდა - არა თვითმფრინავით, არამედ უძლიერესი ”შევროლე კამაროთი”, რომლის სიმძლავრე 1750 ცხენის ძალაა.
სრულად
შუმახერის შვილმა მამისთვის გაიტანა!
29.07.2016
გერმანიის გრანპრის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება, ქალაქ მაინცში, მიხაელ შუმახერის პატივსაცემად, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
სრულად
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
28.07.2016
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Jeep Liberty. 50 $
იყიდება აალების სანთელი სვეჩი /
Nissan Rogue 9000 $
Opel Vectra 450 $