ავტომობილი მათთვის, ვინც უკვე დარგო ხე, ააშენა სახლი და მისცა დასაბამი ახალ სიცოცხლეს
ავტომობილი მათთვის, ვინც უკვე დარგო ხე, ააშენა სახლი და მისცა დასაბამი ახალ სიცოცხლეს
29.12.2015
ადამიანი იმიტომ იბადება, რომ ააშენოს სახლი, დარგოს ხე და მისცეს დასაბამი ახალ სიცოცხლეს. ნამდვილი ავტომოყვარული კი იმიტომ იბადება, რომ ააშენოს სახლი, დარგოს ხე, მისცეს დასაბამი ახალ სიცოცხლეს და მართოს «პორშე». პირველი და ბოლო ვალდებულებები თითქმის ერთნაირად ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ყველა ცხოვრებისეული ვალდებულება იაფი ვერ იქნება.

ნამდვილი ავტომოყვარულისთვის დამატებულ ამ მეოთხე ვალდებულებაში პირველ რიგში მაინც Porsche 911 Carrera იგულისხმება - ნაღდი, ცივსისხლიანი, სრულყოფილი სპორტული ავტომობილი, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო სარბოლო ტრასებზეც კი ბადალი არ ჰყავს.



როგორც ნებისმიერ ავტომოყვარულს, მეც არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა მამაჩემმა პირველად მანდო ავტომობილი, ასევე დღე, როცა პირველად ვმართავდი პირველ საკუთარ ავტომობილს და დღე, როცა სარბოლო ტრეკზე პირველად «ვიფრინე» Porsche 911-ით. თუმცა, დრო, როცა «პორშე» მხოლოდ წმინდა წყლის სპორტქარებს ქმნიდა, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. 21-ე საუკუნის დასაწყისში, ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნიდან გამომდინარე, «პორშე» ფაქტობრივად იძულებული გახდა, გამოეშვა ამ მარკისთვის უჩვეულო, მაგრამ იმ დროისთვის უკვე წარმოუდგენლად პოპულარული კლასის ავტომობილი Porsche Cayenne, რომელიც Volkswagen Touareg-ისა და Audi Q7-ის «ბიძაშვილია» - სამივე ერთ ტექნიკურ პლატფორმაზე აიწყო. სწორედ აქედან დაიწყო «პორშესა» და «ფოლკსვაგენის» კონცერნის «დანათესავება», რაც 2009 წელს იმით დამთავრდა, რომ «პორშე» «ფოლკსვაგენ ჯგუფის» წევრი გახდა.

«პორშეს» მშობლიურ ქალაქ ცუფენჰაუზენში სამართლიანად მიიჩნევენ, რომ «კაიენი» იყო პირველი ბიძგი ფინანსური წარმატებისკენ 21-ე საუკუნის დასაწყისში - ანუ, მაშინ, როცა სუფთა სპორტქარების გაყიდვებმა იკლო და მოდაში SUV-კლასის მანქანები შემოვიდა (ავტომობილები, რომლებსაც ჩვენ დღემდე «ჯიპებს» ვუწოდებთ). «კაიენის» წარმატებამ «პორშეს» 2009 წლისთვის კიდევ ერთი მისთვის უჩვეულო, მაგრამ ისეთი ავტომობილის წარმოებისკენ უბიძგა, რომელსაც წარმატება და პოპულარობა ჩანაფიქრშივე გარანტირებული ჰქონდა: Porsche Panamera-ს ვგულისხმობთ. 4-კარიანი «პორშე» და თანაც სედანი? ამ უსპორტულესი მარკის ძირძველმა ფანებმა თავში ხელები წაიშინეს მაგრამ...



დღეს უკვე არა მარტო ექსპერტების მოსაზრებებით, არამედ სტატისტიკით, ციფრებით და სარბოლო ტრასებზე დაფიქსირებული შედეგებითაც დამტკიცებულია, რომ «პორშე პანამერა» ყველაზე სპორტული მდიდრული სედანია - ლუქს კლასის ლიმუზინი «პორშესთვის» დამახასიათებელი დინამიკით, მართვადობით, მანევრულობითა და, ამავდროულად, კომფორტით, რომლის მსგავსსაც «პანამერამდე» მხოლოდ Mercedes S-კლასიდან ან BMW-ს მეშვიდე სერიიდან იცნობდით.

ეს არის 5-მეტრიანი სიგრძის მქონე მდიდრული სედანი 6 და 8-ცილინდრიანი ძრავებითა და 250-დან (პირველი თაობის დიზელი) 570 ცხენის ძალამდე (Turbo S, 2014-დან) სიმძლავრით. «პანამერა» ის შემთხვევაა, როცა ცხენის ძალებთან ერთად აუცილებლად უნდა ახსენო მისი ტრანსმისიებიც: «პორშეს» ლეგენდარული PDK, რომელიც უნიკალური 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია, ან ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებლის, ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატიკა.



«პანამერას» შეძენა არა მარტო იმ მეოთხე ცხოვრებისეული ვალდებულების შესრულებას ნიშნავს, არამედ, ფაქტობრივად ახდენილი საავტომობილო ოცნებაა, რადგან ხდები სტატუსის განმსაზღვრელი ლუქს-ავტომობილოს მფლობელი და, შესაბამისად, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე ყურადღების ცენტრში ხარ და, ამავდროულად, ხდები ისეთი მანქანის მფლობელი, რომლითაც ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე შეგიძლია მიაშურო ტრეკს და დაიკმაყოფილო სპორტული სურვილები. საამისოდ «პანამერაში» ყველა წინაპირობაა - მათ შორის, სვლის ისეთი აუცილებელი რეჟიმები, როგორებიცაა «სპორტი» და «სპორტ პლუსი», რომლითაც «პანამერა» ნამდვილ სარბოლო ბოლიდს ემსგავსება.



ყველა ამ სიკეთესთან ერთად, «პორშეს» მფლობელი ავტომატურად ხდება რჩეულთა კლუბის წევრი, რადგან «პორშე» არა მარტო სტატუსის მაჩვენებელია, არამედ ცხოვრების სტილსაც გამოხატავს. სწორედ ამიტომ შექმნეს შტუტგარტელებმა Porsche-Travel-კლუბი, სადაც სწორედ ზემოთ ხსენებული რჩეული საზოგადოებაა გაერთიანებული და «პორშე», სპეციალურად მათთვის, პერიოდულად აწყობს სამოგზაურო ღონისძიებებს მსოფლიოს საუკეთესო ადგილებში. თანაც მინიმალურ ფასად - ანუ, თავად «პორშეს» ამ მოგზაურობებიდან მოგება არ რჩება. Porsche-Travel-კლუბი მხოლოდ და მხოლოდ მისი წევრების სიამოვნებისთვისაა შექმნილი.



სწორედ Porsche-Travel-კლუბმა მოაწყო მორიგი ასეთი მოგზაურობა ზაფხულში - ოღონდ, ამჯერად ჟურნალისტებისთვის და «პორშე ცენტრი თბილისის» ამ ზღაპრულ წინადადებაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, ასეთი შანსი ადამიანს მხოლოდ ორ შემთხვევაში ეძლევა - ან «პორშეს» მფლობელი უნდა იყოს, ანაც Porsche-Travel-კლუბში გაწევრიანებული ჟურნალისტი.

მოგზაურობა ევროპაში დაიგეგმა: სტარტი პრაღაში, მეორე დღე ბრატისლავაში, მესამე დღე ბუდაპეშტში, ფინიში - ვენაში. გზად კი, რა თქმა უნდა, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ავსტრიის საუკეთესო ადგილების მონახულება. რაც შეეხება ყველაზე მთავარს, ავტომობილს: ჩვენ განკარგულებაში იყო «პორშე პანამერას» ყველა მნიშვნელოვანი ვერსია - დაწყებული ჩვეულებრივი მოდელით (თუკი შეიძლება, რომ «პანამერას» რომელიმე მოდელს ჩვეულებრივი ეწოდოს), ვიდრე იმ ექსკლუზიური ვერსიამდე, რომლის მხოლოდ 100 ეგზემპლარი არსებობს. მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა.



სტარტი «პორშეს» პრაღის ცენტრიდან ავიღეთ - დაუვიწყარი მოგზაურობა სწორედ იმ «პანამერათი» დაიწყო, რომელიც სწორედ მოგზაურობებისთვისაა ზედგამოჭრილი: Porsche Panamera GTS. ეს «პორშეს» სამოდელო რიგში ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია. GTS ასე იშიფრება: Gran Turismo Sport. როგორც კი საჭესთან მოვთავსდი, სანამ სავარძელს მოვირგებდი, თვალში მომხვდა ბოთლი. წყლის ბოთლი «პორშეს» ლოგოთი და წარწერით «საუკეთესო სუვენირი - თქვენი პირადი მოგონებები» და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტყვების გამართლება ყველაზე უკეთ სწორედ Panamera GTS-ს შეუძლია. გაძლიერებული სიმძლავრე, გაძლიერებული მუხრუჭები, სპორტული, მაგრამ არა 911-ივით ხისტი დაკიდება, ამორტიზატორების რეგულირების სისტემა PASM, რაც, ძრავის მადისაღმძვრელ ჟღერადობასთან ერთად, სპორტული ავტომობილისთვის აუცილებელი ატრიბუტიკაა და პლუს ამას კომფორტი - რეალური კომფორტი! ასევე მოდიფიცირებული ატმოსფერული V8-ძრავა 4,8-ლიტრიანი მოცულობით, 440 ცხენის ძალითა და 520-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით. ეს მათთვის, ვინც Porsche Panamera GTS-ს საერთოდ არ იცნობს, ისე კი, ტექნიკურ მონაცემებს «პორშე ცენტრი თბილისშიც» მოიკითხავთ, აქ კი სულ სხვა რამეზე მსურდა ყურადღების გამახვილება...



განუმეორებელია განცდა, როცა გრძნობ, რომ ავტომობილი ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე ყურადღების ცენტრში გამყოფებს, მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილ კომფორტს გთავაზობს და სტატუსთან ერთად უდიდეს სიამოვნებასაც განიჭებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მიადგავ, მიფრინავს, თუ არა და - მიცურავს. ამ ყველაფერში ერთ-ერთი უმთავრესი როლი აქვს გადაცემათა კოლოფს - «პორშეს» განუმეორებელ PDK-ს. როგორ აგიხსნათ? აი, ავტომოყვარულები რომ ამბობენ ხოლმე, ავტომატიკას მექანიკა მირჩევნიაო, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლეგიტიმური მოსაზრებაა, რომელსაც ნებისმიერ ავტომოყვარული ლოგიკურად დაასაბუთებს. მაგრამ თუკი არსებობს საუკეთესო ავტომატიკა, ეს პირველ რიგში (და იქნებ სულაც მხოლოდ) «პორშეს» PDK-ზე ითქმის! და თუ «პორშეს» შეიძენთ, არ თქვათ უარი PDK-ზე! ეს არის საუკეთესო ავტომატური გადაცემათა კოლოფი მათ შორის, რაც ოდესმე შექმნილა! და რაც მთავარია, Panamera GTS-ს PDK სტანდარტულ კომპლექტაციაში მოყვება. სხვათა შორის, ისევე, როგორც Sport Chrono პაკეტი, რომლითაც «პორშეში» ძალიან ამაყობენ და, სამართლიანადაც. ყველა ამ «სიკეთით» აღჭურვილი Panamera GTS 100 კმ/სთ-მდე 4,4 წამში ჩქარდება და მაქსიმუმ 288 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.



GTS-ის შემდეგ ჩვენ განკარგულებაში ჯერ Panamera Turbo, მერე კი Panamera Turbo S იყო და სწორედ ამ უკანასკნელით გადავედით სლოვაკეთში. რაკი დღეს ევროპაში საზღვრები აღარ არსებობს, ხშირად ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე გადადიხარ, რომ ვერც ხვდები. ამ შემთხვევაშიც ასე იყო და უკვე სლოვაკეთში რომ ვიყავით, მხოლოდ გზების უარესი ხარისხით და მძღოლების თავხედური ქცევებით მივხვდით. Panamera Turbo და, მით უმეტეს Panamera Turbo S «პორშეს» სამოდელო რიგში ზემოთ ხსენებულ GTS-ზე მაღლა დგანან - უფრო მეტი მდიდრულობითა და სპორტულობით გამოირჩევიან. Turbo S საერთოდ ღმერთის საჩუქარია - 4,8-ლიტრიანი V8 ძრავით, ორი ტურბოდამბერით, 570-ცხენისძალიანი სიმძლავრითა და 750-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით. აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,8 წამში! მაქსიმალური სისწრაფე კი 310 კმ/სთ! და ეს ყველაფერი სედანში!



მართალია, ეს მოგზაურობა სპორტული ტრასების დაპყრობას არ მოიცავდა, მაგრამ როგორ გინდა, რომ მართავდე Panamera Turbo S-ს, ანუ, ყველაზე ძლიერ «პანამერას» ყველა «პანამერას» შორის და არ გააქტიურო Sport Plus რეჟიმი? ეს ხომ უდიდესი ცოდვა იქნებოდა! ჰოდა, მაინც გავააქტიურეთ, ოღონდ ავტობანზე და კიდევ ერთხელ ვისიამოვნეთ იმ ფაქტით, რომ ისედაც უსწრაფესი «პანამერა» Sport Plus რეჟიმში უველურეს ცხოველს ემსგავსება. ეს რეჟიმი ცვლის ყველაფერს - ძრავის ჟღერადობით დაწყებული, მოხვევის სისტემის გამძაფრებით გაგრძელებული, ვიდრე სპორტქარისთვის სამაგალითო სიხისტემდე. ადრენალინი, მეგობრებო! და 570 ცხენისგან შემდგარი «ორკესტრის» მუსიკა.



ისე დაემთხვა, რომ უნგრეთის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე, ბალატონის ტბაზე ყველაზე ექსკლუზიური მოდელით მივედით - ეს გახლავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 100 ბედნიერისთვის შექმნილი Panamera Exclusive Series. და ამ 100-დან ერთ-ერთი ჩვენ გვყავდა - ყველაზე ექსკლუზიური ყველა «პანამერას» შორის და ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური ყველა მდიდრულ ავტომობილს შორის.

ნამდვილი ავტომოყვარული იმიტომ იბადება, რომ ააშენოს სახლი, დარგოს ხე, მისცეს დასაბამი ახალ სიცოცხლეს და მართოს «პორშე». «პანამერას» ყველა ვერ იყიდის. და ვინც იყიდის, შეუძლია თქვას, რომ რჩეულია. რჩეული რჩეულთა შორის.
შალვა ბუაჩიძე



ასევე იხილეთ:
ახალი Porsche 911-ის 11 საიდუმლო
Auto Bild

ყველა დროის ყველაზე მძლავრი 911 Turbo
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
5 საუკეთესო ჰიპერქარი დღესდღეობით
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
რამდენად ახალია ახალი გოლფი სინამდვილეში?
2017-06-22 07:51:27
ახალი ძრავები და ნავიგაცია, რომელსაც ჟესტებით ვმართავთ: ”ფოლკსვაგენმა” ”გოლფი” განაახლა და ჩვენ ის უკვე შევამოწმეთ
სრულად
article image
Cat Image
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
2017-06-14 06:15:23
”სტელვიო” ”ალფა რომეოს” პირველი SUV-ია, რომელიც კლასში საუკეთესო სპორტულობას გვპირდება. ჩვენ ის გავტესტეთ და შეგვიძლია ვთქვათ: დიახ, ეს ყველანაირად ნაღდი ალფაა!
სრულად
article image
Cat Image
ახალი Mercedes E-კლასი კუპე - შეხვედრა მრავლისმნახველ ბაბუასთან
2017-05-31 07:02:04
ახალი ”E-კლასი კუპე” მშვენიერი ავტომობილია, მაგრამ აქვს იმის პოტენციალი, რომ W124-ივით ლეგენდარული გახდეს?
სრულად
ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური ჭადრაკი ოქროთი და ალმასებით
"მიხარია, ბავშვებისგან რომ მესმის, ზურა პაპას პაღში მივდივართო" – კაცი, რომელმაც გლდანში საოცარი სკვერი მოაწყო
ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში დედოფლის სასახლის მახლობლად
ქირავდება 2-ოთახიანი დიდუბეში
იყიდება კერძო სახლი ვერაზე
იყიდება 3-ოთახიანი დიღმის მასივში
იყიდება 2-ოთახიანი საბურთალოზე
შესრულებული მისია - San Francisco Chronicle-მა ზაზა ფაჩულიას სეზონი შეაჯამა
"დინამო" სოსო ფრუიძის აბსურდულ ბრალდებაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს"
ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...
სხვა სიახლეები
სიახლე: ასტონ მარტინი AMG-ის 8-ცილინდრიანი ძრავით
30.06.2017
“ასტონ მარტინმა” თავისი DB11 ასპარეზზე V8 ძრავითაც გამოიყვანა. ეს AMG-ის აგრეგატი გახლავთ.
სრულად
ფორმულა 1-ის ჩემპიონს ბაქოში ჟიგული არ შეაკეთებინეს
30.06.2017
აზერბაიჯანში ფორმულა 1-ის გრანპრის დროს კურიოზული შემთხვევა მოხდა. ამბავი, რომელიც მართლაც სასაცილოა, თავად შემთხვევის მთავარმა გმირმა მოყვა.
სრულად
ნახეთ, რა უქნა არაბმა შეიხმა მუსტანგს… (+ ვიდეო)
30.06.2017
გემოვნებაზე არ დაობენ, თუ სწორედ გემოვნებაზე დაობენ ყველაზე ხშირად, ამაზე, დაე, სხვებმა და სხვა დროს იდაონ.
სრულად
ყველაზე კითხვადი
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
დღეიდან მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში ჩამოაკლდება
10 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით METRO-ს ავტობუსით მგზავრობა ძვირდება
პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ციფრებში: რეპორტაჟი ადგილიდან
N90 ივნისი 2017
ახალი ნომერი
რედაქტორის რჩევით
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
ყველამ მაგინა, ვისაც არ დაეზარა - გვეშველება რამე?
ყველამ მაგინა, ვისაც არ დაეზარა - გვეშველება რამე?
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda Fit 50 $
პრიუსის ნაწილები საბითუმო ფასებში,
გვაქვს ტოიოტა პრიუსის ნაწილები 2004
იყიდება ივეკოს ფირმის ლურჯი ფერის
თბილისის "დინამო": კოვტალიუკი, ქოჩლაძე და შულაია დაკვირკვების ქვეშ...
ოფიციალურად: საბა კვირკველია 2021 წლამდე მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია!
"უნიკახამ" გიორგი შერმადინს კონტრაქტი შესთავაზა
დღიურად 3 ოთახიანი ბინა, დიდი დიღომი
დღიურად 1 ოთახიანი ბინა, საბურთალო