ყველაზე შთამბეჭდავი ავტოები 2015, მე-10 ადგილი: Ford Mustang
ყველაზე შთამბეჭდავი ავტოები 2015, მე-10 ადგილი: Ford Mustang
05.01.2016
2015 წელს AUTO BILD-ის ფარეხში 700-ზე მეტი ახალი ავტომობილი იმყოფებოდა. გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ, რომელმა მანქანებმა მოახდინეს ჩვენი ჟურნალის ავტორებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება.

ძვირფასო სანტა, შეფუთე ეს მანქანები ლამაზად და დაგვიყენე საახალწლოდ ნაძვის ხის ქვეშ კი არა და, სახლის წინ! დიახ, ძვირფასო მკითხველებო, ისევე, როგორც თქვენ, ჩვენ, AUTO BILD-ის ავტორებსაც გვაქვს ოცნებები და რა საკვირველია, ჩვენი ოცნებებიც ავტომობილებს უკავშირდება. ბედნიერები ვართ იმით, რომ მთელი წლის განმავლობაში ახალ მანქანებს ვტესტავთ, მაგრამ საკუთარი მაინც სულ სხვაა. საავტომობილო ოცნება მაშინაა ასრულებული, როცა შენი ოცნების მანქანა საკუთარ ფარეხში გიდგას.

აი, მაგალითად, 7 აგვისტოს AUTO BILD-ის ფარეხში წლის პირველი ”ფორდ მუსტანგი” შემოვიდა. ფარეხი ქვემოთ გვაქვს, მაგრამ ამ მანქანის ხმა შენობის მეექვსე სართულზე, ოფისის ფინანსურ დეპარტამენტშიც კი ესმოდათ. ან 29 ოქტომბერი რად ღირს, როცა ჩვენთან პირველად შემოგოგმანდა ახალი BMW-ს ახალი ”მეშვიდე სერია”.

Auto Bild
AUTO BILD-ის სატესტო ავტომობილების ავტოფარეხი ჰამბურგში, აქსელ შპრინგერის საგამომცემლო სახლის ოფისში

ეს ისეთი მანქანებია, რომლებზეც ჩვენი ტესტ-კოორდინატორი გუნარ ჰაიში ყველას ერთსა და იმავეს ეუბნება ხოლმე: ”ის აქ არის!” ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ოფისის ლიფტთან მაშინვე საცობი იქმნება - ყველა ხვდება, რომ ფარეხში განსაკუთრებული მანქანა შემოიყვანეს და ყველა ფარეხში ჩადის სანახავად, ხელის შესახებად, მოსასმენად.

ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ ჟურნალის ავტორებიც შთაბეჭდილებები შევაჯამოთ და წარმოგიდგინოთ 15 მანქანა, რომლებმაც წელს ჩვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. როგორ შედგა ეს თხუთმეტეული? გუნარ ჰაიშმა 15 ავტორს ერთი კითხვა დაუსვა: ”წელს გატესტილებიდან რომელს იყიდდით?” შედეგად შედგა ეს TOP 15.

მე-15 ადგილი: Mercedes Maybach S 600

მე-14 ადგილი: BMW 7er

მე-13 ადგილი: Lamborghini Aventador

მე-12 ადგილი: Honda Civic Type R


მე-11 ადგილი: Porsche 911 GT3 RS

გუნარ ჰაიშის ფავორიტი
მე-10 ადგილი: Ford Mustang

Auto Bild

2015 წელს ჩემს ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: აქედან ერთმა დამაბერა, მეორემ კი პირიქით - გამაახალგაზრდავა, საბოლოოდ კი ბალანსი არ დარღვეულა. დამაბერა იმაზე ნერვიულობამ, რომ ჩემი საყვარელი საფეხბურთო გუნდი ”ჰამბურგი” პირველი ბუნდესლიგიდან ვარდებოდა და ძლივს გადაურჩა ამ ისტორიულ სირცხვილს. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი კი ის იყო, რომ შევხვდი ახალ Ford Mustang-ს!

ეს არის მანქანა, რომელზეც მთელი ახალგაზრდობა ვოცნებობდი. AUTO BILD-ის ფარეხში ახალი ”მუსტანგი” 5-ლიტრიანი V8 ძრავით და 421-ცხენისძალიანი სიმძლავრით პირველად 7 აგვისტოს შემოჭენდა და როცა მისკენ მივიწევდით, ყველა კოლეგას ხელს ვკრავდი - პირველი მე უნდა შევეხო-მეთქი.

Auto Bild
გუნარ ჰაიში ახალი "მუსტანგის" 8-ცილინდრიანი ძრავით აღფრთოვანებულია

ეს ფორმები, ეს კუნთები და ეს ხმა შეუცვლელი, დაუჯერებლად გულახდილი და გაუფილტრავია. მე, ძველ მექანიკოსს, რომელმაც თავისი ბავშვობა Opel Diplomat V8-ში გაატარა, ვერავინ გადამათქმევინებს იმას, რომ ძრავის მოცულობას ვერაფერი შემიცვლის! სიმძლავრესაც ასე ვუყურებ: რაც მეტი, მით უკეთესი - ოღონდ ნაღდი და არა ხელოვნური. თანაც, ეს ჩვენი ”მუსტანგიც” ლურჯი იყო - ”ჰამბურგის” ფერებში.

მაშასადამე, ახალი ”ფორდ მუსტანგი” 5-ლიტრიანი V8 ძრავითა და 421-ცხენისძალიანი სიმძლავრით - 42 000 ევრო. ხალხო, ამაზე მეტი, ამაზე უკეთესი და ამაზე მისაღებ ფასად რა გინდათ? ამხელა სიმძლავრეს, ისტორიას, ტრადიციებსა და იმიჯს ასეთ ფასად სხვა ვერცერთ მანქანაში ვერ მიიღებთ! ამიტომაცაა ეს ”მუსტანგი” ჩემი მთავარი ფავორიტი იმ მანქანებიდან, რომლებიც AUTO BILD-ში 2015 წელს გავტესტეთ.
გუნარ ჰაიში

ასევე იხილეთ:
მე-11 ადგილი: Porsche 911 GT3 RS
Auto Bild

მე-12 ადგილი: Honda Civic Type R
Auto Bild

მე-13 ადგილი: Lamborghini Aventador
Auto Bild

მე-14 ადგილი: BMW 7er
Auto Bild

მე-15 ადგილი: Mercedes Maybach S 600

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
article image
მშვიდი ადამიანების მანქანა
2016-01-27 07:05:21
”კია” თავის კლიენტებს ახალ ”ოპტიმაში” მეტ სივრცეს, მეტ კომფორტს და მეტ ასისტენტ-სისტემას პირდება.
სრულად
article image
Cat Image
ბავარიული ბრეცელი თუ ამერიკული ბურგერი?
2016-01-27 06:39:49
ახალი Cadillac CTS-V BMW M5-ს შევახვედრეთ - რომელი სპორტული სედანი უფრო გემრიელია?
სრულად
article image
Cat Image
პორშეს ცივსისხლიანი ქილერი (+ VIDEO)
2016-01-25 09:03:13
911-ის რეალურად საშიში მეტოქე აქამდე არ ჩანდა. ახლა კი მაკლარენი გამოჩნდა - რა შანსი აქვს ამ ბრიტანულ სპორტქარს?
სრულად
გრიგორი ლეფსის (გრიგოლ ლეფსვერიძის) მდიდრული ვილა და ხატებით სავსე ბინა მოსკოვში
ეს სახლი 336 წლის არის და იქ ცხოვრებაზე ბევრი ოცნებობს...
როგორ განვაახლოთ ძველი ავეჯი
ქირავდება დღიურად 1.5-ოთახიანი საბურთალოზე
ქირავდება დღიურად 2-ოთახიანი საბურთალოზე
ქირავდება დღიურად 1-ოთახიანი საბურთალოზე
ქირავდება დღიურად 1-ოთახიანი საბურთალოზე
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ რას მისტირის?
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხა [VIDEO]
U19. საქართველო-ბულგარეთი 2:0 - ყიფიანის პირველი გამარჯვება [VIDEO]
სხვა სიახლეები
საუკეთესო ფილმები ავტომობილების შესახებ
27.01.2016
წარმოგიდგენთ იმ საუკეთესო ფილმების სიას, რომლის სიუჟეტიც მანქანის ან მანქანების ირგვლივ ვითარდება
სრულად
მშვიდი ადამიანების მანქანა
27.01.2016
”კია” თავის კლიენტებს ახალ ”ოპტიმაში” მეტ სივრცეს, მეტ კომფორტს და მეტ ასისტენტ-სისტემას პირდება.
სრულად
ბავარიული ბრეცელი თუ ამერიკული ბურგერი?
27.01.2016
ახალი Cadillac CTS-V BMW M5-ს შევახვედრეთ - რომელი სპორტული სედანი უფრო გემრიელია?
სრულად
საიუბილეო Lamborghini Centenario გამოსვლამდე გაიყიდა
სავალუტო კრიზისის გამო ბიზნესი აქტივობას წყვეტს
ქუვეითი - ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი
N74 იანვარი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Subaru Forester 4500 $
Mercedes-Benz C 200 4700 $
იყიდება სასწრაფოდ! მიცუბიში პაჯერო იო.
გთავაზობთ ავტოლომბარდს და ავტოლიზინგს 2.5%-დან,