ძვირფასო სანტა, შეფუთე ეს მანქანები ლამაზად და დაგვიყენე საახალწლოდ ნაძვის ხის ქვეშ კი არა და, სახლის წინ! დიახ, ძვირფასო მკითხველებო, ისევე, როგორც თქვენ, ჩვენ, AUTO BILD-ის ავტორებსაც გვაქვს ოცნებები და რა საკვირველია, ჩვენი ოცნებებიც ავტომობილებს უკავშირდება. ბედნიერები ვართ იმით, რომ მთელი წლის განმავლობაში ახალ მანქანებს ვტესტავთ, მაგრამ საკუთარი მაინც სულ სხვაა. საავტომობილო ოცნება მაშინაა ასრულებული, როცა შენი ოცნების მანქანა საკუთარ ფარეხში გიდგას.
აი, მაგალითად, 7 აგვისტოს AUTO BILD-ის ფარეხში წლის პირველი ”ფორდ მუსტანგი” შემოვიდა. ფარეხი ქვემოთ გვაქვს, მაგრამ ამ მანქანის ხმა შენობის მეექვსე სართულზე, ოფისის ფინანსურ დეპარტამენტშიც კი ესმოდათ. ან 29 ოქტომბერი რად ღირს, როცა ჩვენთან პირველად შემოგოგმანდა ახალი BMW-ს ახალი ”მეშვიდე სერია”.

AUTO BILD-ის სატესტო ავტომობილების ავტოფარეხი ჰამბურგში, აქსელ შპრინგერის საგამომცემლო სახლის ოფისში
ეს ისეთი მანქანებია, რომლებზეც ჩვენი ტესტ-კოორდინატორი გუნარ ჰაიში ყველას ერთსა და იმავეს ეუბნება ხოლმე: ”ის აქ არის!” ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ოფისის ლიფტთან მაშინვე საცობი იქმნება - ყველა ხვდება, რომ ფარეხში განსაკუთრებული მანქანა შემოიყვანეს და ყველა ფარეხში ჩადის სანახავად, ხელის შესახებად, მოსასმენად.
ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ ჟურნალის ავტორებიც შთაბეჭდილებები შევაჯამოთ და წარმოგიდგინოთ 15 მანქანა, რომლებმაც წელს ჩვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. როგორ შედგა ეს თხუთმეტეული? გუნარ ჰაიშმა 15 ავტორს ერთი კითხვა დაუსვა: ”წელს გატესტილებიდან რომელს იყიდდით?” შედეგად შედგა ეს TOP 15.
მე-15 ადგილი: Mercedes Maybach S 600
მე-14 ადგილი: BMW 7er
მე-13 ადგილი: Lamborghini Aventador
მე-12 ადგილი: Honda Civic Type R
მე-11 ადგილი: Porsche 911 GT3 RS
მე-10 ადგილი: Ford Mustang
ჯერალდ ჩაიკას ფავორიტი
მე-9 ადგილი: Opel Astra
მე-9 ადგილი: Opel Astra
ამ ავტომობილმა თავისი კარიერა ”ოპელ კადეტის” სახელით დაიწყო და 80-წლიანი ისტორია აქვს. ამ 80 წლის განმავლობაში 24 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, 1991 წლიდან კი ”ასტრად” ”მონათლეს” და მას მერე ”ოპელის” ბესტსელერი და რიუსელსჰაიმელთა ნომერ პირველი მხსნელია. მართალია, გერმანიაში შარშან ხუთჯერ მეტი ”ფოლკსვაგენ გოლფი” გაიყიდა, მაგრამ კომპაქტურ კლასში ბესტსელერთან ყველაზე ახლოს სწორედ ”ასტრაა”.
დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ”ასტრა”, რომლის ზუსტი სახელწოდება Astra K გახლავთ, უკეთესად გაიყიდება და უფრო მიუახლოვდება ”გოლფს”. იმიტომ, რომ ცოცხალი დიზაინი აქვს და ინოვაციურია. ”ასტრა” ოჯახის სანდო მეგობარია და, თანაც, ”გოლფზე” იაფია - ანუ, უფრო მეტად სახალხო მანქანაა.
ახალ ”ასტრაში” ”ოპელმა” გააუმჯობესა ყველაფერი, რაც წინამორბედში არ მოგვწონდა. ბრავო! ამასთან, რიუსელსჰაიმელი კომპაქტი კარგადაც გამოიყურება და მისაღები ფასი აქვს.
ჯერალდ ჩაიკა
ასევე იხილეთ:
მე-10 ადგილი: Ford Mustang

მე-11 ადგილი: Porsche 911 GT3 RS

მე-12 ადგილი: Honda Civic Type R

მე-13 ადგილი: Lamborghini Aventador

მე-14 ადგილი: BMW 7er

მე-15 ადგილი: Mercedes Maybach S 600
