Mercedes /8 გერმანიაში საკულტო ავტომობილად მიიჩნევა. 60-იან და 70-იან წლებში გერმანიაში ის ნომერ პირველი ტაქსი იყო. შტეფანს ძალიან უნდოდა ამ მანქანით ევროპაში მოგზაურობა, მაგრამ ძველ ბენცს (220D) ძრავა აღარ უვარგოდა!
შტეფანი ადგა და ძრავა საერთოდ ამოიღო და გადაწყვიტა, ევროპა შემოევლო მანქანით, რომელიც არ დადიოდა. შტეფანმა ეს შეძლო! მას კეთილი ადამიანები ეხმარებოდნენ: ხან აწვებოდნენ, ხანაც მანქანას იბამდნენ! სტარტი ფრანკფურტში აიღო, გაემგზავრა ზაარბრიუკენში, მომდევნო გაჩერება იყო მეცი, პარიზი, ბორდო, სან სებასტიანი და ბარსელონა. ესპანეთიდან ჯერ სარდინიაზე გადავიდა, მერე კორსიკას მიაშურა, ნიცაში დაბრუნდა, მონაკოშიც შეიარა, მილანში ჩავიდა, მერე ფრაიბურგი, ჰაიდელბერგი და ბოლოს სახლში დაბრუნდა.
![ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO] Auto Bild](/images/stories/2016/january_2016/8/11708067_123261138012483_4438006069794518122_o.jpg)
ამ ისტორიის დასასრული სევდიანია: ევროპამოვლილი უძრავო ”მერსედესი” ნაგავსაყრელზე გაანადგურეს. დარჩა მოგონებები და ეს ვიდეო:
იხილეთ ვიდეო:
მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა!