მოგზაურობა 2015 წლის საუკეთესო კომპაქტით
მოგზაურობა 2015 წლის საუკეთესო კომპაქტით
18.01.2016
ახალმა ”ოპელ ასტრამ” საავტომობილო ოსკარი ”ოქროს საჭე” დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წლის საუკეთესო კომპაქტია. წლის ბოლოს ამ პატივსაცემი ჰეჩბექით უნგრეთში ვიმოგზაურეთ

უნგრეთი. ბუდაპეშტიდან 284 კილომეტრში, სენტგოტჰარდის ქარხნის შესასვლელთან ვდგავართ ანდრეი ტუბიცა და მე. ქარხნის სრული სახელწოდება ასე ჟღერს: Opel Szentgotthard. როგორც ხვდებით, ეს ”ოპელის” ქარხანაა, სადაც გერმანული ავტომწარმოებელი ძრავებსა და ტრანსმისიებს აწარმოებს. გაღმა ავსტრიაა, გამოღმა უნგრეთი. ეს წუთია, თბილისიდან ფრენების გადამკიდე, უნგრეთში ღამენათევი ჩამოვედი და გამოუძინებელმა ახალი Opel Astra ნახევარი დღე მარტომ ვმართე.

Auto Bild
ახალმა Opel Astra-მ გერმანული AUTO BILD-სგან კომპაქტურ კლასში ”ოქროს საჭე” დაიმსახურა

ახალ ”ასტრაზე” შთაბეჭდილებების გაზიარება ჯერ ადრეა, რადგან წინ კიდევ ორდღიანი ტესტ-დრაივია. მანამდე კი, ჩემი მოლდაველი კოლეგა ანდრეი და მე ძველ, სულ პირველ ”ასტრას” მივჩერებივართ. ეს არის Opel Astra F, რომელიც 1991-დან 2000 წლამდე იწარმოებოდა, რომლითაც სავსეა საქართველო და რომელიც ახლა, უნგრეთში, ”ოპელის” ქარხნის წინ ამაყად დგას სცენაზე - ოღონდ, როგორც ანტიკვარი.

”მართვის მოწმობის გამოცდა ამ მანქანით ჩავაბარე, - ვეუბნები ანდრეი ტუბიცას, - ვინმეს დავუძახოთ, კარი გაგვიღოს.” მოლდოველი ავტოჟურნალისტი ”ასტრას” მიუახლოვდა - ღია ყოფილა! ძველია, მაგრამ სულ უხმარი - სალონში ახალი მანქანის სუნი ტრიალებს. აი, თურმე როგორი ყოფილა ის ძველი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ”ასტრა” ახლის რანგში. ნოსტალგია მოგვეძალა.

”იცი, ჯერ კიდევ რამდენი ასეთი დადის საქართველოში? - ვეუბნები ანდრეის, - ძირითადად ტაქსისტებს ჰყავთ.”

”ეგ იმიტომ, რომ მაგარი ვირია! - მპასუხობს მოლდოველი, - როცა მანქანა ტაქსისტების ფავორიტია, ეს იმას ნიშნავს, რომ იაფი და გამძლეა.”

Auto Bild
ფასი საქართველოში: 12 904 ევროდან

კარგი, შევეშვათ Astra F-ს - მან თავისი დრო დიდი ხანია, მოჭამა. ჩვენ ახლა 2015 წლის ”ასტრას” ვტესტავთ, უფრო ზუსტად, Astra K-ს, რომელმაც კომპაქტურ კლასში AUTO BILD-ის ”ოქროს საჭე” მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის საუკეთესო კომპაქტია. F-დან K-მდე იყო Astra G (1998-2005), Astra H (2004-2010) და Astra J (2009-2016). ამ ლოგიკით, მომდევნო მოდელს Astra L უნდა უწოდონ. ფაქტია, რომ ამ სახელს უკვე დიდი ისტორია აქვს, არადა, გერმანელებს თავიდან ძალიან ეუცნაურათ სახელი ”ასტრა” – ”ოპელის” მოდელებიდან ამ კლასში Kadett-ს იყვნენ შეჩვეულები. და ”კადეტის” სახელების ისტორიაც ანბანით იყო მიწყობილი: Kadett, Kadett A, Kadett B, Kadett C, Kadett D, Kadett E და მერე წამოვიდა ”ასტრები”.

თვითმფრინავებში ღამენათევს, ბუდაპეშტის ფერენც ლისტის სახელობის აეროპორტში წითლად მოელვარე ახალთახალი Astra დამახვედრეს და რაკი ჩემს გარდა, ჯერ არცერთი სხვა ჟურნალისტი არ ჩამოფრენილიყო, მარტო გამოვემგზავრე. თვალები კი მეხუჭებოდა, მაგრამ ავტოჟურნალისტისთვის ახალი მანქანით ევროპაში მოგზაურობაზე საინტერესო რა უნდა იყოს - ორმაგი ”ესპრესოც” დავიხმარე და გამოვემართე. გზაში მალევე მივხვდი, რომ ეს ავტომობილი არ მომაწყენდა. რაც მთავარია, მქონდა უზუსტესი ნავიგაცია, უნგრული რადიოტალღა, წყალი და...

უმთავრესი გასართობი, რომლის შემოწმებაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ვგულისხმობ ”ოპელის” ახალ ასისტენტ-სისტემას, რომელიც ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული ღილაკით აქტიურდება და რომელსაც Lane Keep Assist, ანუ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ზოლში დარჩენის ასისტენტი ეწოდება. ეს არის აქტიური უსაფრთხოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ახლა უკვე არა მარტო აღიქვამს გზის ხაზებს, არამედ უხვევს კიდეც, აბსოლუტურად ავტომატურად, როცა ზოლიდან ზოლში უნებურად გადადიხარ. სისტემა 60-დან 180 კმ/სთ-მდე სისწრაფისას მუშაობს და როცა მოხვევის ციმციმას გარეშე უახლოვდები ღერძულა ხაზს (მნიშვნელობა არა აქვს, წყვეტილი იქნება, თუ უწყვეტი), მაშინვე შენს ზოლში გაბრუნებს. ცხადია, შეგიძლია გამორთო - როცა ამით გართობა მოგბეზრდება.

Auto Bild
ახალი ”ასტრას” ერთ-ერთი უმთავრესი პლუსი ცოცხალი და ემოციური დიზაინია

ზოგადად, ახალი ”ასტრა” წინამორბედზე მსუბუქი, უფრო დინამიკური და უფრო მოდურია. ამ მოგზაურობისას დავრწმუნდი, რომ ეს მანქანა გაცილებით უკეთესი ტიპია, ვიდრე ფოტოებზე ჩანს და იმაზე უკეთ დადის, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ცოცხალი და ემოციური დიზაინის გარდა, ახალი ”ასტრა” გვთავაზობს ტევადობის, უსაფრთხოების და გასართობ-საინფორმაციო სისტემების მაღალ, კლასში ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს. სტარტი დიზელის 1,6-ლიტრიანი, 136-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილი ეგზემპლარით ავიღე - აგრეგატი უხმაუროა, არ ვიბრირებს, საწვავის საშუალო ხარჯი კი 5,3 ლიტრია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიზელის სამი ვარიანტიდან (დეტალებს ცხრილში ნახავთ) ეს ყველაზე მძლავრი და საუკეთესოა.

გერმანელმა ინჟინრებმა ”ოპელის” ბესტსელერი დიეტაზე დასვეს, ახალ მოდელს წონაში 200 კილოგრამამდე აქვს დაკლებული და ამიტომაცაა, რომ ზუსტად ისე დადის, როგორც წლის საუკეთესო კომპაქტს შეეფერება: მნიშვნელოვნად კომფორტულად, ვიდრე ”ფორდ ფოკუსი” და უფრო დინამიკურად, ვიდრე ”ფოლკსვაგენ გოლფი”. მოხვევა მძღოლის ბრძანებებზე მყისიერად, კუპესებრად რეაგირებს, სავალი ნაწილი თითოეულ რადიუსს მოქნილად უმკლავდება - გიხაროდენ ამ მანქანით მოსახვევების დაპყრობა! დინამიკურობისთვის საჭირო სიხისტე ოდნავადაც არაა გადაჭარბებული - ფაქტობრივად ოქროს შუალედია სპორტსა და კომფორტს შორის. ამიტომაც შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ”ასტრა” ძალიან გერმანულად დადის - გაცილებით კომპეტენტურია, ვიდრე აზიური კონკურენტები და გაცილებით სპორტული, ვიდრე ფრანგული კომპაქტები.

Auto Bild
ზუსტად ისე დადის, როგორც წლის საუკეთესო კომპაქტს შეეფერება: მნიშვნელოვნად კომფორტულად, ვიდრე ”ფორდ ფოკუსი” და უფრო დინამიკურად, ვიდრე ”ფოლკსვაგენ გოლფი”

125 ცხენის ძალის ზემოთ ”ოპელი” Watt-ის ტიპის უკანა ღერძს იყენებს, რაც სვლის და დაკიდების კომფორტზე აისახება: ”ასტრა” უსწორმასწორობებს რბილად ყლაპავს და თანაც, გერმანულ სპორტულობასაც არ კარგავს. არსენალში არ არის რეგულირებადი სავალი ნაწილი, სამაგიეროდ, ახალი ”ასტრა” ხელმისაწვდომია AGR-ის ფანტასტიკური სავარძლებით - თუ გნებავთ, მასაჟის ფუნქციითაც.

ვერ ვიტყვით, რომ წინა ”ასტრა” ინტერიერის სივრცის თვალსაზრისით ბედნიერი შემთხვევა იყო. ამიტომაც, ძალიან კარგია ის, რომ ”ოპელმა” ახალი მოდელი სწორედ ამ კრიტერიუმში გააუმჯობესა. აი, საბარგული კი წინამორბედშიც საკმაოდ დიდი იყო, დიდი რჩება და ჯამში, ახალი ”ასტრა” თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე ტევადი მოდელი გამოდის. კარგია ისიც, რომ ახალი მოდელის ინტერიერში გაცილებით უკეთესი ხარისხის მასალებია გამოყენებული.

Auto Bild
დალაგებული კოკპიტი, ხარისხიანი მასალები და კლასში საუკეთესო მულტიმედია - გერმანელებმა იციან თავიანთი საქმე

თუმცა რიუსელსჰაიმელები ყველაზე მეტად ახალი მულტიმედიით ამაყობენ, რომელსაც OnStar ეწოდება და რომელიც სრულიად თანამედროვე ინტერნეტკავშირს ნიშნავს. ამრიგად, ახალი Astra პირველი ავტომობილია კომპაქტურ კლასში, რომელთანაც თავსებადობა აქვთ როგორც Apple-ის, ისე Android სისტემებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილთან ნებისმიერ სმარტფონს უპრობლემოდ დააკავშირებთ - მიუხედავად მათი სისტემური აღჭურვისა. გარდა ამისა, დიდი პოზიტივია ისიც, რომ ”ოპელმა” მძღოლის სამუშაო მაგიდა მაქსიმალურად გაასუფთავა და დაალაგა - უამრავი ღილაკი თავგზას აღარ აგიბნევთ.

ზემოთ ყველაზე საინტერესო ასისტენტ-სისტემა ვახსენეთ, ახლა კი დანარჩენებიც: პრინციპში, ”ოპელ ასტრა” აქამდეც უხვად იყო აღჭურვილი ასისტენტ-სისტემებით და ამ მხრივ ჯერ კიდევ მაშინ იყო ერთ-ერთი საუკეთესო, როცა ამ მოდელმა პირველად იხილა დღის სინათლე. მოხვევის ავტომატური კორექტირება, ავტომატურად მოხვევა პარკირების ასისტენთან ერთად, განგაში ე.წ. ”მკვდარი ზონის” შესახებ - ერთი სიტყვით, ”ასტრას” აქვს ყველაგერი, რაც სხვა შემთხვევებში, უფრო მაღალი კლასის ავტომობილებში გვხვდება ხოლმე.

Auto Bild
”ოპელი” პირველი ავტომწარმოებელია მთელ მსოფლიოში, რომელმაც კომპაქტურ კლასში Matrix-LED განათება დანერგა

და კიდევ ერთი სერიოზული სიახლე: ”ოპელი” პირველი ავტომწარმოებელია მთელ მსოფლიოში, რომელმაც კომპაქტურ კლასში Matrix-LED განათება დანერგა. ამ, ბევრისთვის გაუგებარი ტერმინის უკან დგას ძალიან ჭკვიანური და თანამედროვე განათების სისტემა, რომელიც გულისხმობს უაღრესად მკაფიო და ნათელ განათებას ისე, რომ წინ მომავალი ავტომობილები არ დაბრავდნენ.

Auto Bild

სულ ბოლოს კი ყველაზე მთავარი: ფასი. ტესტ-დრაივზე ჩემს გარდა იყვნენ ავტოჟურნალისტები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. და როცა პრეზენტაციაზე ახალი ”ასტრას” ფასები გაგვაცნეს, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნებიდან წლის საუკეთესო კომპაქტი ყველაზე იაფი სწორედ ჩვენთან, საქართველოში ეღირება. ”ოპელის” თბილისის ცენტრში ახალი ”ასტრას” საწყისი ფასი მხოლოდ 12 904 ევროა! შედარებისთვის, აზერბაიჯანში ”ასტრას” ფასი 15 555 ევროდან იწყება, უკრაინაში - 15 569 ევროდან, ბელარუსში კი სულაც 17 500 ევროდან! ჩვენთან კი, საწყისი ფასი 12 904 ევროა. Danke, Opel!

დასკვნა
საქართველოში ძალიან ბევრი ძველი ”ასტრა” დადის და, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ახალი. გაჭირვებული ქვეყანა ვართ, ხალხს ახალი მანქანების ფული არ აქვს, მაგრამ პროპორციულადაც რომ ვიმსჯელოთ, ახალი ”ასტრები” უცნაურად და ალოგიკურად ცოტაა საქართველოში. არადა, მერწმუნეთ, ღირს ამ მანქანის დაფასება. ამას ახალ მოდელზე კიდევ უფრო თამამად ვამბობ - ამ მანქანისთვის მართლაც ალალი იყო ”ოქროს საჭე”.
შალვა ბუაჩიძე

Auto Bild
2015 წელს მარტო გერმანიაში 50 770 ”ოპელ ასტრა” გაიყიდა

იხილეთ ვიდეო:
ახალი ოპელ ასტრას მიმოხილვა


ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი იქნება ახალი Opel Insignia?
Auto Bild

ვიღაცამ მერსედესს, BMW-ს და აუდის გადაუფრინა... (+ VIDEO)
Auto Bild

ნახეთ, რას გეგმავს ოპელი...
Auto Bild

გაიცანით: ახალი ოპელ ასტრა
Auto Bild

იხილეთ გალერეა:
ოპელის ახალი და მომავალი მოდელები
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
რამდენად ახალია ახალი გოლფი სინამდვილეში?
2017-06-22 07:51:27
ახალი ძრავები და ნავიგაცია, რომელსაც ჟესტებით ვმართავთ: ”ფოლკსვაგენმა” ”გოლფი” განაახლა და ჩვენ ის უკვე შევამოწმეთ
სრულად
article image
Cat Image
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
2017-06-14 06:15:23
”სტელვიო” ”ალფა რომეოს” პირველი SUV-ია, რომელიც კლასში საუკეთესო სპორტულობას გვპირდება. ჩვენ ის გავტესტეთ და შეგვიძლია ვთქვათ: დიახ, ეს ყველანაირად ნაღდი ალფაა!
სრულად
article image
Cat Image
ახალი Mercedes E-კლასი კუპე - შეხვედრა მრავლისმნახველ ბაბუასთან
2017-05-31 07:02:04
ახალი ”E-კლასი კუპე” მშვენიერი ავტომობილია, მაგრამ აქვს იმის პოტენციალი, რომ W124-ივით ლეგენდარული გახდეს?
სრულად
ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური ჭადრაკი ოქროთი და ალმასებით
"მიხარია, ბავშვებისგან რომ მესმის, ზურა პაპას პაღში მივდივართო" – კაცი, რომელმაც გლდანში საოცარი სკვერი მოაწყო
ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში დედოფლის სასახლის მახლობლად
იყიდება 2-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება 2.5-ოთახიანი დიდ დიღომში
ქირავდება 2-ოთახიანი დიდუბეში
იყიდება კერძო სახლი ვერაზე
შესრულებული მისია - San Francisco Chronicle-მა ზაზა ფაჩულიას სეზონი შეაჯამა
"დინამო" სოსო ფრუიძის აბსურდულ ბრალდებაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს"
ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...
სხვა სიახლეები
ყველამ მაგინა, ვისაც არ დაეზარა - გვეშველება რამე?
29.06.2017
როდესაც გავიგე, რომ 1 ივლისიდან ჯარიმების ასქულიანი სისტემა შემოდიოდა, გადავწყვიტე მანქანის ახლებურად, ანუ წესების დაცვით მართვაში მევარჯიშა და... აი, მანდ შევცდი.
სრულად
ახალი ტოიოტა პრიუსი - ყოველთვის ყურადღების ცნტრში
28.06.2017
ალბათ ყველას გვახსოვს ის დრო, როდესაც ქართველი ავტომომხმარებლები საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ჰიბრიდული ტექნოლოგიების მიმართ.
სრულად
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
28.06.2017
პირველი ივლისიდან ძალაში შევა ახალი კანონი ”საგზაო უსაფრთხოების შესახებ”, რაც იმას ნიშნავს, რომ მართვის მოწმობაზე ქულათა სისტემა ამოქმედდება.
სრულად
ყველაზე კითხვადი
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
დღეიდან მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში ჩამოაკლდება
10 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით METRO-ს ავტობუსით მგზავრობა ძვირდება
პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ციფრებში: რეპორტაჟი ადგილიდან
N90 ივნისი 2017
ახალი ნომერი
რედაქტორის რჩევით
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
ყველამ მაგინა, ვისაც არ დაეზარა - გვეშველება რამე?
ყველამ მაგინა, ვისაც არ დაეზარა - გვეშველება რამე?
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda Fit 50 $
პრიუსის ნაწილები საბითუმო ფასებში,
BMW 530 50 $
იყიდება ივეკოს ფირმის ლურჯი ფერის
ოფიციალურად: საბა კვირკველია 2021 წლამდე მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია!
"უნიკახამ" გიორგი შერმადინს კონტრაქტი შესთავაზა
გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დღიურად 2 ოთახიანი კერძო სახლი, ბათუმი
დღიურად 3 ოთახიანი ბინა, დიდი დიღომი