საუკეთესო ფილმები ავტომობილების შესახებ
27.01.2016
წარმოგიდგენთ იმ საუკეთესო ფილმების სიას, რომლის სიუჟეტიც მანქანის ან მანქანების ირგვლივ ვითარდება - სადაც ავტომობილი ცალკე მნიშვნელოვან როლს თამაშობს და როგორც პერსონაჟი ისე წარმოჩინდება. ფილმები, რომლებშიც მანქანებს სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა მრავალი ფუნქცია ენიჭება - იქნება ეს იარაღი, საცხოვრებელი ადგილი თუ მეტაფორა.

Cars



ჭირდება განმარტება იმას, თუ რატომ მოხვდა სიაში პიქსარის ანიმაციური ფილმი, რომელიც მოლაპარაკე მანქანების სამყაროზე გვიყვება, სადაც ადამიანები არ არსებობენ და მთელი პლანეტა მხოლოდ ბორბლებიანი ტრანსპორტითაა დასახლებული? სანახაობრივი რბოლები, ძალიან სასაცილო სცენები, როგორც სტუდიას ჩვევია, მუდამ ბრწყინვალე სამგანზომილებიანი ანიმაცია და ბონუსად ძალიან საგულისხმო და დრამატული გზავნილი მაყურებელს ურბანიზაციის, გარიყული საზოგადოების და მსხვილი კორპორაციების სისასტიკის შესახებ.

Bullitt



მართალია ფილმში სიუჟეტის მსგავსი რაღაც მოიძებნება, მაგრამ რეალურად მთელი სურათი აღწერს თუ როგორ დაქრის სან ფრანცისკოს ქუჩებში სტივ მაკქუინი 1968 წლის ”ფორდ მუსტანგით”. ფილმში ერთ-ერთი საუკეთესო რბოლის სცენაა, რაც ოდესმე კინოში გადაღებულა. ამასთან რეჟისორი პიტერ იეიტსი იდეალურად იყენებს მაკქუინის იმიჯს და მანქანის ბრწყინვალე ვიზუალს და ერთ-ერთ ყველაზე სტილისტურად დახვეწილ ფილმს ქმნის, რისი ნახვის შესაძლებლობაც შეიძლება მოგეცეთ.

Two lane blacktop



რეჟისორ მონტე ჰელმანის კლასიკა მძღოლის, მექანიკოსის და გოგონას შესახებ, რომლებიც ამერიკის მტვრიან გზატკეცილებზე მოგზაურობენ იმ კატეგორიის ატმოსფერულ ფილმთა შორისაა, რომლის ხელახლა ყურებაც ნებისმიერ ჯერზეა შესაძლებელი და რომელიც ყოველ ახალ სეანსზე ახალ დეტალებს გაწვდის. 1955 წლის ”შევროლე” მათი სახლი, ტრანსპორტი და მეგობარია. მანქანა ცალკე განყენებული პერსონაჟი ხდება, რომელიც პერსონაჟებთან ერთად მძლავრ ეკოსისტემას ქმნის და საბოლოოდ ახალგაზრდების გაუცხოების შესახებ გვიყვება. ფილმის დასასრული ერთ-ერთ ყველაზე ფართო ინტერპრეტაციის ველს წარმოადგენს, ხოლო მინიმალისტური დიზაინით გაწყობილი ”შევი” თქვენი საყვარელი მანქანების სიაში აუცილებლად შევა.

American graffiti



სანამ კოლეჯში წავლენ მეორე დილით, ორი ამერიკელი სტუდენტი ცხელ ამერიკულ ღამეს უკანასკნელი თავგადასავლისთვის ემზადებიან. ფილმი, რომლითაც ჯორჯ ლუკასმა დაამტკიცა, რომ მხოლოდ კოსმოსში არ შეუძლია თვალისმომჭრელი სამყაროს და სანახაობის შექმნა. ”ამერიკული გრაფიტი” სავსეა მრავალფეროვანი და ფერადი მანქანებით და 70-ანი წლების ნოსტალგიურობით. ფილმში წამროდგენილი უამრავი მანქანა თითქოს ცალკე საზოგადოების ნაწილია, რომელთა გარეშეც კაცობრიობა უკვე ვეღარ ფუნქციონირებს და საკუთარ სტატუსს ვერ იძენს. ის წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს სათავგადასავლო ფილმის ჟანრში.

Death proof



კვენტინ ტარანტინოს მცდელობა შეექმნა ”თრეშ” ფილმი და პატივი მიეგო ჟანრისათვის იდეალური სამანქანო ფილმი გამოდგა, თუ შეიძლება ასე რომ ითქვას. ტარანტინო გვაცნობს კასკადიორ მძღოლს, რომელიც მიზოგინური გრძნობებით აღვსილი ლამაზი ქალების მოკვლითაა დაკავებული და სასიკვდილო იარაღათ საკუთარ მანქანას, 1970 წლის გამოშვების ”შევი ნოვას” იყენებს. ასეთი მიდგომა ავტომობილისადმი მას ერთგვარ რელიქტად აქცევს, რომელიც მრავალ სისხლიან ისტორიას ინახავს და რომლის საჭესთანაც ცივილიზაციის საზღვრები წყდება და ძალადობა იწყებს მართვას.

Christine



ტარანტინოსი არ იყოს, კიდევ ერთი მკვლელი მანქანა ჯონ კარპერტერის ”ქრისტინა” გახლავთ, რომელიც სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ოღონდ აქ უკვე ზებუნებრივ ძალებთან გვაქვს საქმე. 1958 წლის ”პლიმუთ ფიურის” აზროვნება შეუძლია, თავისით გადაადგილდება, ირჩევს მსხვერპლს და ყველაზე ბრუტალური ხერხებით ახდენს მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას. ფილმის ნახვის შემდეგ რაღც მომენტში შეიძლება აკუთარი ავტოს საჭესთან უცნაური შიშის გრძნობა დაგეუფლოთ. რა იცით, იქნებ თქვენი მანქანა ღამით საკუთარი საქმეებითაა დაკავებული.

Repo man


ალექს კოქსის საკულტო სტატუსის მქონე ფილმი უცნაური კომედიაა გარეუბნელი პანკი ბიჭის შესახებ, რომელიც ვეტერან რიპო მენს უძმაკაცდება და “რიპო კოდექსს” სწავლობს. ამასობაში კი სიუჟეტი ვითარდება მოტაცებული უცხოპლანეტელების, პანკი კრიმინალების, სახელმწიფო აგენტების, ტელევანგელისტების და ყოფილი ჰიპების ირგვლივ, რომლებიც მთავარი პერსონაჟის ეი ემ სი მატადორის ირგვლივ ტრიალებენ. მანქანას აქ ცალკე როლი ეთმობა როგორც სტილისტიკის შექმნაში, ისე ისტორიის. რეჟისორი კომიკურად აკრიტიკებს კონსუმერიზმს, კაპიტალიზმს და კონფორმიზმს რის შედეგადაც სურათი მრავალი თაობები პანკკური ეთოსის განუყოფელი ნაწილი გახდა.

Locke



ფილმის დასაწყისში ტომ ჰარდი მანქანის საჭესთან ჯდება, ძრავი მოქმედებაში მოჰყავს და გზად მრავალი პრობლემის არსებობის შესახებ გვაგებინებს. ქალი, რომელთანაც რომანი ჰქონდა მშობიარობს, ჰარდი ცდილობს საავადმყოფოში მიასწროს, არადა სამსახურში მნიშნელოვანი პროექტია გასაკეთებელი, რომელსაც მის გარეშე ვერ ართმევენ თავს, სახლში კი ცოლი და შვილები ელოდებიან, რომლებსაც აინტერესებთ რატომ არ ბრუნდება სახლში ჰარდი. მიხვდით მოკლედ რამხელა დაძბულობაა სურათში. და ეს დაძაბულობა და განგაშის შეგრძნება ორმაგად ძლიერდება, რადგან მთელი ქრონომეტრაჟის მანძილზე, მთავარი პერსონაჟი მანქანის სალონს არ ტოვებს. მთელი ფილმი მანქანის ინტერიერშია გადაღებული და BMW X5-ს იდეალურ თავშესაფრად, შტაბბინად, სახლად აქცევს, რომლის გარეთაც თითქოს სამყარო აღარ ფუნქციონირებს.
ბაჩო ოდიშარია

ასევე იხილეთ:
10 საუკეთესო საგზაო ფილმი
Auto Bild


გზამკვლევი ჯოჯოხეთში...
Auto Bild

ფიქრები ქართულ საცობზე
Auto Bild

სარეკორდო ავტომობილები, რეაქტიული მონსტრები
Auto Bild

ჩრდილოკორეული ავტოინდუსტრია: კიმის მანქანები
Auto Bild


ამერიკის არმიის ახალი ტრანსპორტი - გაიცანით Oshkosh JLTV
Auto Bild

უცნობი რუსული ავტომობილები
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ავტომობილები კინოში, ბლოგი,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
სასტიკი ავარია: 1750-ცხენიანი შევროლე კამარო, 320 კმ/სთ (+ VIDEO)
29.07.2016
კალიფორნიის აეროდრომზე სასტიკი ავარია მოხდა - არა თვითმფრინავით, არამედ უძლიერესი ”შევროლე კამაროთი”, რომლის სიმძლავრე 1750 ცხენის ძალაა.
სრულად
შუმახერის შვილმა მამისთვის გაიტანა!
29.07.2016
გერმანიის გრანპრის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება, ქალაქ მაინცში, მიხაელ შუმახერის პატივსაცემად, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
სრულად
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
28.07.2016
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება აალების სანთელი სვეჩი /
Jeep Liberty. 50 $
Mitsubishi Pajero IO 3050 $
Opel Vectra 450 $