რამდენჯერ დაარღვიეს მოძრაობის წესები ქართველმა დიპლომატებმა ბერლინში?
02.02.2016
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმების გადაუხდელობით ნორვეგიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის ლიდერობენ. ახლა კი ბერლინის ადმინისტრაციულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2015 წლის მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის დიპლომატებმა რამდენჯერ დაარღვიეს მოძრაობის წესები გერმანიის დედაქალაქში.

კარგია, რომ ბერლინში აკრედიტებული ქართველი დიპლომატები დამრღვევებს შორის პირველ ადგილზე არ არიან. თუმცა 2015 წელს ბერლინში ქართველი დიპლომატების მხრიდან მოძრაობის წესების 212 დარღვევაა გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ ბერლინში ქართულ დიპლომატიურ კორპუსზე 11 ავტომობილია რეგისტრირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთ ავტომობილზე 19,3 დარღვევა მოდის.

► შედარებისთვის: ბერლინში პაკისტანის საელჩოსაც 11 ავტომობილი ჰყავს და პაკისტანელმა დიპლომატებმა მოძრაობის წესები 498-ჯერ დაარღვიეს - საშუალოდ ერთ ავტომობილზე 45,3 დარღვევა.



► ბერლინში ყველაზე მეტი დარღვევა საუდის არაბეთის საელჩოს წარმომადგენლებს აქვთ: 1340 დარღვევა 101 ავტომობილზე. მეორე ადგილზე რუსი დიპლომატები არიან - 812 დარღვევით 175 ავტომობილზე.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოეფიციენტს, თუ რამდენი დარღვევა მოდის საშუალოდ ერთ ავტომობილზე. მაგალითად, ამერიკელებს სულ 544 დარღვევა აქვთ, მაგრამ მათ 264 ავტომობილი ჰყავთ და საშუალოდ ერთ ავტომობილზე წელიწადში 2 დარღვევა გამოდის. აი, სუდანელი დიპლომატების შემთხვევაში კი ეს კოეფიციენტი 62,8 გახლავთ!


2015 წლის მონაცემები

გერმანული გაზეთი ”ბილდი” წერს, უცხოელი დიპლომატები საგზაო მოძრაობის წესების დაცვის კრიტერიუმში ძალიან არადიპლომატიურად იქცევიანო - 2015 წელს ჯამში 24 118 დარღვევაა გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ დიპლომატები ბერლინში ამ დარღვევებისთვის არ ისჯებიან, რადგან დიპლომატიური იმუნიტეტი აქვთ. ანუ, ფაქტობრივად მათი დიპლომატიური პასპორტები იმის ლიცენზიაა, რომ გადააჭარბონ სისწრაფეს, დაარღვიონ მოძრაობის სხვა წესები და დააპარკინგონ ავტომობილები არასწორად.

ბერლინის ადმინისტრაციის განცხადებით, დარღვევებში ყველაზე ხშირია სისწრაფის გადაჭარბება და არასწორი პარკინგი. 2015 წელს დაფიქსირდა 72 ავტოსაგზაო შემთხვევაც.

ასევე იხილეთ:
ნორვეგიაში ყველაზე მეტ ჯარიმას ქართველი დიპლომატები იხდიან!


გზამკვლევი ჯოჯოხეთში...
Auto Bild

რუსეთი VS ამერიკა - 2015 წლის ავტოგაყიდვებით
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ვლადიმირ ვაისი: დროა, ჯანო ანანიძე "სპარტაკის" წამყვანი ფეხბურთელი გახდეს
გიორგი ქვილითაია ავსტრიაშია და "რაპიდის" მატჩს დაესწრება
დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი
სხვა სიახლეები
“ვეფხისა და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი აფეთქდა
02.08.2016
„ვეფხისა და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა აფეთქდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
სრულად
ორბი ჯგუფის პროექტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა
01.08.2016
„ორბი თვინ თაუერი“ - ორბი ჯგუფის ახალი გრანდიოზული პროექტია 4 500 ნომრით, რომელიც ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე შენდება და მსოფლიოში სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მე-6 ადგილს იკავებს.
სრულად
Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად და განსაკუთრებული საჩუქრებით
29.07.2016
მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, “ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან “ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”
სრულად
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
Nike-ის გენერალური დირექტორის ხელფასი 47,6 მილიონამდე გაიზარდა
როგორ გამოიყურება ახალი 7–ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda CR-V 3500 $
Mercedes-Benz E 240 2500 $
Toyota Vitz 2000 $
Mercedes-Benz C 180 5000 $