განახლებული Opel Mokka X ფაქტორით
05.02.2016
ახალი ოპტიკა, ახალი ძრავები და, როგორც იქნა, დალაგებული ”სამუშაო მაგიდა”: ასეთია განახლებული Opel Mokka X , რომელსაც ჟენევის ავტოშოუზე ვნახავთ.

ფეისლიფტის შემდეგ ”ოპელმა” ”მოკასაც” მოაშორა ის ღილაკები, რომლებიც ადრე რიუსელსჰაიმელთა სხვა მოდელებშიც ნერვებს გვიშლიდა. ამრიგად, ამიერიდან ”მოკას” ინტერიერშიც მეტი სიმშვიდეა. განახლებულ კომპაქტურ ქროსოვერს გერმანელები პირველად ჟენევის ავტოშოუზე (3-დან 13 მარტამდე) წარმოადგენენ, გაყიდვები კი შემოდგომიდან იწყება.



აღსანიშნავია, რომ ეს პატარა SUV უაღრესად წარმატებული მოდელი გამოდგა და გაყიდვების მხრივ ”ოპელის” ბოლოდროინდელ წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ”მოკას” გაყიდვები 2012 წელს დაიწყო და დღემდე ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

განახლებულ მოდელს კი სახელწოდებაში X დაემატა, რითაც გერმანელებს ამ მანქანის ოფროუდულ ვიზუალზე სურთ ჩვენი ყურადღების მიქცევა. 4,28 მეტრი სიგრძის მქონე ავტომობილი ვიზუალურად განსაკუთრებით წინა მხრიდან შეიცვალა. ცვლილებები შეეხო რადიატორის ცხაურას და განათების LED-სისტემას როგორც წინ, ასევე უკან და ”მოკა” ახლა უფრო ეფექტურად გამოიყურება.



განახლდა ინტერიერის დიზაინიც, შემცირდა ღილაკების რაოდენობა და მისი სალონი ახალი Opel Astra-ს სალონის მიხედვითაა ფორმირებული. ხელმისაწვდომია 7 ან 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი და, ცხადია, ახალი მულტიმედიური სისტემა OnStar.

დიზელის 1,6-ლიტრიანი ძრავის შემდეგ ”მოკამ” ბენზინის ახალი აგრეგატიც მიიღო: ეს გახლავთ 1.4 Direct Injection Turbo 152-ცხენისძალიანი სიმძლავრით, რომელიც 6-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და ადაპტირებად სრულ ამძრაობასთან ერთად იქნება ხელმისაწვდომი. ”ოპელი” გვირდება, რომ ამგვარად მოტორიზებული ”მოკას” საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 6,6 ლიტრი იქნება.



ისევე, როგორც ახალ ”ასტრაში”, ”ოპელი” ამიერიდან ”მოკაშიც” გვთავაზობს ადაპტირებად LED-მაშუქებს, რომლებიც სიტუაციის მიხედვით მოქმედებენ და შემხვედრი ავტომობილების მძღოლებს არ დააბრმავებენ. ”მოკაში” ეს LED-სისტემა ძველ Bi-Xenon-მაშუქებს ჩაანაცვლებს.

ასევე იხილეთ:
ასეთი იქნება ახალი სპორტული ოპელი!
Auto Bild

მოგზაურობა 2015 წლის საუკეთესო კომპაქტით
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი იქნება ახალი Opel Insignia?
Auto Bild

ვიღაცამ მერსედესს, BMW-ს და აუდის გადაუფრინა... (+ VIDEO)
Auto Bild

გაიცანით: ახალი ოპელ ასტრა
Auto Bild

იხილეთ გალერეა:
ოპელის ახალი და მომავალი მოდელები
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით ”შკოდას” პირველი დიდი SUV
2016-09-05 06:00:42
ესეც ასე: თქვენ წინაშეა ”შკოდას” პირველი დიდი SUV, სახელწოდებით Skoda Kodiaq.
სრულად
article image
Cat Image
აუდიმ საოცარი მინი-SUV შექმნა! (+ VIDEO)
2016-08-31 08:44:38
ახალი Audi Q2 თვით A3-ზე პატარაა, მაგრამ უფრო ძვირად აფასებენ. ღირს თუ არა მინი-SUV-ში კომპაქტზე მეტის გადახდა?
სრულად
Cat Image
ოპელის ახალი ელექტრომობილი
2016-08-24 11:19:51
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
სრულად
რევაზ არველაძისა და თეონა თავართქილაძის დახვეწილი ბინა
უნიკალური ავეჯი, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს
ქართული სოფლის სასტუმრო ძველებური ინტერიერით
იყიდება 1.5-ოთახიანი ბათუმში
იყიდება 4-ოთახიანი გლდანში
იყიდება ნაკვეთი გონიშო
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
აგენტი: კონტრაქტი 4-წლიანია, ოქრიაშვილი ძირითადის ფეხბურთელი იქნება!
"თავს ვიმშვიდებთ და მეტი არაფერი. არ გვინდა თავის მოტყუება! წაგება წაგებაა!"
ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!
სხვა სიახლეები
პუტინის BMW ავარიაში მოყვა: მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა (+ VIDEO)
06.09.2016
მოსკოვში სასტიკი ავარია მოხდა. ერთმანეთს BMW-ს და ”მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახა და
სრულად
როგორი იქნება ახალი Mercedes GLE?
06.09.2016
”მერსედესში” უკვე დაიწყეს მუშაობა ახალ GLE-ზე, რომელიც 2018 წელს უნდა გამოვიდეს.
სრულად
ახალი Kia Rio ახალი სახით
05.09.2016
”კია” პარიზის ავტოშოუზე ახალ, მეოთხე თაობის ”რიოს” წარმოადგენს.
სრულად
Samsung Galaxy Note 7-ის ელემენტის აფეთქების გამო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
მალე საქართველოში 5-6 ბანკი დარჩება
"თიბისი ბანკი" "ბანკ რესპუბლიკას" ყიდულობს
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
”ადამიანი”, რომელსაც ავარია ვერ კლავს (+ VIDEO)
”ადამიანი”, რომელსაც ავარია ვერ კლავს (+ VIDEO)
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ზილი
Volkswagen Touareg 6200 $
Opel Astra 1500 $
Subaru Forester 3000 $