ყველა ერთმანეთს ვგავართ! - Mini Cooper-ის კლუბი საქართველოში
08.02.2016
”მინი კუპერის” კლუბის შექმნის მცდელობა საქართველოში რამდენიმე წლის წინაც იყო და AUTO BILD-ის ერთგულ მკითხველებს იმდროინდელი სტატიაც ეხსომებათ. თუმცა მაშინ არ იყო ფეისბუქი და ”მინის” მოყვარულთა გაერთიანება ვერ მოხერხდა. ახლა კი ”მინის” ახალი კლუბი შეიქმნა, რომელსაც რამდენიმე თვეში ბევრი მოყვარული შეუერთდა



წარმოუდგენელია, გიყვარდეს ავტომობილები და არ მოგწონდეს ”მინი კუპერი”. ეს ბრიტანული ავტომობილი მთელ მსოფლიოში უაღრესად პოპულარულია - ”მინი” განსაკუთრებით ახალგაზრდებს უყვართ და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქალბატონებში. საქართველოში ”მინის” არსებობის შესახებ მასობრივად 90-იან წლებში, ცნობილი კომედიური ჟანრის სერიალიდან, ”მისტერ ბინიდან” შევიტყვეთ. მერე, სადღაც 90-იანების ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ ”მინი კუპერი” მხოლოდ ის ”მინი კუპერი” არაა, რომელიც ”მისტერ ბინს” დაატარებდა. და ნელ-ნელა ჩვენთანაც გაჩნდნენ ”მინი კუპერები”. დღეს კი უკვე საქართველოშიც გვყავს ”მინის” ოფიციალური წარმომადგენლობა (ომეგა მოტორსი), ჩვენთანაც ბევრი ახალი და ძველი ”მინი კუპერი” დადის და, რაც მთავარია, უკვე არსებობს ”მინი კუპერის” მოყვარულთა სერიოზული კლუბი.


Mini Cooper-ის კლუბის დამფუძნებელი გიორგი ანთიძე

”მინი კუპერისადმი ჩემი სიყვარულიც ”მისტერ ბინიდან” დაიწყო, ანუ, ბავშვობიდან, - ამბობს გიორგი ანთიძე, რომელიც 24 წლისაა. სწორედ გიორგია ”მინის მოყვარულთა კლუბის” დამფუძნებელი: ”აქტიური შეკრებები აგვისტოდან დავიწყეთ. თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტანი ვიყავით, მაგრამ ხშირად ვიკრიბებოდით, ქალაქში და ქალაქგარეთაც ერთად დავდიოდით. ასეთი მსვლელობების დროს ბევრმა შეგვამჩნია. ზოგი გზაშივე შემოგვიერთდა, ზოგმაც ფეისბუქიდან გაიგო ჩვენ შესახებ. მერე სავიზიტო ბარათები დავამზადეთ და ”მინი კუპერებსაც” სადაც ვხედავდით, ბარათებს ვუტოვებდით. აი, ასე გავმრავლდით აგვისტოდან დღემდე. ვაგრძელებთ აქტიურ შეკრებებს და კლუბში უკვე 35 ძალიან აქტიური წევრი გვყავს. ახლების მოსვლაც არ წყდება.”



რაც ყველაზე საინტერესოა, ”მინის კლუბში” გოგონებიც აქტიურობენ: ”თავიდან ერთი-ორი გოგო რომ შემოგვიერთდა, მერე სხვებმაც ”გაბედეს” და მოვიდნენ. ჩემთვის ეს შეკრებები საუკეთესო განტვირთვაა, რადგან ყველანი ერთმანეთს ვგავართ, რაღაცნაირად ერთნაირები ვართ, ”მინი კუპერის” სიყვარულის გარდა კიდევ ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა. ყველაზე კარგი ის არის, რომ ერთად ყოფნა გვსიამოვნებს და ძალიან მეგობრული გარემო გვაქვს,” - ესეც გიორგი ანთიძის სიტყვებია.



რას აპირებს ”მინის” მოყვარულთა კლუბი მომავალში? ”გაზაფხულზე პირველ ღონისძიებას ვგეგმავთ. ეს იქნება ჩვენი პირველი ივენთი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგი და საინტერესო გამოვიდეს. დრიფტი და დრაგი, რა თქმა უნდა, ჩვენი თემები არაა, სხვა რამეს ვგეგმავთ, ძალიან საინტერესოს და ორიგინალურს - ისეთს, ”მინი კუპერს” რომ შეეფერება. ვფიქრობთ ”რედ ბულთან” ერთობლივ პროექტებზე. ასევე უკვე ვმეგობრობთ ”მინის” მოყვარულთა თურქულ კლუბთან, რომელიც დიდი ხანია არსებობს. თურქებს ძალიან ძლიერი კლუბი და დიდი გამოცდილება აქვთ. ამას წინათ ათენში გემით ჩაიყვანეს მანქანები. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მინდა, შევთავაზო, რომ ზაფხულში ბათუმში ჩამოვიდნენ და ერთობლივი აქცია-ღონისძიება ჩავატაროთ. ვფიქრობ, ამაზე დავითანხმებ!” - აი, ასეთია ”მინის” კლუბის ახლო მომავლის გეგმები.



კითხვაზე, რატომ უყვარს ”მინი კუპერი” ასე ფანატიკურად, გიორგიმ ასეთი პასუხი გაგვცა: ”იმიტომ, რომ ყველაზე ორიგინალური ავტომობილია. თანაც, ეს არის ქალაქის მანქანა, იდეალურია თბილისისთვის. მიუხედავად თავისი მცირე ზომისა, საკმარისზე მეტად სწრაფიცაა და ძალიან მართვადი და მანევრულიც. მაგარი გრძნობაა, BMW X6-დან რომ გადმოგხედავენ - შენ დააპარკინგებ, იმიტომ, რომ ეტევი, ის კი - ვერა.”

ჭკვიან გოგონებს და ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებთ!







ირაკლი შალამბერიძის ფოტოები

ასევე იხილეთ:
ახალი Mini Clubman სრული ამძრაობით


ჯერ არასდროს არ ყოფილა მინი ასე დიდი


ომეგას დროით MINI-ს ყიდვის დროა!


228 ცხენის ძალა მინი კუპერში!


ლიკა ლაბაძე მინის საჭესთან
Auto Bild

გოგონებს მოეწონებათ: საზაფხულო მინიმობილი


ინგლისელი აზნაური
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Mini, Mini Cooper, მინი, მინი კუპერი,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ვლადიმირ ვაისი: დროა, ჯანო ანანიძე "სპარტაკის" წამყვანი ფეხბურთელი გახდეს
გიორგი ქვილითაია ავსტრიაშია და "რაპიდის" მატჩს დაესწრება
დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი
სხვა სიახლეები
“ვეფხისა და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი აფეთქდა
02.08.2016
„ვეფხისა და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა აფეთქდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
სრულად
ორბი ჯგუფის პროექტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა
01.08.2016
„ორბი თვინ თაუერი“ - ორბი ჯგუფის ახალი გრანდიოზული პროექტია 4 500 ნომრით, რომელიც ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე შენდება და მსოფლიოში სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მე-6 ადგილს იკავებს.
სრულად
Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად და განსაკუთრებული საჩუქრებით
29.07.2016
მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, “ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან “ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”
სრულად
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
Nike-ის გენერალური დირექტორის ხელფასი 47,6 მილიონამდე გაიზარდა
როგორ გამოიყურება ახალი 7–ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Toyota Vitz 2000 $
მერსედესი სპრინტერით მოგემსახურებით როგორც საქართველოს
პალეტის პადონის ურიკა საზიდი ტვირთამწეობა:
Mitsubishi Colt Plus 1750 $