გაიცანით: ეს არის იმ ავტომობილის პირველი ნახატი, რომელსაც ”აუდი” სტუდიური ვერსიის სახით წელსვე, პარიზის ავტოშოუზე (1-დან 16 ოქტომბრამდე) ოფიციალურად წარმოადგენს. ეს იქნება მანქანა, რომელიც სრულიად ავტომატურად ივლის.
პროექტის სახელწოდებაა ”City” და ამ მანქანას არც საჭე ექნება და არც სატერფულები. ამასთან, წინიდანაც და უკნიდანაც აბსოლუტურად იდენტურად გამოიყურება და ორივე მიმართულებით ერთნაირად ივლის.
იატაკი კი ისეა შესრულებული, რომ მგზავრებს ორივე მიმართულებით შეუძლიათ ჯდომა - უბრალოდ, მიმართულების შეცვლის დროს სავარძლები უნდა შეატრიალონ. გარდა ამისა, საბურავები 90 გრადუსით ტრიალებს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ 4-ადგილიანი მანქანა გვერდულად დაპარკინგდეს. ერთი სიტყვით, საუბარია მაღალტექნოლოგიურ ავტომობილზე. სერიულ წარმოების შესახებ გეგმებზე ინგოლშტადტელებს ჯერ, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამთ...
ასევე იხილეთ:
ბევრი BMW ახალ A4-ში!
გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L
მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...
ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე
ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით
ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი,
მძაფრი, დიდი და მდიდრულია!
აუდის ყველაზე დიდი Q