ფოტოებზე ვხედავთ, რომ Giugiaro-ს ბრწყინვალე დიზაინს იტალიელებმა ფაქტობრივად ხელი არ ახლეს - მხოლოდ უკანა ნაწილი ჩანს ოდნავ შეცვლილი, რადგან სწორედ უკანა ნაწილია შენიღბული.
ახალ Quattroporte-ში მთავარი სიახლე გასართობ-საინფორმაციო სისტემების განახლებაა. ავტომობილის მულტიმედია ამიერიდან Apple Carplay-ს Android-ის სმარტფონებთან ”იმეგობრებს”. გარდა ამისა, იტალიელები აუცილებლად შეცვლიან და განაახლებენ კომპლექტაციებს.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ძრავების არჩევანი უცვლელი რჩება: V6-Biturbo, V8 და V6-ტურბოდიზელი. თუმცა უნდა ველოდოთ ცვლილებებს სიმძლავრისა და საწვავის ხარჯის თვალსაზრისით. წინასწარი ინფორმაციით, კვლავ ხელმისაწვდომი იქნება სრულამძრავიანი Quattroporte-ც და იტალიელები სავარაუდოდ ჰიბრიდულ ვერსიასაც შემოგვთავაზებენ.
განახლებული Maserati Quattroporte-ს პრეზენტაციას შემოდგომაზე, პარიზის ავტოშოუზე ველოდებით.
ასევე იხილეთ:
ახალი Maserati Ghibli:
Mamma Mia, ის მართლა მაგარია!

ალფა ცოცხალია, გაუმარჯოს ალფას!

ხომ ლამაზია, ეს მაზერატი...

მაზერატი ქართულ რეალობაში:
Ghibli და Quattroporte თბილისშია!

ფერნანდო ალონსოს სიყვარული: მაზერატი
