შარაპოვამ კარიერა 2001 წელს დაიწყო და მას მერე დიდი სლემის 5 ტურნირი აქვს მოგებული. პირველად უიმბლდონი მოიგო (2004), მერე აშშ-ის ღია პირველობა (2006), რასაც ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება მოჰყვა (2008). 2012 და 2014 წლებში კი ორჯერ მოიგო როლან გაროსი. შარაპოვას WTA-ს 35 და ITF-ის 4 ტიტული აქვს მოგებული.

თუმცა რუსი ჩოგბურთელი მხოლოდ მისი წარმატებების გამო როდი უყვართ - მარია გარეგნობითაც ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც შეეხება მის ავტოგემოვნებას: მარია ძირითადად ორ ავტომწარმოებელს ანიჭებს უპირატესობას: Porsche-ს და Land Rover-ს, რაშიც ფოტოგალერეის დათვალიერებისას დარწმუნდებით.
იხილეთ ფოტოგალერეა:
მარია შარაპოვა და მისი ავტომობილები
