”ფერარის” აქტუალურ სამოდელო რიგში ყველაზე დაძველებული მოდელი FF გახლავთ, რომელსაც GTC4Lusso შეცვლის! ახალ მოდელს იტალიელები ჟენევის ავტოშოუზე (3-დან 13 მარტამდე) წარმოადგენენ. GTC4Lusso შეინარჩუნებს FF-ის სრულ ამძრაობას და უკანა თვლების მოხვევას მიიღებს.
GTC4Lusso-ს ძრავა FF-დან ნაცნობი 6,3-ლიტრიანი V12 აგრეგატი იქნება. ეს გახლავთ ატმოსფერული 12-ცილინდრიანი, რომლის სიმძლავრე GTC4Lusso-ში 690 ცხენის ძალა იქნება (FF-ში 660 ცხენის ძალა იყო), ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 697 ნმ იქნება.
ამრიგად, ახალი და დღესდღეობით ერთადერთი 4-ადგილიანი ”ფერარი” იტალიელთა სამოდელო რიგიდან 100 კმ/სთ-მდე 3,4 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სისწრაფე კი 335 კმ/სთ-ია. ”ფერარის” ინფორმაციით, ავტომობილის სუფთა წონა 1790 კიოლოგრამია.
განსაკუთრებული სიახლეა განახლებული სრული ამძრაობა ელექტრონული დიფერენციალით, ახალი ამორტიზატორებით და უკანა თვლების მოხვევით, რაც ”ფერარიში” პირველი შემთხვევაა. რა თქმა უნდა, ახალია ავტომობილის სახელწოდებაც - ადრე Ferrari FF ერქვა, რაც Ferrari Four-ს ნიშნავდა (სრული ამძრაობის და 4 ადგილის გამო), ახლა კი Ferrari GTC4Lusso დაარქვეს. სახელწოდების იდეა 330 GTC-ის და 250 GT Berlinetta Lusso-ს შერწყმით დაიბადა.
საერთო ჯამში, GTC4Lusso წინიდან უფრო აგრესიულად გამოიყურება და F12 tdf-ს მოგაგონებთ. ”ფერარიმ” უკანა მაშუქების რაოდენობა ორიდან ოთხამდე გაზარდა, ინტერიერში კი ე.წ. ორმაგ კოკპიტს გვთავაზობს - მძღოლის გვერდით მჯდომ მგზავრს თავისი მაჩვენებელთა დაფა ექნება. მულტიმედია მნიშვნელოვნად განახლდა და ახლა წარმოდგენილია 10,25-დუიმიანი სენსორული ეკრანით. იტალიელებს Ferrari GTC4Lusso-ს ფასი ჯერ არ უთქვამთ...
ასევე იხილეთ:
ლეგენდარული ფერარი სარეკორდო ფასად გაიყიდა
ფერარის ყოფილი ბოსი: შუმახერი განადგურებულია...

ასეთი იქნება ფერარი 2040 წელს!

ცნობილი ქალბატონები და მათ ავტომობილები
5 საუკეთესო ჰიპერქარი დღესდღეობით

ფერარის ძალა: გაუმარჯოს ატმოსფერულ V12-ს!
ყველაზე სწრაფი კაბრიო მარანელოდან:
ახალი Ferrari 488 Spider
იხილეთ გალერეა:
სპორტქარები 1000-ზე მეტი ცხენის ძალით

ენცო ფერარის როლს დე ნირო შეასრულებს!