ყველაზე მთავარი მანქანის ხასიათია
10.02.2016
გიუნტერ შილეს თავისი Edsel შვილივით უყვარს. არადა, ეს მანქანა ამერიკული ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომაა. თუმცა კოლექციონერ შილესთვის ყველაზე მთავარი მანქანის ხასიათია

AUTO BILD-ის ერთგულ მკითხველებს ეს კაცი, ქუდის და მზის სათვალის გარეშე, შეიძლება ეცნოთ კიდეც. საქმე ისაა, რომ 58 წლის გიუნტერ შილე DEKRA-ს ერთ-ერთი მთავარი ობერსპეციალისტია, AUTO BILD-ის მკითხველებს კი, შესაძლოა, იმიტომ ეცნოთ, რომ ჩვენი ჟურნალის ხანგრძლივი, 100 000-კილომეტრიანი ტესტები მის გარეშე არ ტარდება. მისი საქმე 100 000 კილომეტრის გავლის შემდეგ ავტომობილის დაშლაა ხოლმე. ხანგრძლივი ტესტის დასრულების შემდეგ ჩვენს მანქანებს სწორედ გიუნტერი შლის და თითოეულ დეტალს ჩვენთან ერთად აკვირდება. ამიტომაცაა, რომ ავტომწარმოებლებს ამ კაცის ძალიან ეშინიათ. გიუნტერი ის კაცია, ვინც ძრავის გაუბედურებას გაუბედურებამდე გრძნობს. ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, წარმოუდგენელია, რომ თავად გიუნტერს ისეთი მანქანები უყვარს და ჰყავს, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე სუსტები არიან. მაგალითად Edsel - ამერიკული ავტოინდუსტრიის ყველაზე ტრაგიკული ავტომობილი.


გიუნტერ შილე თავის ავტომობილებს, რა თქმა უნდა, თვითონვე უვლის - ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს

”ეს რომ შეგიყვარდეს, ცოტა გიჟი უნდა იყო, არა?” - მიღიმის გიუნტერი, რომელმაც 1972 წელს შტუტგარტში ”პორშეს” ოფისს მიაშურა, ბევრი ისწავლა, ტექნიკოსი გახდა და ”პორშეში” 1992 წლამდე იმუშავა. გიუნტერ შილეს გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო ”მოტორისტია”!

”ყოველ წელს ახალ Porsche 911-ს ვყიდულობდი, თან ურიგოდ, რადგან იქ ვმუშაობდი და ერთი წლის მერე უფრო ძვირად ვყიდდი! მაგარი დრო იყო. მაგრამ ერთხელაც ეს ყველაფერიც მომბეზრდა,” - ამბობს გიუნტერი. ამის შემდეგ ის ბებერი ამერიკელებით დაინტერესდა.


გიუნტერი 50-იანი წლების მოტრფიალეა

”ამერიკა ბავშვობიდან მიყვარდა. სიამოვნებით ვიცხოვრებდი 50-იანი წლების ამერიკაში,” - ამბობს შილე. პირველი ამერიკელი 13 წლის წინ იყიდა - 1965 წელს გამოშვებული Ford Mustang Convertible. დასაწყისისთვის მშვენიერი არჩევანია. როცა გიუნტერმა ამერიკულ ავტოინდუსტრიაში კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა, მიაგნო მანქანას, რომელიც ყველასნამდვილად არ ჰყავს და რომელიც ან უნდა გიყვარდეს, ანაც - გძულდეს. ეს Edsel მხოლოდ სამი წელი გამოდიოდა და წარმოება 1960-ში შეწყვიტეს.

”პრანჭია ამერიკელები ფიქრობდნენ, მისი ვერტიკალური ცხაურა ვაგინას ჰგავსო, - ამბობს გიუნტერ შილე და დასძენს, - ჰო, შესაძლოა მართლაც ჰგავს, მაგრამ რამდენი ფანტაზიაა?!”



თუმცა Edsel-ის პრობლემა მხოლოდ მისი სექსისტურად შერაცხული ფორმა როდია. ამერიკის ეკონომიკა მაშინ მთლად მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა და ამ მანქანამ კონცერნს ორი მილიარდი დოლარის ოდენობის წაგება მოუტანა.

სინამდვილში, Edsel ცუდი მანქანა ნაღდად არ იყო. ჰო, კომფორტული ტიპია, ძალიან ბევრ საწვავს წვავს და კონკურენტებთან შედარებით ზედმეტად ძვირიც იყო. მაგრამ განა ეს საკმარისია იმისათვის, რომ Edsel ამერიკული ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ავტომობილად შეერაცხათ? სინამდვილეში, Edsel თავისი მარკეტინგული კამპანიის მსხვერპლი გახდა.


ავტომატიკის ღილაკები დიდი საჭის ცენტრში

”Never before a car like it” - მანქანა, რომლის დარიც აქამდე არ არსებობდაო, იტყობინებოდნენ სარეკლამო ტექსტები. რა გასაკვირია, რომ ხალხი სასწაულ მანქანას ელოდა და მიუხედავად იმისა, რომ სოლიდური ტიპი იყო, ყველა იმედგაცრუებული დარჩა. ამასთან, არც ცოტა არ იყოს, სასაცილო სახელი მოეწონათ, რომელიც, ამ Mercury-ს მსგავს მოდელს ჰენრი ფორდის შვილის, ედსელ ფორდის პატივსაცემად დაარქვეს.

”პრესა წერდა, ეს მანქანა ედსელ ფორდის სახელს არცხვენსო,” - გვიხსნის გიუნტერი, რომელსაც უყვარს აუტსაიდერები. და უვლის კიდეც.
ლუკას ჰამბრეხტი

გიუნტერ შილე



გიუნტერ შილე გერმანიაში ძრავის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, DEKRA-ს ექსპერტი გახლავთ და 10 წელია, რაც AUTO BILD-ის მიერ ხანგრძლივ ტესტზე გაშვებულ მანქანებს შლის. გიუნტერს ავტომობილის არცერთი შეცდომა არ გამოეპარება. პირად ფარეხში მას Edsel, 69 წლის Mustang GT 390, 2008 წლის Shelby GT 500 და Chevrolet HHR ჰყავს.


1958 წლის Edsel Ranger გიუნტერის პირველი Edsel-ია


ეს Edsel-ის ბეჭედია, რომელსაც კოლექციონერი გიუნტერი, სიყვარულის ნიშნად, არასდროს იხსნის. გარდა ამისა, მარცხენა ხელზე Edsel-ის სვირინგიც აქვს


ამერიკელი სტრიპტიზის მოცეკვავე ანტენაზე


1960 წელს გამოშვებული Edsel

ასევე იხილეთ:
რუსული პატარა ”ტანკი” და ნივა - შეხვედრა მთაში
Auto Bild

ქალწული ბენცი
Auto Bild

ერთი დღე ნახევარმილიონიან მერსედეს-მაიბახში
Auto Bild

როლს-როისიდან საფლავში - ძვირადღირებული გასვენება
Auto Bild

ლივერპულის საიდუმლო განძი
Auto Bild

ამერიკის ყველაზე საშიშ უბანში...
Auto Bild


BMW-ს ელექტრომობილით კახეთში
Auto Bild

ერთი დღე როლს-როისთან ერთად
Auto Bild

ამაზე უკეთესი მანქანა კაციშვილს არ სჭირდება!
Auto Bild

ქართულ-ამერიკული მუსტანგი


მანქანები ისეთი კაცებისთვის, რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ვლადიმირ ვაისი: დროა, ჯანო ანანიძე "სპარტაკის" წამყვანი ფეხბურთელი გახდეს
გიორგი ქვილითაია ავსტრიაშია და "რაპიდის" მატჩს დაესწრება
დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი
სხვა სიახლეები
პუტინის ახალი ლიმუზინის პირველი ოფიციალური გამოსახულებები
02.08.2016
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2017 წლის ბოლოს ახალ, რუსეთში წარმოებულ ლიმუზინს მიიღებს.
სრულად
როგორი იქნება განახლებული Mazda 3?
02.08.2016
”მაზდა” 2017 წელს თავის ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილს, Mazda 3-ს განაახლებს. ფეისლიფტის მთავარი სიახლე
სრულად
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
01.08.2016
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
Nike-ის გენერალური დირექტორის ხელფასი 47,6 მილიონამდე გაიზარდა
როგორ გამოიყურება ახალი 7–ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მერსედესი სპრინტერით მოგემსახურებით როგორც საქართველოს
Mercedes-Benz C 180 5000 $
პალეტის პადონის ურიკა საზიდი ტვირთამწეობა:
Toyota Vitz 2000 $