ასეთი იქნება მომავალი Audi A8-ს ინტერიერი
15.02.2016
ახალი Audi A8 2017 წელს გამოვა - ჩვენ კი უკვე წარმოგიდგენთ მის ინტერიერს

ამას უკვე ვალდებულება უნდა ვუწოდოთ. 2013 წელს ”მერსედესმა” ახალი ”S-კლასის” გამოშვებით მდიდრული კლასი ფაქტობრივად თავიდან წარმოქმნა, ხოლო შარშან კი BMW-მ თავისი ახალი ”მეშვიდე სერია” წარმოადგინა და ბევრი ექსპერტის აზრით მსოფლიოში საუკეთესო ლუქს-სედანია. და სადაა და რას აკეთებს ამ დროს ”აუდი”? ინგოლშტადტელები არ ჩქარობენ და 2017 წელს ისეთი ახალი Audi A8-ს გამოშვება სურთ, რომელიც ”S-კლასსაც” აჯობებს და ”მეშვიდე სერიასაც”. ”აუდის” ამ უაღრესად პატივსაცემ კლასში პირველობა, რა თქმა უნდა, ტექნიკური ინოვაციებით სურს.


პროგრამირებადი ციფრული მაჩვენებლები: Audi Q7-დან და Audi A4-დან ნაცნობი ციფრული დაფის კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვერსია თავისუფლად პროგრამირებადი მაჩვენებლებით.

საჭის ღილაკები თაჩპადის სტილში: მულტიფუნქციური საჭე ისე მოგემსახურებათ, როგორც სმარტფონი. ორიენტაციაში ამოზიდული ხაზები დაგეხმარებათ.

ნავიგაციის და მულტიმედიის მაჩვენებელი: გაჩერებულზე მისამართებს ვირტუალური კლავიატურით შეიყვანთ, მოძრაობის დროს კი - ხელნაწერით.

კლიმატკონტროლი და სავარძლების გათბობა: ეკრანი ბრძანების დაფიქსირების დროს ვიბრირებს, რათა დარწმუნდეთ, რომ სისტემამ ბრძანება მიიღო.


დღეისათვის BMW წინ დგას. ბავარიული ლუქს-ლიმუზინი ქულებს სრული და აბსოლუტურად ინოვაციური მულტიმედიით იწერს - ინტერნეტკავშირით, ჟესტებით მართვითა და ავტომატური დაპარკინგებით. ჰოდა, ცხადია, რომ ”აუდი” ძალიან მონდომებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მომავალი A8 პირველ რიგში იმიტომ იქნება ძალიან საინტერესო მოდელი, რომ ეს იქნება პირველი ავტომობილი, რომელიც 100 პროცენტით ”აუდის” ახალი შეფ-დიზაინერის, მარკ ლიხტეს მეთვალყურეობით შეიქმნება. ამთავითვე ცხადია, რომ მომავალი A8-ს ფორმები ყველასათვის კარგად ნაცნობ სტუდიურ მოდელ Audi Prologue-ს მოგვაგონებს, მაგრამ დეტალებში უფრო სპორტული იქნება. ასე იქნება, თუ ისე, ინგოლშტადტელთა მიზანი ისაა, რომ მომდევნო A8 მდიდრულ კლასში დიზაინისა და ინოვაციების თვალსაზრისით რევოლუციური ავტომობილი გამოდგეს.


ეს გახლავთ სტუდიური მოდელი Audi Prologue. მომდევნო A8 სწორედ ამ სტუდიური მოდელის დიზაინზე იქნება ორიენტირებული.

სრულიად ახალი დიზაინი კარგია, მაგრამ ტექნიკაც ხელს უნდა უწყობდეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ”აუდიმ” ინტერიერისთვის სრულიად ახალი გზის გავლა. თავიანთი პირველი ნამუშევარი ინგოლშტადტელებმა ლას ვეგასში, CES-ზე წარმოადგინეს და თქვენ ამ ნამუშევრის ფოტოს ხედავთ. ლას ვეგასში ”აუდიმ” გვიჩვენა კოკპიტი, რომლის მსგავსსაც ახალ A8-ში ვნახავთ. პირველივე შეხედვით მიხვდებოდით, რომ ჩამრთველები და ღილაკები უკვე წარსულია. ავტომობლის ფუნქციების უმრავლესობა ეკრანებიდან იმართება - სენსორული ეკრანდებიდან. ეს იმასაც ნიშნავს, რომ 2002 წელს სწორედ A8-ში წარმოდგენილი დასატრიალებელ-დასაჭერი მთავარი ღილაკი (MMI) ისტორიას ჩაბარდება. იმისათვის, რომ სენსორული ეკრანის მომსახურების ნაკლოვანებები გამოერიცხათ, თითოეული ბრძანებისას ეკრანს მცირე ვიბრაცია ექნება, რათა მძღოლი დარწმუნდეს, რომ სისტემამ ბრძანება მიიღო.

ეს ერთ-ერთი დეტალია იმისა, თუ როგორ სურს ”აუდის” მომდევნო A8-ით მდიდრული კლასის დაპყრობა. და ჩვენ უკვე მოუთმენლად ველოდებით 2017 წელს.

დასკვნა
”აუდიში” ირწმნუნებიან, საგაისოდ მდიდრულ კლასში სერიოზულ რევოლუციას ვგეგმავთო. სწორედ გაისად გამოვა ინგოლშტადტელთა ახალი შეფ-დიზაინერის, მარკ ლიხტეს მიერ შექმნილი პირველი ავტომობილები - ექსტერიერისა და ინტერიერის სრულიად ახალი კონცეფციით. დღეს უკვე ვიცით, რომ ”აუდი” MMI-ს პენსიაზე უშვევბს და ფსონს კონკურენტებივით სენსორულ ეკრანებზე ჩამოდის.
შტეფან ფოსვინკელი

ასევე იხილეთ:
მანქანა, რომელსაც უკან სვლა არ ჭირდება!


ბევრი BMW ახალ A4-ში!


გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L


მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...


ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე


ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით


ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი,
მძაფრი, დიდი და მდიდრულია!



აუდის ყველაზე დიდი Q

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
2007 BMW 335
იყიდება კერძო სახლი ლოტკინზე
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ჯანო ანანიძე: მინდა, მოედანზე ვიფრინო!
კრიშტიანო რონალდოს ახალი მეგობარი გოგონა ულამაზესი ფიტნეს-მოდელია [PHOTO]
"დინამოს" ფან-კლუბ "ელიტის" განცხადება ფეხბურთელებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
სხვა სიახლეები
პუტინის ახალი ლიმუზინის პირველი ოფიციალური გამოსახულებები
02.08.2016
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2017 წლის ბოლოს ახალ, რუსეთში წარმოებულ ლიმუზინს მიიღებს.
სრულად
როგორი იქნება განახლებული Mazda 3?
02.08.2016
”მაზდა” 2017 წელს თავის ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილს, Mazda 3-ს განაახლებს. ფეისლიფტის მთავარი სიახლე
სრულად
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
01.08.2016
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
კონგოს რესპუბლიკამ დეფოლტი გამოაცხადა
Samsung-მა ბაზარზე ახალი თაობის Galaxy Note წარმოადგინა
ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ქირავდება მ/ა "ფორდი" ნებისმიერი სახის
მივიღეთ სატვირთო საბურავების ახალი კონტეინერი,
Nissan Note 30 $
Nissan Tiida 3200 $