Dodge-ს რომ განსაკუთრებით ”კუნთმაგარი” და ”მუხლმაგარი” პიკაპები ჰყავს, ეს ნებისმიერმა ავტომოყვარულმა იცის. თუმცა ისიც ფაქტია, რომ Ram-ის აქტუალური ვერსია ნაღდად განახლებას საჭიროებდა. თანაც, Dodge-ს ძალიან უნდა, რომ ბესტსელერ Ford F-150 Raptor-ს კონკურენცია გაუწიოს.
ამიტომაც გადაწყვიტეს Dodge-ის შეფებმა თავიანთი ცნობილი პიკაპის, Ram-ის ყველაზე ძლიერი ვერსია Powe Wagon. ქრომირებული აპლიკაციები შავმა ჩანართებმა შეცვალა წარსულს ჩაბარდა ძველი, გაცილებით მოკრძალებული ვიზუალის მქონე რადიატორის ცხაურა და ფლანგებსა თუ საბარგულის ზედაპირზე დატანილი გრაფიკებიც. განახლდა ინტერიერიც.
ამრიგად, ეს ამერიკული პიკაპი ვიზუალურად მაქსიმალურად გათანამედროვებულია. აი, ძრავა და გადაცემათა კოლოფი კი ხელუხლებელი დარჩა. კაპოტის ქვეშ 415-ცხენისძალიანი V8-ძრავა მუშაობს, რომლის მოცულოვა 6,4 ლიტრია. ბრუნის მაქსიმალური მომენტი 600 ნმ გახლავთ, მისაბმელის წონა - 4,5 ტონა.
ასევე იხილეთ:
ნისანის მონსტრი პიკაპი დიზელის 8-ცილინდრიანით!

Ford F-150 Raptor Supercrew - ამერიკის სიამაყე

პიკაპის ტიუნინგი ამერიკულად - Ford F-150

8 ცილინდრი და ალილუია

გონივრული პიკაპი: ახალი Mitsubishi L200

მონსტრი ჯიპები ამერიკიდან (+ ფოტოგალერეა)

როგორი იქნება მერსედესის პიკაპი?

რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
